პენსია - მიროსლავ კლოზე ფინიშის სწორზე
მიროსლავ კლოზემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. მსოფლიო ფეხბურთის აღიარებულმა ბომბარდირმა 38 წლის ასაკში გადაწყვიტა, რომ წასვლის დრო იყო და მალე სამწვრთნელო საქმეს მიჰყოფს ხელს. ის გერმანიის საფეხბურთო კავშირის სპეციალურ პროგრამაში ჩაერთვება. ამას გარდა, კლოზე უკვე მართავს კონსულტაციებს ბუნდესმწვრთნელ იოახიმ ლიოვთან, რის შემდეგაც, შესაძლოა, ეროვნულ გუნდში გარკვეული ფუნქციაც დაეკისროს.

კლოზეს პროფესიული კარიერა 1998 წელს "ჰომბურგ 08"-ში დაიწყო. შემდეგ 5 წელი ითამაშა "კაიზერსლაუტერნში". მერე იყო "ვერდერი", "ბაიერნი" და ბოლოს "ლაციო". ჩემპიონატების მასშტაბით მან 529 მატჩი ჩაატარა და 213 გოლი გაიტანა.

2001-14 წლებში 137 მატჩი (71 გოლი) გამართა გერმანიის ეროვნულ გუნდში, რომელთან ერთადაც 2014 წელს მსოფლიო თასი მოიგო და სანაკრებო ფეხბურთს ჩამოშორდა. იმავე ტურნირზე გატანილი გოლებით (2) კლოზე მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალური ეტაპების საუკეთესო ბომბარდირიც (16 გოლი) გახდა.

ბოლო მუნდიალის დაწყებამდე კი გერმანიის ნაკრების მაისურით 69-ე გოლი გაიტანა, ლეგენდარული გერდ მიულერის რეკორდი დაამხო და ბუნდესგუნდის ყველა დროის ნომერი პირველი ბომბარდირიც შეიქნა.

დოსიე

მიროსლავ იოზეფ კლოზე

დაიბადა 1978 წლის 9 ივნისს ოპოლეში (პოლონეთი)

პოზიცია: ფორვარდი

საკლუბო კარიერა

1998-99 ჰომბურგ 08 18 (1)

1998-99 ჰომბურგ 08 II 15 (10)

1999-04 კაიზერსლაუტერნი 120 (44)

1999-01 კაიზერსლაუტერნი II 50 (26)

2004-07 ვერდერი 89 (53)

2007-11 ბაიერნი 98 (24)

2011-16 ლაციო 139 (55)

სანაკრებო კარიერა

2001-14 გერმანია 137 (71)

ინდივიდუალური ჯილდოები

გერმანიის წლის საუკეთესო ფეხბურთელი: 2006

ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი: 2005-06 (25 გოლი)

მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის ბუცი: 2002 (5 გოლი)

მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს ბუცი: 2006 (5 გოლი)

2002 და 2006 წლებში დასახელებული იყო მსოფლიოს ჩემპიონატების სიმბოლურ ნაკრებში

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სოსო
ნამდვილი სპორტსმენი,ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით.
გიორგი
ვალის მოხდის მიზნით დაწერილი სტატია .... ტიტულები მაიც დაგეწერათ, კაცი 4 მსოფლიო ჩემპიონატზე იყო ზედიზედ მედლის მფლობელი- 2002 - ვერცხლი; 2006-2010 ბრინჯაო; 2014 - ოქრო. ასევე 4 ივე მსოფლიო ჩემპიონატზე გოლი გაიტანა... გერმანიის 2 გზის ჩემპიონი, 3 გზის თასის მფლობელი იტალიის თასის მფლობელი ასევე ერთერთი ფეხბურთელი 8 დან, ვინაც სერია ა-ში, 1 მატჩში 5 გოლი გაიტანა....
გგგ
ლეგენდარული მირო კლოზე! ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
კლოზეს "ზალცბურგთან" ფრემაც ვერ უშველა - გერმანელი "ალტახიდან" დაითხოვეს
მიროსლავ კლოზე "ბაიერნის" მწვრთნელად დანიშნეს
კლოზე "ბაიერნში" დაბრუნდება?
ოფიციალურად: კლოზემ გერმანული გუნდი ჩაიბარა
მიროსლავ კლოზემ შესაძლოა გერმანული გუნდი ჩაიბაროს
კლოზე შეიძლება "ლაციოს" მწვრთნელად დანიშნონ - წაიყვანს ლოჩოშვილს?