3 მოგებითა და 1 მარცხით "გოლდენ სტეიტი" დასავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტნის, ზაზა ფაჩულიას გუნდმა "გოლდენ სტეიტმა" ნბა-ს რეგულარული სეზონის საშინაო წაგებით დაწყების შემდეგ, 2 ნოემბერს, გამთენიისას, ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. ოკლენდელები მათი ქალაქისავით ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე პორტლენდს ესტუმრნენ და იქაური "თრეილ ბლეიზერსი" 127:104 გაანადგურეს.

ქართველმა ცენტრმა სტაბილურად ითამაშა. ის ტრადიციულად სასტარტო ხუთულში იყო და ამჯერად მოედანზე 19 წუთი გაატარა. ეს უფრო იმით იყო გამოწვეული, რომ "პორტლენდმა" ნომინალური ცენტრის გარეშე ითამაშა და "გოლდენ სტეიტსაც" მეტი რა უნდოდა, სწრაფ და სნაიპერების ორთაბრძოლაში მეტოქე ყოველმხრივ დაჩაგრა.

ფაჩულიამ 3-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და წინა მატჩის დარად, 5 ქულა მოაგროვა, რასაც ქართველმა ცენტრმა 6 მოხსნა და 2 პასი მოაყოლა. ზაზა არც დაჯარიმებულა და ბურთიც არ დაუკარგავს. მან თავისი საქმე გააკეთა და ეს გამარჯვებისთვის საკმარისი იყო.

ოკლენდელთა ვარსკვლავურ გუნდში ხმაურიანი შეჭრა მოახდინა იან კლარკმა - ახალწვეულმა მსროლელმა, რომელმაც 25 წუთში 22 ქულა ისე მოაგროვა, ბურთი არ აუცილებია. კლარკი სათადარიგო იყო და მესამე პერიოდში მისმა ზუსტმა სროლებმა ოკლენდელებს 41:20 მოაგებინა, რითაც საკმაოდ ძლიერი "პორტლენდი" საშინაო კედლებში წასაგებად გაიწირა.

სტეფ კარიმ 30 წუთში 28 ქულა ჩააგდო, ხოლო კევინ დურანტმა 31 წუთში - 20 ქულა. უნივერსალიზმით გამოირჩა "მეომრების" "შავი (მუშა) მარგალიტი", რომელმაც 9 პასი, 8 მოხსნა, 6 ქულა, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.

იხილეთ ვიდეო: პორტლენდი-გოლდენ სტეიტი 104:127

დღესვე სეზონის პირველი მარცხი განიცადა გოლდენსტეიტელთა სეზონის გახსნით მატჩში მძლეველმა "სან ანტონიომ", რომელიც შინ საშუალოზე სუსტ "იუტასთან" 91:106 შერცხვა. 3 მოგებითა და 1 მარცხით "გოლდენ სტეიტი" დასავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა. პირველ-მეორეზე წაუგებელი "კლიპერსი" და "ოკლაჰომა" არიან. მესამეზე კი 4 მოგებითა და 1 მარცხით "სან ანტონიოა".

მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი სწორედ ლიდერ "ოკლაჰომასთან", საშინაო არენაზე, 4 ნოემბერს გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

არჩილ ხოფერია
მე ვფიქრობ თუ საშუალოდ 20 წუთს თამაშობს მატჩში 7-9 ჯერ მაინც უნდა შეუტიოს 2 ქულიანით. მოკლედ მინიმუმ 8-12 ქულა აუცილებელია! ვფიქრობ როგორც შარშან ყველა თამაშში ორმაგი დუბლი კარგი შედეგი იქნება! ეს ჩვენს ზაზას ნამდვილად შეუძლია!
guga
gio-ს. სურვილები ძალიან კარგია, მაგრამ ხომ ყველამ ვიცით, რომ ზაზა იმიტომ არ მიუყვანიათ ამ გუნდში, რომ მსროლელის ფუნქციები შეასრულოს. ის არ არის მსროლელი, ის სტრატეგია (გაიხსენე დიურანტთან გათამაშებული კომბინაცია. აი ესაა ზაზა)ძლიერი დაცვით და ფარქვეშ მოხსნებით. ასე რომ ჯობია "სროლას" თავი დანებო.
gio
უფრო მეტი უნდა აიღო შენ თავზე გარისკო და მეტი ისროლო დამოუკიდებლად)) წარმატებები.. ვიცი აქედან შეიძლება მარტივი სათქმელია იქ პარკეტზე რთულია გადაწყვეტილებების მიღება როცა სუპერსტარები არიან შენს გვერდით
svani
ზაზა ყველაზე სტაბილურად ითამაშე დღეს და მთავარი შეუტიე რა შეუტიე ერთხელ შეუტიე და ეგრე დაჯარიმდნენ შენზე
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
მერკვილაძის კარიერის მატჩი: პირადსარეკორდო 30 ქულა და გამარჯვება როტერდამში
კორსანტიას 12 მოხსნა და 6 ქულა 15 წუთში | ქართველის "ალიკანტე" დაუმარცხებელია
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
კაკაბაძე: გამარჯვებას მონატრებული ვართ და გვინდა, გულშემატკივარი გავახაროთ
სვანაძე: გოლი და გამარჯვება გუნდის ფსიქოლოგიურ სიტუაციას შეცვლის
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ჩემპიონების ჯახი "მიხეილ მესხზე" - მომავალი მეტოქე აშშ
კორსანტიას 12 მოხსნა და 6 ქულა 15 წუთში | ქართველის "ალიკანტე" დაუმარცხებელია
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
შეცვლის თუ არა პოჩეტინოს? - გვარდიოლამ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ინგლისის ნაკრებმა ისტორიული რეკორდი დაამყარა
"აი, ასე დავამარცხეთ ესპანეთის ნაკრები" - თომას ტუხელი
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] სანდროს 21 წუთი, დონჩიჩის ბრწყინვალე მატჩი და "ლეიკერსის" ზედიზედ მერვე გამარჯვება
საფრანგეთმა თურქეთს მოუგო და ჯგუფში გაიმარჯვა - ბელგიამ იტალიას დიდი ანგარიშით სძლია
[VIDEO] დიდი ფეხბურთი მადრიდში - ინგლისმა ესპანეთს დრამატულ მატჩში სძლია
უკრაინა - საქართველო | წლის დასკვნითი მატჩი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
[VIDEO] 46 წლის რონალდინიომ 11-წლიანი პაუზის შემდეგ ითამაშა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
რას კითხულობდნენ და კითხულობენ ქართველი სპორტსმენები? - ახალი რუბრიკა
ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს
ზაზა ფაჩულიას პირველი ორმაგი დუბლი "გოლდენ სტეიტში" და გამარჯვება [VIDEO]
ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" "ნიუ ორლეანს" იოლად მოუგეს [VIDEO]
[VIDEO] სტეფ კარის მორიგი შოუ - ბითაძის "ორლანდო" "გოლდენ სტეიტთან" დამარცხდა
[VIDEOS] სუპერმატჩი ოკლაჰომაში და დონჩიჩის 43 ქულა - NBA ხმაურიანად დაიწყო!
[VIDEOS] ბითაძის "ორლანდო" "ფილადელფიასთან" დამარცხდა, კავაი ლეონარდი პლეი-ოფს მიღმა დარჩა
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ზაზა ფაჩულიას პირადსარეკორდო 4 ჩაჭრა და "გოლდენ სტეიტის" მოგება დენვერში [VIDEO]
ზაზა ფაჩულიას და "გოლდენ სტეიტს" NBA-ს ჩემპიონობამდე 1 მოგება აშორებთ [VIDEO]
ფაჩულიას საუკეთესო მატჩი "გოლდენ სტეიტში" და განადგურებული "ოკლაჰომა" [VIDEO]
[VIDEOS] ბითაძის 4 დაფარება - "ორლანდო" პლეი-ოფშია გავიდა, სტეფ კარიმ და "გოლდენ სტეიტმა" სეზონი ნაადრევად დაასრულეს
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
ზაზა ფაჩულიას უქულო მატჩი - "გოლდენ სტეიტმა" "ლეიკერსთან" უშანსოდ წააგო [VIDEO]
ლებრონი VS დურანტი, მამუკელაშვილი ჰარდენის წინააღმდეგ და გოგას შანსი - NBA-ის პლეი-ოფისა და ფლეი-ინის ყველა წყვილი ცნობილია