საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი. ნახევარფინალი. წინათქმა
დღეს, 2 ნოემბერს, საქართველოს თასის ნახევარფინალური მატჩები გაიმართება და იმ ორი გუნდის ვინაობასაც შევიტყობთ, 22 ნოემბერს ფინალში რომ შეხვდებიან ერთმანეთს. თანაც, ტიტულის გარდა, საქართველოს თასის გამარჯვებული ევროპალიგის საგზურსაც მიიღებს და ესეც დამატებითი სტიმული უნდა იყოს დღევანდელი ნახევარფინალისტებისთვის.

სათასო მატჩების წინ (მით უმეტეს, ნახევარფინალურ ეტაპზე) ყოველთვის უადგილოა ხოლმე რომელიმე გუნდისთვის ფავორიტის სტატუსის მინიჭება. ისიც ნაკლებად მნიშვნელოვანია, რომელია ტიტულოვანი, რომელი - ქვედა ლიგიდან და ასე შემდეგ. თუმცა, ნურც იმას დავივიწყებთ, რომ დღევანდელი ოთხი ნახევარფინალისტისგან სამს, სათასო ინტერესების გარდა, არანაკლებ სერიოზული საფიქრალი აქვს ჩემპიონატშიც...

საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი. 1/2-ფინალი

02.11. თბილისი. "დინამო არენა". 16:00. LIVE "II არხზე"

დინამო (თბ)-ტორპედო

დისკვალიფიკაცია: რენე ფერეირა, გიორგი პაპუნაშვილი (ორივე - "დინამო")

ურთიერთშეხვედრები თასზე

9: +6 = 3 -0, 15-5

უცნაურია, მაგრამ ფაქტია: საქართველოს ორი ყველაზე ტიტულიანი და "სახელიანი" გუნდი თასის ნახევარფინალში კი არის გასული, მაგრამ ჯერ არც ერთს არ გაუნაღდებია... უმაღლეს ლიგაში დარჩენა! თბილისის "დინამოს" მხოლოდ თეორიულად თუ ემუქრება გასავარდნ პლეი ოფში მონაწილეობა, აი, "ტორპედოს" კი მართლაც ძალიან არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობა აქვს, თანაც, ჩემპიონატის ბოლო ტურში ქუთაისელებმა სწორედ თბილისის "დინამოს" უნდა უმასპინძლონ!..

სათასო დაპირისპირების წინ ჩემპიონატში გუნდების სატურნირო მდგომარეობა შემთხვევით არ გვიხსენებია. ანუ მართლაც ძნელი განსაჭვრეტია, დღევანდელ მატჩში "ტორპედო" ტრადიციულად მედგარ წინააღმდეგობას გაუწევს თავის ყველაზე პრინციპულ მეტოქეს, შესამჩნევად გადახალისებული შემადგენლობით გამოვა მოედანზე და ძალებს ჩემპიონატის უახლოესი და უმნიშვნელოვანესი მატჩისათვის (უშუალო კონკურენტთან, "გურიასთან") შეინახავს?

აი, ასეთ მძიმე მდგომარეობაში ხვდება "ტორპედო" თასის ნახევარფინალს, არადა, საქართველოს თასის ორგზის მფლობელს უკვე 5 წელიწადია, ფინალში აღარ უთამაშია.

არანაკლებ საინტერესო იქნება დღევანდელ მატჩში მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაც და საერთოდ, სათამაშო სტილი, ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდის თავკაცის რანგში ხომ სადებიუტო შეხვედრა უნდა ჩაატაროს უკრაინელმა სპეციალისტმა ვიაჩესლავ გროზნიმ.

- ვიაჩესლავ გროზნი: "დინამოს" ფეხბურთელები სამჯერად ვარჯიშზე გადავიდნენ [VIDEO]

- ალეკო ამისულაშვილი: ვიაჩესლავ გროზნიმ სასიამოვნოდ გამაკვირვა

- კახა ჩხეტიანი: არა მგონია, გროზნის "დინამოს" კარდინალურად შეცვლა მოესწრო...

თუმცა, საქმე მხოლოდ ახალი მწვრთნელის ფაქტორში არ არის: ჩემპიონატიდან ევროტურნირების საგზურის მოსაპოვებლად "დინამოს" ხომ, სულ მცირე, სამი საპლეიოფე მატჩი ელოდება; ამას გარდა, აშკარად ჩაგდებულ სეზონს მხოლოდ და მხოლოდ თასზე წარმატებით გამოსვლა თუ "გადაფარავს" და ეგაც რომ არ იყოს, "დინამო" ყველა ღონეს იხმარს, ზედიზედ მეხუთედ რომ მოიპოვოს საქართველოს თასი!

საქართველოს თასის გათამაშების ისტორიაში, "ტორპედოს" არც ერთი მატჩი არ მოუგია "დინამოსათვის"; თუმცა ქუთათურებმა ერთხელ მაინც შეძლეს "დინამოს" გამოთიშვა თასიდან: 2000 წელს, ნახევარფინალში, დავით ყიფიანის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ტორპედომ" ორი მატჩის ჯამში (1:1, 0:0) აჯობა ტიტულიან მეტოქეს და ზედიზედ მეორედ გავიდა ფინალში.

იმდროინდელ "ტორპედოში" არაერთი გამორჩეული ფეხბურთელი გამოდიოდა, თუნდაც მალხაზ ასათიანის ხსენება რად ღირს; მათ შორის იყო კახა ჩხეტიანიც, დღესდღეობით ქუთათურთა გუნდის მთავარი მწვრთნელი რომ გახლავთ.

თასზე მანამდე ეს გუნდები ორჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ორივეჯერ ნახევარფინალში და ორივეჯერ ფინალში "დინამო" გადიოდა (1992 და 1993 წლებში). განსაკუთრებით, საქართველოს თასის მესამე გათამაშება (1992/93 წლების სეზონი) გვინდა გამოვყოთ, როცა გივი ნოდიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "დინამომ" ნახევარფინალში ორივე მატჩი მოუგო (3:0, 3:1) არანაკლებ გამორჩეული სპეციალისტისა და პიროვნების, გიგა ნორაკიძის დამოძღვრილ "ტორპედოს".

23 წლის წინანდელი თასის ის გათამაშება შემთხვევით არ გაგვიხსენებია: ნახევარფინალის თბილისურ მატჩში შოთა არველაძემ ჰეთ თრიკი შეასრულა, საპასუხოში კი ერთი გოლი გაიტანა; ხოლო არჩილ არველაძემ დუბლი შეასრულა.

საერთოდ, თასის იმ გათამაშებაში "დინამომ" მეტოქეთა კარში 26 გოლი გაიტანა და აქედან 21 ძმებმა არველაძეებმა გაიტანეს: აჩიკომ - 8, შოთამ - 7, რეზომ კი - 6!

2004 წელს ძველი მეტოქეები პირველად და უკანასკნელად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ფინალში; სულიკო დავითაშვილის ერთადერთი გოლით პირველი ტაიმი ოთარ გაბელიას დამოძღვრილმა "ტორპედომ" მოიგო.

დავითაშვილს მეორე ტაიმის დასაწყისშიც ჰქონდა თითქმის 100-პროცენტიანი მომენტი, მაგრამ იმ წვიმიან საღამოს საბოლოოდ გამარჯვება (და - თასიც) გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "დინამოს" დარჩა: შოთა კაშიასა და ლევან სილაგაძის ზუსტი დარტყმებით "დინამომ" 2:1 მოიგო. სხვათა შორის, იმ ფინალის ორი მონაწილე, შოთა ბაბუნაშვილი და გიორგი ნერგაძე დღესაც "ტორპედოში" თამაშობს.

თასზე სულ ბოლო დაპირისპირება კი ძველ მეტოქეებს წინა სეზონში ჰქონდათ, როცა 1/4-ფინალში "დინამომ" ორივე მატჩი მოუგო (1:0, 2:1) "ტორპედოს"...

გზა ნახევარფინალამდე

ტორპედო

სამგურალი-ტორპედო 1:4

გოლები: დოლიძე (2), ტუღუში, კაპანაძე

ოდიში 1919-ტორპედო 3:4

გოლები: დოლიძე, კვერნაძე, ქიმაძე, საღრიშვილი

სულორი-ტორპედო 0:1

გოლი: კვერნაძე

დინამო

ბორჯომი-დინამო (თბ) 0:3

გოლები: ცინცაძე, კიტეიშვილი, ჯიღაური

დინამო (თბ)-ლოკომოტ. 3:1

გოლები: კიტეიშვილი (3).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Jango
გოგი ქუთაისელი რეიზა ხარ ბიძი ქუთეისელი კაცი მუდამ პესიმისტი?თაფლი არ იყიდება არსად? :) ხო მეიგეს ქუთეისლებმა? კიდევ არ გჯერავს? :) მთელმა დუნაიმ გეიგო უკვე და ყველე ულოცავს. დინამოზე მოგება არ იყო პრობლემა, პრობლემა იყო სულორზე მოგება, ძლივს რო მეიგეთ და პრობლემა იქნება მერანის დამარცხება,მართლა პრობლემა იქნება მერწმუნე. თუმცა საქართველოს იმიჯისათვის სჯობს ტორეპდო გევიდეს ევროპალიგაზე ვიდრე მერანი, მაგრამ მეორეს მხრივ იქნებ იმ 6 თვეში ინჯიამ იმდენი კარგი ფეხბურთელი მონახოს რო ევროპალიგის ჯგუფურშიც კი გაძვრეს?
qutaisi
ვერ ეღირსებით... რა ძალების შენახვა... თქვენ ხო არ გიქიქინებთ... დინამოსაც გადაუვლით და გურიასაც... ტორპედო პირველია !
გოგი ქუთაისელი
ტორპედოში გატარდა არასერიოზული საკადრო პოლიტიკა. არ არის ნორმალური გოლის გამტანი.დაზოგეს ფული. ვისი ბრალია კარგად იცით, დღეს ვერ მოვიგებთ, მაგრამ ქუთაისში დინამოს დავამარცხებთ!
[VIDEO] საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა
[VIDEO] ლანჩხუთის "გურიამ" საქართველოს თასის 1/16 ფინალში თბილისის "დინამო" დაამარცხა და შემდგომ ეტაპზე გავიდა!
საქართველოს თასის 1/16-ფინალური მატჩები 25, 26 და 27 ივლისს გაიმართება
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
კახა ჩხეტიანი ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა
ცხადაძეს "ორდაბასიში", სავარაუდოდ, თბილისის "დინამოს" ყოფილი მწვრთნელი შეცვლის
თბილისის "დინამოს" ექსთავკაცი ვიაჩესლავ გროზნი ყაზახეთში დასაქმდა
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
გროზნი: თბილისის "ლოკომოტივი" თავს ზემოთ გადახტომას მოინდომებს
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს იმატებს
კახა ჩხეტიანმა "ტორპედო" დატოვა
"საქართველოს ნაკრებს ზაბარნის და მიკოლენკოს დონის მცველები არ ჰყავთ. დარწმუნებული ვარ, მოვუგებთ" - ვიაჩესლავ გროზნი
"ჟალგირისთან" მატჩში თბილისის "დინამოს" შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] 2:7. ისტორიული სირცხვილი - თბილისის "დინამო" "ჟალგირისთან" განადგურდა და კონფერენს ლიგიდან გამოვარდა
"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა
"ძალიან სარისკოა იქ თამაში, ჩემს შემდეგ "ჩელე არენაზე" ოთარ კობახიძემ მიიღო მძიმე ტრავმა"
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
ოფიციალურად - ჩხეტიანი "ტორპედოში" დაბრუნდა
ლუკა ლოჩოშვილი: მინდა, კახა კალაძის გზა გავიარო
ქუთაისის "ტორპედო" 20 მაისს ახალ მწვრთნელს წარადგენს