ესპანურ შეკრებაზე "ვოლგამ" ორი ტესტ-მატჩი გამართა და ქართველების გოლებითა და პასებით, ორივეში იმარჯვა
მარბელიაში, ესპანურ შეკრებაზე მყოფმა ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგამ" გუშინ ზედიზედ ორი სპარინგმატჩი გამართა და ორივეში გაიმარჯვა, რაშიც თავიანთი წვლილი გუნდის ქართველმა ლეგიონერებმაც შეიტანეს.

პირველი მატჩი ომარ თეთრაძის შეგირდებმა შვეიცარიის რეგიონლიგაში მოთამაშე "ლანგენტალთან" ჩაატარეს და მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაშე მესამე გოლი სეზონის წინ ნიჟნინოვგოროდელთა ახალწვეულმა მათე ვაწაძემ შეაგდო [იხილეთ ვიდეო].

ნაკლებად ცნობილ შვეიცარიულ გუნდთან თამაშში "ვოლგას" ქართველებიდან მხოლოდ ვაწაძემ და ხოჯავამ ითამაშეს. აღსანიშნავია, რომ ოთხივე გოლი ნიჟნინოვგოროდელებმა "სტანდარტულის" გათამაშების შემდეგ გაიტანეს, რომელთაგან ორში სწორედ ხოჯავა მონაწილეობდა. რაც შეეხება უშუალოდ მათეს გოლს, მეორე ტაიმის დასაწყისში ხოჯავამ და იაშინმა კუთხური ერთმანეთში გაითამაშეს და საჯარიმოში ჩაჰკიდეს, რასაც ვაწაძე დაუხვდა და უმალვე ბურთი თავით კარში გადაგზავნა.

გუშინ საღამოსვე ომარ თეთრაძემ ის "ვოლგას" მეორე მატჩშიც ათამაშა, თუმცა ამჯერად თავის გამოჩენის შანსი გუნდის სხვა მოთამაშეებს მისცა. შედარებით სერიოზულ მეტოქესთან - ზაპოროჟიეს "მეტალურგთან" ჩვენებურთაგან გრიგალავამ, სალუქვაძემ, გოგუამ და მარცვალაძემ მთელი 90 წუთი ითამაშეს.

ნიჟნინოვგოროდელებმა უკრაინის ელიტური დივიზიონის მკვიდრს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს, მათგან პირველი კი გუნდის ქართველმა ბომბარდირმა ოთარ მარცვალაძემ შეაგდო [იხილეთ ვიდეო].

როგორც რუსული კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება, უკრაინელები ძალისმიერი თამაშით გამოირჩნენ და შეხვედრა ხისტ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა ნიჟნინოვგოროდელებმა ბურთზე კონტროლის დაწება მალევე შეძლეს და უკვე 32-ე წუთზე მოედნის სიღრმიდან დაწყებული სწრაფი სოლორეიდი მარცვალაძემ გოლად აქცია.

უკრაინელებს გათანაბრების შანსი მიეცათ, მაგრამ ბურთი ძელს მოარტყეს, მეორე ტაიმში კი გოგიტა გოგუას საჯარიმოდან ჩაწოდებით ხაზოვმა ისარგებლა და ანგარიში ორამდე გაზარდა. მალევე იმავე ხაზოვს სალუქვაძე-მარცვალაძის გრძელი და ზუსტი კომბინაციის შემდეგ გატანა კიდევ შეეძლო, მაგრამ ეპიზოდი ვერ გამოიყენა. თამაშის მიწურულს კი ბედი გია გრიგალავასაც უცდია, რომლის თაურის შემდეგ ბურთმა კარს ახლოს ჩაუფრინა.

მომზადებულია fcvolgann.ru-ის მიხედვით

საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
[VIDEO] კვერნაძის სუპერმატჩი - "ფროზინონემ" "ლეჩე" გაანადგურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ