2 ნოემბერს "დინამო არენაზე" თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" შორის საქართველოს თასის ნახევარფინალური მატჩი გაიმართა
2 ნოემბერს "დინამო არენაზე" თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" შორის საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეორე ნახევარფინალური მატჩი გაიმართა.

ანგარიშის გახსნა "ტორპედომ" მე-19 წუთზე მოახერხა. ვაჟა ტაბატაძემ შორიდან უძლიერესად დაარტყა და ნუკრი რევიშვილი უძლური აღმოჩნდა. "დინამომ" 30-ე წუთზე შეძლო გათანაბრება, ჯაბა ჯიღაურმა "მაკრატელათი" შეაგდო. ტაიმი ფრედ, 1:1 დასრულდა.

მეორე ტაიმის დაწყებიდან 2 წუთში "ტორპედო" ანგარიშში მეორედ გიორგი ქიმაძემ დააწინაურა.

62-ე წუთზე ჯიღაურმა დუბლი შეასრულა და გაათანაბრა, თუმცა ქუთაისელები ამაზე არ გაჩერებულან და ერთ წუთში გრიგოლ დოლიძემ გამარჯვების გოლი შეაგდო - 2:3, "ტორპედოს" სასარგებლოდ.

79-ე წუთზე "დინამო" კაცნაკლული დარჩა, შეხვედრის არბიტრმა არსენ ნონიკაშვილმა მოედნიდან ლადო დვალიშვილი გააძევა. საბოლოოდ "ტორპედომ" გაიმარჯვა და ფინალის საგზური მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ თასის ფინალში "ტორპედო" პირველლიგელ მარტვილის "მერანს" შეხვდება, რომელმაც საკუთარ მოედანზე საჩხერის "ჩიხურას" ანგარიშით 3:0 მოუგო.

საქართველოს თასის ფინალი ზესტაფონში 22 ნოემბერს გაიმართება.

საქართველოს თასი. 1/2-ფინალი

2 ნოემბერი. თბილისი. "დინამო არენა"

დინამო (თბ)-ტორპედო 2:3

გოლები: 0:1 ტაბატაძე (19), 1:1 ჯიღაური (30), 1:2 ქიმაძე (46), 2:2 ჯიღაური (62), 2:3 დოლიძე (63).

დინამო: რევიშვილი, ლობჟანიძე, ლოჩოშვილი (მიქელთაძე,56), ამისულაშვილი (კაპ), ცინცაძე, ჭანტურიშვილი, დვალიშვილი, კიტეიშვილი, პარუნაშვილი (ზარია,60), ჯიღაური, ველევი

სათადარიგოები: ლომაია, კირკიტაძე, თევზაძე, ლილუაშვილი, ხუბუტია

მთ. მწვრთნელი: ვიაჩესლავ გროზნი

ტორპედო: კვასხვაძე (კაპ), ტაბატაძე, გურული, ჭიჭინაძე, ქიმაძე, ფალავანდიშვილი, მამასახლისი, ბაბუნაშვილი (კუჭუხიძე, 62), კაპანაძე (ნერგაძე, 90), დოლიძე (ბენაშვილი, 85), ტუღუში.

სათადარიგოები: მამუკა ქვილითაია, ენდელაძე, საღრიშვილი, კვერნაძე

მთ.მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

გაფრთხილება: ლობჟანიძე (12), ფალავანდიშვილი (45), კიტეიშვილი (74), ქიმაძე (76), ჭანტურიშვილი (83), ტაბატაძე (83)

გაძევება: დვალიშვილი (81)

მსაჯი: არსენ ნონიკაშვილი.

გოგი-ს
თასის ფინალი ზესტაფონშია
გოგი
კარგი ვაწაძე
გოგი ქუთაისელი
ტორპედო პრაკტიკულად თავდასხმელის გარეშე თამაშობს, ვინც ირიცხება გუნდში სასარგებლო არ მოაქვს,და მათი იმედი მიზერული მაქვს.
გოგი ქუთაისელი
თუ ტორპედოს ფეხბურთელები ტრავმებს არ მიიღებენ კარცი იქნება. მარტვილში ცუდი საფარია, ძნელია იქ თამაში. ტორპედოს მამებს დროზე უნდა მოეყვანათ გუნდში ვაცაძე ან მარცვალაძე.
basko
მერანს წარმატებას ვუსურვებ მაგრამ რა უნდა ევრო თასებზე სირცცხვილია:) ამიტომ მაინც ტორპედო ალბათ, სტადიონი და ბაზა მაინც აქვთ:)
ილია
ვულოცავ ტორპედოს ფინალში გასვლას მაგრამ მერანს ვერ მოუგებს, მერანი ტორპედოს ყოველთვის უგებს
არჩილი
ძალიან გამიხარდა ტორპედოს გასვლა მაგრამ ამავე დროს ვიტყოდი რომ დინამოს დაცვა არის კატასტროფა
o
რა იყო რა დავწერე ასეთი? ტორპედოს მივულოცე გამარჯვება 3 საათის უკან, რატო არ აქვეყნებთ? რა ცენზურაა ვერ გავიგე?
გგგ
ყოჩაღ ტორპედოს! ითამაშეს ბოლომდე და მოიგეს დამსახურებულად. დინამოზე ლაპარაკიც არ ღირს. მეპატრონე ალბათ ახალ კრეატივებს შემოგვთავაზებს ამჯერად მოზამბიკელი ლეგიონერებით
rusi
უჩა და ამისა მაგარი დუეტი როა დაცვაში მაგის ბრალია. ნაკრებშიც გამოიძახონ. ვულოცავ ტორპედოს გასვლას. ესეთ დინამოს ადგილი პირველი ლიგაა.
ნიკა
რა სასაცილოა. ჩემპიონთა ლიგაზე კი არა გერმანულ რეგიონ ლიგაშიც არ დავუშვებდი მაგათ
Jango
aსე თუ ისე,ჩემი წინასწარმეტყველება ახდა რომ ფინალში იქნება მერანი-ტორპედო მეთქი. ახლა მეორესაც ვიტყვი,რომ ტორეპდო თასის მფლობელი ხდება. ევროპალიგაზე მიდის :ტორპედო,დინამო,ჩიხურა. ჩემპიონტა ლიგაზე- სამტრედია. 4 ღირსეული კლუბი წარადგენს საქართველოს ევროპაში. მერანი კი იამაყებს ფინალში მონაწილეობით თუმცა გაფრთხილდით ტორპედოელებო, ჩიხურაზე უარესი დაგემართებათ მერანთან თუკი ისე ითამაშებთ როგორც ჩიხურამ და თუკი ისევ იმ შეცდომებს დაუშვებთ რაც იყო დინამოსთან.
kobi
kidev erti morigi dadgmuli spektakli, sakartvelos chempionati totalizatoris sistemashia, tinastar vulozav kuteis uefaze gasvlas!
bebeto
მალადეც ტორპედოს, ეს გუნდი კი უკეთეს შედეგებს იმსახურებს ჩემპიონატსა თუ თასზე, ტორპედომ უნდა განაგრძოს განვითარება ეს ქართულ საკლუბო ფეხბურთს ნამდვილად ჭირდება.მომავალში ტორპედომ შემადგენლობაც უნდა გააძლიეროს რადგან გუნდი კიდევ უფრო ძლიერი გახდეს.
vah
მოკლედ დინამოს ფიფიამ ყველაფერი დამართა, რაც კი წარმოუდგენელი იყო!! !!!!
torpedo fan
საღოლ ტორპედოოოო!!!
ბაჯო
რა გროზნი გუნდია დინამოოოო,ქვა ქვაზე არ დატოვააა
dato
რაო დინამო არ გაჩრა სახლში ტამაშმააააა... საგოლ ტორპედოოოოო, მაგრამ ტას მერანს ააგებინებენ..
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ...უკვე მაშინ, როცა ყველა პენალტებისთვის ემზადებოდა - "დილა" ნახევარფინალშია!
[VIDEO] საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს იმატებს
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
[VIDEO] 2:7. ისტორიული სირცხვილი - თბილისის "დინამო" "ჟალგირისთან" განადგურდა და კონფერენს ლიგიდან გამოვარდა