"ბარსელონას" და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელს ცენტრალურ ფორვარდად თამაში უფრო მოსწონს და მოგვიწოდებს, რომ მეორე მარადონა არ ვეძებოთ
"ბარსელონას" და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მეორედ დაასახელეს, აღიარა, რომ ფეხბურთისადმი ისეთივე დამოკიდებულება აქვს, როგორიც ბავშვობაში ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთი მისთვის სამუშაო გახდა. მისი თქმით, მას ცენტრალურ თავდამსხმელად თამაში უფრო მოსწონს, ვიდრე ფლანგზე და მოგვიწოდა, რომ მეორე მარადონა არ ვეძებოთ.

"არაფერი შეცვლილა, ჩემი სათამაშო სტილი ისეთივეა, როგორიც იყო, როდესაც ბავშვი ვიყავი. მესმის, რომ პირველ რიგში, ფეხბურთი ჩემი სამუშაოა, რომ მას სხვაგვარად უნდა მივუდგე, მაგრამ არც იმის დავიწყება შეიძლება, რომ ფეხბურთი მხოლოდ და მხოლოდ თამაშია. აუცილებელია, რომ მან სიამოვნება და სიხარული მოგვანიჭოს. ასე თამაშობენ მას ბავშვები და მეც იმავეს ვაკეთებ.

ხანდახან უკიდურესად გაბრაზებული და გაღიზიანებული ვარ, მაგრამ ეს უფრო ხშირად სახლში ხდება, ვიდრე მოედანზე.

ცენტრალურ თავდამსხმელად თამაში გასულ სეზონში დავიწყე და ეს ჩემთვის იდეალური ვარიანტია, იმიტომ რომ პრაქტიკულად "ბარსელონას" მთელი თამაში ცენტრის გავლით მიდის.

დიახ, არსებობს ბრალდებები ჩემი მისამართით, რომ არგენტინის ნაკრებში უარესად ვთამაშობ, ვიდრე "ბარსელონაში", რაც მაღიზიანებს, მაგრამ ეს უკვე წარსულია. ახლა ნაკრებში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ და ვოცნებობ, რომ ოდესმე მსოფლიოს ჩემპიონატს მოვიგებთ. მიმაჩნია, რომ ნამდვილად დიდ ფეხბურთელად ვერ ჩაითვლები, სანამ მსოფლიოს ჩემპიონატს არ მოიგებ.

არგენტინა მრავალი წელია ახალი დიეგო მარადონას ძიებაშია. მას ხან პაბლო აიმარს უწოდებდნენ, ხან ხავიერ ძანეტის... სინამდვილეში, არსებობს მხოლოდ ერთი დიეგო და არასწორია იმის მოლოდინი, რომ კიდევ ერთი გამოჩნდება", - განაცხადა მესიმ.

მომზადებულია AFP -ის მიხედვით

puma
თავმდაბლობა სულით ძლიერი ადამიანის თვისებაა, ნებისყოფა კი ინტელექტუალის. ქართველ ფეხბურთელებს ორივეს ვუსურვებ და კიდევ ცოტა შრომისმოყვარეობას.
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე