ორმაგი დუბლისა და გამარჯვებების მიუხედავად, ზაზამ ამერიკული მედიის გული ჯერ ვერ მოიგო
NBA-ს გასული სეზონის ფინალისტმა "გოლდენ სტეიტმა" გახსნის მატჩის "სან ანტონიოსთან" დათმობის შემდეგ, საგარეო სამმატჩიანი ტურნე (3-0) გამარჯვებებით დაასრულა. ზაზა ფაჩულიამ, პირველი შეხვედრის ჩაგდების შემდეგ, ჯერ ორმაგი დუბლი შეასრულა, შემდეგაც რამდენიმე კარგი ეპიზოდით დაგვამახსოვრა თავი.

მიუხედავად ამისა, ამერიკული მედია ჩვენებურს მაინც ძირითადად, აკრიტიკებს (არის განსხვავებული აზრიც და ამ სტატიასაც მალე შემოგთავაზებთ).

სანამ უშუალოდ ფრაზებს შემოგთავაზებთ ვიტყვით, რომ ქართველი ცენტრი ყურადღების ცენტრში იმიტომ მოხვდა, რომ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო (თუ საუკეთესო არა) გუნდის, თანაც, ყველაზე ვარსკვლავური სასტარტო ხუთეულის წევრია და ბუნებრივია, მისგან მეტს ითხოვენ.

მაგალითად, "სანსთან" კვირას მოგებული თამაშის შემდეგ აღინიშნა, რომ "გოლდენ სტეიტმა" მას მერე გატეხა მეტოქე, რაც ზაზა კაპიტანმა ანდრე იგუდალამ შეცვალა.

mercurynews.com:

"ზაზა ფაჩულია და მისი შემცვლელი დევიდ ვესტი თავის წუთებს მიიღებენ ხოლმე, მაგრამ, როდესაც საქმე მნიშვნელოვან დაპირისპირებებს ეხება, "გოლდენ სტეიტის" ნამდვილი ცენტრი გრინია. ის ხდება მთავარი "მაღალი" კაცი "უორიორსის" შემადგენლობაში".

nba.com-ზე ექსპერტი ფრენ ბლაინბერი წერს:

"ზაზა ფაჩულია ახლოსაც ვერ არის ენდრიუ ბოგუტი ვერც საკუთარ და ვერც მეტოქის ფარზე, თუმცა "გოლდენ სტეიტი" ყველა პრობლემას გაუმკლავდება, რასაც დრო სჭირდება. ვნახოთ გუნდი ივნისში".

realsport101.com:

"ზაზა ფაჩულია რეალურად უბრალოდ ირიცხება სასტარტოში, ის ძალიან ცოტას აკეთებს შეტევაში".

hashtagbasketball.com:

"სეზონი დაწყებიდან ზაზა ფაჩულიას ანგარიშზე ჯერ ერთი დაფარებაც არ არის".

მამუკა
დარწმუნებული ვარ და წამითაც არ მეპარება ეჭვი, რომ ზაზა ამ გუნდში თავს აუცილებლად დაიმკვიდრებს და მისი ოპონენტებიც სხვანაირად ალაპარაკდებიან.
Nika
არაუშავს წერონ რაც უნდათ, ზაზას წინასწარ განჭვრეტილი გადაწყვეტილება მიიგო როგა მა კლუბში გადავიდა და დარწმუნებული ვარ იცოდა კიდევაც რა წნეხის ქვეშ იქნებოდა. დიდი ხანია ნბა -ში არის ასე რომ ყველაფერს გაუმკლავდება და დაუმტკიცებს ამერიკელებს იმას რომ კლუბისთვის ძალიან მნისჰვნელოვანი პერსონაა !!!!!!
nika
პროსტა იმიტო აქ კრიტიკა რო, გვერდიტ ისეტი 4 კაცი ჰყავს, ისევე იტხოვენ როგორზ იმ 4 ისგან, ასეა გრანდსჰი ტამასჰი.
არჩილ ხოფერია
არ გადასულიყო ჯობდა! რა გაუძლებს მთელი სეზონი ამ შოვინისტი ამერიკელი კომენტატორების ბლა-ბლას!
kaxa
ზაზა აჩვენებს მაგ დაბოღმილებს კლასს. მიდი ზაზა მაგარი კაცი ხარ.
დათო
ოლ სტარშიც გავიყვანოთ ბარემ და გასკდნენ გულზე ამერიკელები!!!
რომა
ამერიკელებმა ვერ მოინელეს ისე არიან დაბოღმილები იმენა ზაზას უკვირდებიან რა შეცდომას დაუშვებს,, რუსებისგან არ გამიკვირდებოდა ესეთი საქციელი ,, მაგრამ დემოკრატების ვითომ შუქურა ამერიკელბისგან ნაღდად მიკვირსს..ესენი და დაბოღმილები არიანნ ..აქ გამოჩნდა რა არის ამერიკა სინამდვილეში..იმენა ზაზას დასანახად ვრ იტანენ გოლდენ სტეიტის გირსი არარიოო.. მაგრამ მაგათ ჯინაზეე მიდი ზაზაა
ქართველი
ზაზს მშვენივრად ართმევს თავს მწვრთნელის დავალებას. დარწმუნებული ვარ გუნდს უფრო მოერგება და მეტს გააკეთებს. რაც შეეხება ბოგუტს ზაზა მას 2 თავით უსწრებს. დალასში მისი თამაში ნახეთ და მიხვდებით.
აჩიკო
ჩემი აზრით ზაზა ძალიან შეცდა რომ გოლდენ-სტეიტში გადავიდა,უფრო ნაკლებად ამბიციურ გუნდში უნდა გადასულიყო,მაგალითად კლივლენდში ან კიდევ ჰიუსტონში.იქ არ ექნებოდა ასეთი პრესა.
ჯონი
იმას რატომ არ წერენ გრინმა რამდენი ესროლა ან რამდენი დაკარგა? ან თუნდაც ტომსონმა? ზაზა ინტელექტუალური მოთამაშეა და არა ვირი, გიჟივით, რომ უაზროთ ირბინოს, რატომ არ უკვირდებიან როგორ თამაშობს დალასი, სადაც მათი პირდაღებული ბოგუტი მივიდა? ზაზა თქვენ ყველაზე კარგი ბრძანდებით, გისურვებთ წარმატებებს.
magati araspravedlivi
ბუგუტის სტატისტიკას მაინც მიადევნონ თვალი დალასში. ტიპი იმენნა ნოლია ვერც ქულებს აგროვებს და ვერც მოხსნებს და გოლდენსტატშიც უფრო ცუდი სტატისტიკა ჰქონდა ვიდრე ზაზას
giorgi
ჯერ ეს ერთი დიდ სამუშაოს აკეთებს ეს კაცი კლუბში, თამაში მხოლოდ ქულების კეთება არაა...და მეორეც ბოგუტს რომ მისტირიან მისი სტატისტიკაც ნახონ, არაფრითაა ზაზაზე მეტი... ამერიკელი რომ ყოფილიყო ხომ ხმასაც არავინ ამოიღებდა... ზაზა თავის სიტყვას ტყვის ბევრჯერ
ახალგაზრდული ევროლიგის ფინალში ხატიაშვილმა "ბარსელონას" 15 ქულა ჩაუგდო
რიდი კვლავ MVP-ია - მარკისის 34 ქულა თურქეთის ჩემპიონატში
ხატიაშვილის 17 ქულა, 7 პასი და მისი გუნდის გამარჯვება "პანათინაიკოსთან"
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ