ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ნოვაკისთვის როჯერი პრობლემა აღარ არის

ნოვაკისთვის როჯერი პრობლემა აღარ არის

დუბაის ტურნირის ფინალში, ნოვაკ ჯოკოვიჩისა და როჯერ ფედერერის 21-ე დაპირისპირებაში, გამარჯვებული სერბი გამოვიდა
დუბაისა და დოჰას ტურნირების ფინალში განთესვის უმაღლესი ნომრების მქონე ჩოგბურთელები ვიხილეთ და ორივეგან მთავარი პრიზი მეორე ნომრებმა მოიპოვეს.

მამაკაცებს შორის დუბაის ტურნირში პროგნოზირებადი და მაყურებელებისთვის სასურველი ფინალი ვიხილეთ - როჯერ ფედერერი ნოვაკ ჯოკოვიჩის წინააღმდეგ. ეს იყო ამ ჩოგბურთელების რიგით 21-ე დაპირისპირება. ოდესღაც სერბი შვეიცარიელთან ყოველ დამარცხებას მორიგ გაკვეთილად აღიქვამდა, შემდეგ დაიწყო ფედერერზე სენსაციური გამარჯვებების მოპოვება, ამასთან, ნოვაკი ამ მატჩებში ფავორიტად არასოდეს განიხილებოდა. ახლაც, იმის მიუხედავად, რომ ჯოკოვიჩს სეზონში არც ერთი მარცხი არ ჰქონდა და ავსტრალიის ღია პირველობაზე ფედერერი სამ სეტში დაამარცხა, ფავორიტად მაინც როჯერს ასახელებდნენ.

ამის მიზეზი გარკვეულწილად ჯოკოვიჩის თამაში გახდა, რადგან ფინალამდე ნოვაკი არცთუ ისე დამაჯერებლად გამოიყურებობა: მან სეტი წააგო ესპანელ ფელისიანო ლოპესთან, სერიოზული პრობლემები შეექმნა გერმანელ ფლორიან მაიერთან და დიდი გაჭირვებით დაამარცხა ჩეხი ტომაშ ბერდიხი. თანაც სერბმა ნახევარფინალში ჩეხთან თამაშს სეზონში თავისი ყველაზე ცუდი გამოსვლა უწოდა. შვეიცარიელმა კი ფინალამდე ისე "იფრინა", რომ ერთი სეტიც არ გაუმეტებია მეტოქეებისთვის. უფრო მეტიც - ტაი-ბრეიკის თამაშიც არ დასჭირვებია.

მაგრამ გადამწყვეტ მატჩში ნოვაკმა ისევ აჩვენა უმაღლესი დონის ჩოგბურთი, როჯერი კი ერთგვარად დაკარგული იყო. სერბმა ძალიან მალე აიღო მეტოქის გეიმი, თავად კი პირველ სეტში ძალიან კარგად აწვდიდა - 85 პროცენტი იყო პირველი მოწოდების სიზუსტე და 88 პროცენტი ამ მოწოდებით მოგებული ქულების რაოდენობა. ის არამარტო სტაბილურად თამაშობდა, არამედ შეტევაშიც ძლიერად გამოიყურებოდა. საბოლოოდ, სერბმა სეტის ბოლოს მეორე ბრეიკიც გააკეთა.

მეორე სეტში ფედერერი ოდნავ გამოცოცხლდა - მან ისარგებლა მეტოქის დროებითი ჩავარდნით და 3:1 დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ კორტის სრული ბატონ-პატრონი ისევ ჯოკოვიჩი გახდა, რომელმაც ზედიზედ ხუთი გეიმის მოგება შეძლო - 6:3, 6:3. თამაში სულ 71 წუთს გაგრძელდა - ასე სწრაფად როჯერს ნოვაკთან არასოდეს წაუგია.

ფედერერმა დაკარგა დუბაის ტურნირის მეხუთედ მოგების შანსი, ჯოკოვიჩმა კი საემიროებში ზედიზედ მესამე ტიტული აიღო.

"აქამდე არასოდეს მომიგია ერთი და იგივე ტურნირი ზედიზედ სამჯერ. ვფიქრობ, როჯერის წინააღმდეგ კარიერაში საუკეთესო მატჩი ჩავატარე. ყოველ შეხვედრაში შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენას ვცდილობ და ვფიქრობ, სწორედ ეს თვისება დამეხმარა წელს ზედიზედ 11 მატჩის მოგებაში. მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელის დასამარცხებლად კარგად მოწოდებაა საჭირო, რაც დღეს კარგად გამომივიდა. მომავალ კვირას დევისის თასზე მიწევს თამაში. სერბეთი ამ ტურნირის მოქმედი ჩემპიონია და, რა თქმა უნდა, ისევ გვინდა განვიცადოთ ის სიხარული, რაც შარშან სერბ გულშემატკივრებს მივანიჭეთ", - ამბობს ჯოკოვიჩი. ჰოფმანის თასის არაოფიციალურ გათამაშებას თუ ჩავთვლით, ნოვაკს ამ სეზონში ზედიზედ 15 მოგება აქვს, ეს ტიტული კი საიუბილეო (მეოცე) იყო მის კარიერაში.

რთული სათქმელია რამდენად მოულოდნელი იყო ნოვაკის გამარჯვება ჩოგბურთის მოყვარულთათვის, მაგრამ ნამდვილად დიდ მოულოდენლობად აღიქვეს მათ დოჰას ტურნირის ფინალში ვერა ზვონარევას გამარჯვება დანიელ კაროლინ ვოზნიაცკიზე, რომელიც აქ ბრწყინვალედ თამაშობდა და უშანსოდ ტოვებდა ყველა მეტოქეს. იმავე ნახევარფინალში სკანდინავიელმა 6:1, 6:1 გაანადგურა ფრანგი მარიონ ბარტოლი, რომელიც მანამდე აცხადებდა - დოჰაში ნაჩვენები თამაშით რეიტინგის საუკეთესო სამეულში შევალო.

შარშანდელი სეზონის მეორე ნახევარმა სწორედ ვოზნიაცკისა და ზვონარევას დაპირისპირების ფონზე ჩაიარა. რუსმა ორჯერ მოუგო დანიელს, მაგრამ სხვადასხვა ტურნირის ფინალში მუდმივად მარცხდებოდა "კაროსთან". სხვათა შორის, მსოფლიოს პირველ ჩოგანს ფინალებში კარგად გამოსდის რუსებთან თამაში - ამ მხრივ მას უდიდესი უპირატესობა ჰქონდა - 5:0.

გადამწყვეტმა მატჩმა გაამართა მაყურებელთა მოლოდინი. ორივე ჩოგბურთელი აქტიურად და მრავალფეროვნად მოქმედებდა. თავიდან მათ მოწოდებაზე თამაშის დალაგება გაუჭირდათ და ამან სამი ბრეიკი გამოიწვია. რუსი პირველი მოვიდა გონს და შეინარჩუნა საკუთარ მოწოდება. ამის შემდეგ ზვონარევა ბოლომდე ცდილობდა ამ მინიმალური უპირატესობის შენარჩუნებას. კაროლინს ჰქონდა ანგარიშის გათანაბრების არაერთი შანსი, მათ შორის, სამმაგი ბრეიკ-პოინტი, მაგრამ ზვონარევა გადარჩა და სეტი 6:4 მოიგო.

მეორე პარტია კიდევ უფრო საინტერესო გამოვიდა. ვოზნიაცკი თავიდანვე გავიდა წინ - 2:0, მაგრამ მალე გაანიავა ეს უპირატესობა. მეხუთე გეიმი გახდა ამ სეტში გადამწყვეტი. დანიელი 40:0-ს იგებდა და ბრეიკს არაფერი მოასწავებდა. მაგრამ ზვონარევამ ბოლომდე ბრძოლა გადაწყვიტა და 13-წუთიანი გეიმი თავის სასარგებლოდ დაასრულა. თუმცა შემდეგაც დანიელს ჰქონდა თამაშშმი გარდატეხის შეტანის შანსი, მაგრამ რუსი გადამწყვეტ მომენტებში შესანიშნავად მოქმედებდა. 5:4-ზე მან მატჩზე დამაჯერებლად ჩააწოდა და კარიერაში მე-11 ტიტული მიითვალა.

ATP

Dubai Tennis Championships

დუბაი (საემიროები). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 1 619 500 დოლარი

1/2 ფინალი

როჯერ ფედერერი (შვეიც, 1)-რიშარ გასკე (საფ) 6:2, 7:5; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2)-ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 3) 6:7(5), 6:2, 4:2 უარი.

ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2)-როჯერ ფედერერი (შვეიც, 1) 6:3, 6:3.

Abierto Mexicano Telcel

აკაპულკო (მექსიკა). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 995 000 დოლარი

1/2 ფინალი

დავიდ ფერერი (ესპ, 1)-ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ, 6) 5:7, 6:1, 6:1; ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 3)-ტომაშ ბელუჩი (ბრა) 7:6(4), 6:4.

ფინალი

დავიდ ფერერი (ესპ, 1)-ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 3) 7:6, 6:7, 6:2.

International Tennis Championships

დელრეი ბიჩი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 442 5000 დოლარი

1/4 ფინალი

მარდი ფიში (აშშ, 2)-ალეხანდრო ფალა (კოლ) 6:1, 6:4; ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ)-კევინ ანდერსონი (ს. აფრ) 6:4, 6:4; იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 6)-ივან დოდიგი (ხორ) 7:6, 6:1; კეი ნიშიკორი (იაპ)-რაიან სვიტინგი (აშშ) 6:7(5), 6:2, 6:4.

1/2 ფინალი

ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ)-მარდი ფიში (აშშ, 2) 6:!, 7:5; იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 6)-კეი ნიშიკორი (იაპ) 6:4, 6:4.

WTA

Qatar Ladies Open
დოჰა (კატარი). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 721 000 დოლარი

1/2 ფინალი

კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1)-მარიონ ბარტოლი (საფ) 6:1, 6:1; ვერა ზვონარევა (რუს, 2)-ელენა იანკოვიჩი (სერ, 5) 6:1, 2:6, 6:4.

ფინალი

ვერა ზვონარევა (რუს, 2)-კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1) 6:4, 6:4.

Abierto Mexicano Telcel

აკაპულკო (მექსიკა). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

1/2 ფინალი

ხისელა დულკო (არგ)-ანაბელ მედინა გარიგესი (ესპ) 6:0, 6:2; არანჩა პარა-სანტონხა (ესპ, 6)-იუჰანა ლარსონი (შვედ) 6:2, 6:0.

ფინალი

ხისელა დულკო (არგ)-არანჩა პარა-სანტონხა (ესპ, 6) 6:3, 7:6(5).

[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ

[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა

"რაც არ უნდა მოხდეს ტურინში, მე ამ მომენტით უკვე სასწაულად ბედნიერი ვარ" - იანიკ სინერმა წელს მე-8 ტიტული მოიგო

"რენთან" მატჩში ლუის ენრიკემ პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა

"შავმა ლომმა" "მონპელიე" მხოლოდ პირველ ტაიმში დაჯაბნა

[VIDEO] მესი, ჩემზე დაქორწინდები? - არგენტინელის პასუხმა ასაკოვანი გულშემატკივარი გაახარა

კურტუამ მადრიდის "რეალს" შემადგენლობის გაძლიერება მოსთხოვა

"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი

[VIDEO] ბითაძის 20 და მამუკელაშვილის 16 წუთი - ქართველების ტური NBA-ში

დასრულდება 6-წლიანი მშრალი სერია? - სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის ფინალშია! ლიპარტელიანი და ჯაბნიაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ

თემა განსჯისთვის | როგორ დავძლიოთ სანაკრებო კრიზისი?

ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგი" "ბენფიკას" ფრედ ეთამაშა

პსჟ ვიტინიას შემცვლელად "ბარსელონას" ვარსკვლავს განიხილავს

სიყვარულს რას გაუგებ - იამალს მხოლოდ ასაკოვანი ქალები მოსწონს

მსოფლიოს ჩემპიონატის კენჭისყრა ჩატარდა - ჯგუფები დაკომპლექტდა

"სპერციანი ვიტინიასთან და ნევეშთან კონკურენციაში?" - საფონოვმა კომენტარი გააკეთა

[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] უმოტივაციოთა უხვგოლიანი მატჩი ბათუმში! "კოლხეთს" დრო აღარ დარჩა...

"კვარა"? თქვენ ხვიჩაზე არ ინერვიულოთ" - რა უპასუხა ლუის ენრიკემ ჟურნალისტს

[VIDEO] თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფს მიუახლოვდა

ბექაური და თუშიშვილი ტოკიოს გრანდ სლემს ჩაეხსნენ

"სხვა ფეხბურთელის მეგობარ გოგონას ვწერ" - "ნოტინგემ ფორესტის" მცველის აღიარება საბავშვო შოუში

რასპადორი სერია A-ში ბრუნდება - ჯაკომომ ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა

რომელ სამეულს აარჩევს ენრიკე პარიზელთა შეტევაში - დღის საინტერესო მატჩები