"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ ”მეთოფეთა” ამბიციები თებერვლის ბოლოს არ მთავრდება და ერთი ტიტულის მოგებით არ ამოიწურება
"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა "ბირმინგემთან" ინგლისის ლიგის თასის ფინალური მატჩის წინ განაცხადა, რომ ამ ტურნირში შესაძლო მოგება სულაც არ ნიშნავს, რომ მიმდინარე სეზონი უკვე წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს.

"სეზონით კმაყოფილი რომ ვიყო, უნდა ვგრძნობდე, რომ გუნდმა ყველა ტურნირზე იქამდე გააღწია სადამდეც შეეძლო. რატომ უნდა დასრულდეს ჩვენი საამსეზონო ამბიციები თებერვლის ბოლოს?

არ ვაპირებთ ამ ტიტულის მოგების შემდეგ სეზონი დასრულებულად მივიჩნიოთ. ჩემი და მოთამაშეების ამბიციები იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ტურნირში რაც შეიძლება წარმატებულად გამოვიდეთ. თუ ინგლისის ლიგის თასს მოვიგებთ, დანარჩენი ტიტულებისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ.

ჩვენი დრო დადგა. ასე ვფიქრობ, რადგან მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე მოგების კარგი შანსი გვაქვს, მაგრამ ყველაზე ახლოს ინგლისის ლიგის თასის მოგებასთან ვართ. თავდაჯერება მატულობს, როდესაც გესმის, რომ მოგება შეგიძლია", - განაცხადა ვენგერმა.

მომზადებულია arsenal.com-ის მიხედვით

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
"ჩამოიყვანეთ და "ფერარებით" "აკატავეთ", თავი სახლში აგრძნობინეთ" - რატი ანდრონიკაშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს