NBA: უქმეების გმირად "ორლანდოს" ცენტრი დუაიტ ჰოვარდი უნდა დავასახელოთ, რომელმაც "ოკლაჰომასთან" ფანტასტიკური სტატისტიკა შეაგროვა
მეორე მატჩი ჩაატარა "ნიუ იორკ ნიქსის" შემადგენლობაში კარმელო ენტონიმ და ზედიზედ მეორედ 27 ქულა დააგროვა, მაგრამ ასეთი შედეგიანობის მიუხედავად, ყოფილი დენვერელის ქება გაუმართლებელი საქციელი იქნებოდა. 27 ქულიდან 16 მან პირველ მეოთხედში დააგროვა, ბოლო ცხრა ტყორცნიდან რვა ააცილა, გარდა ამისა, საფინალო სირენამდე 26 წამით ადრე, როცა "ნიუ იორკი" სამი ქულით აგებდა, კარმელომ უმნიშვნელოვანესი საჯარიმო ააცილა, რის შემდეგაც მოხსნისთვის ბრძოლაში მეექვსე პერსონალური მიიღო.

რაც შეეხება "კლივლენდს", მის რიგებში ბრწყინვალედ გამოიყურებოდნენ სეშენსი, ჰიქსონი და ჯეიმისონი, რომლებმაც შესაბამისად 22, 24 და 28 ქულა დააგროვეს და ერთად 36 მოხსნას მოუყარეს თავი. მათმა გუნდმა პირწმინდად მოუგო ფარქვეშ ბრძოლა მეტოქეს - მოხსნების ანგარიში 62:42 იყო "კავალერების" სასარგებლოდ. "ნიუ იორკის" გადარჩენა ჩონსი ბილაპსმა სცადა, რომელმაც მარტო მეოთხე მეოთხედში 20 ქულა დააგროვა, მაგრამ მისი მცდელობას მხარი ვერ აუბა ენტონიმ.

დერონ უილიამსს დებიუტი ჰქონდა "ნიუ ჯერსის" შემადგენლობაში, რომელიც წარუმატებლად დასრულდა, თუმცა ყოფილ "ჯაზელს" თავდადება და მონდომება არ აკლდა. დერონმა ბევრი შეცდომა დაუშვა და ხანდახან ვერ ხვდებოდა რას ითხოვდა მისგან მწვრთნელი ეივერი ჯონსონი. საბოლოოდ, დერონის სტატისტიკას ცუდი არ ეთქმოდა, მაგრამ იდეალურიც არ იყო - 41 წუთში 14 ქულა (თამაშიდან - 5/13, სამქულიანი - 0/3, საჯარიმო - 4/6), 12 შედეგიანი პასი, 4 მოხსნა.

ამასთან, "ნეტსს" "სან ანტონიოს" ძლევის ერთი შანსიც არ ჰქონდა. ლიგის ლიდერი მთელი მატჩი დომინირებდა და ბოლო 16 წუთის განმავლობაში შვიდ ქულაზე ახლოს არ უშვებდა მეტოქეს.

უქმეების გმირად უნდა დავასახელოთ "ორლანდოს" ცენტრი დუაიტ ჰოვარდი. მან კარგად ისარგებლა იმით, რომ "ოკლაჰომას" რიგებში ნორმალური ცენტრი არ თამაშობდა (ნენად კრსტიჩი "ბოსტონში" გადავიდა, მის ნაცვლად მიღებული კენდრიკ პერკინი კი მოედანზე ვერ ვიხილეთ) და ფანტასტიკური სტატისტიკა შეაგროვა.

"სუპერმენმა" შავი დღე აყარა სერჟ იბაკას, ნიკ კოლისონსა და კოულ ელდრიჩს - ამ ტრიომ ჯამში 13 ქულა, 14 მოხსნა და 14 პერსონალური შეაგროვა, იმ დროს, როცა ჰოვარდის ანგარიშზე იყო 40 ქულა (თამაშიდან - 16/20, საჯარიმო - 8/12), 15 მოხსნა, 6 დაფარება და 2 ჩაჭრა. ფარქვეშ ბრძოლაში პარტნიორებისთვის დახმარებას ცდილობდა კევინ დურანტი, რომელმაც ამ სეზონში მეორედ დააგროვა 16 მოხსნა, მაგრამ ტყორცნების რეალიზაცია არ უვარგოდა - 22 სროლიდან მხოლოდ ექვსმა მიაღწია მიზანს. ამას დაემატა "თანდერის" მეორე ლიდერის საშუალოზე დაბალი თამაში და გასაკვირი არ არის, რომ "ორლანდომ" 110:88 მოიგო.

არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ლოსანჯელესური დერბი. აქ მთავარი მოვლენები მესამე მეოთხედში განვითარდა და მატჩის ბედიც სწორედ ამ 12-წუთიან მონაკვეთში გადაწყდა. თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ "ლეიკერსმა" ფანტასტიკური სპურტი განახორციელა და მეტოქეს 18 ტყორცნიდან მხოლოდ 5 ჩააგდებინა ("კლიპერსის" რიგებში მხოლოდ ფოიემ, გრიფინმა და კამანმა გამოიჩინეს თავი). სწორედ ტყორცნების ასეთი დაბალი რეალიზაციის ბრალი იყო, რომ ჩემპიონის ერთქულიანი უპირატესობა 556 წამში 18-ქულიან ჰანდიკაპამდე ავიდა. ამ გაქცევის მთავარი სულისჩამდგმელი, რა თქმა უნდა, კობი ბრაიანტი გახდა, რომელმაც ამ მეოთხედში 18 ქულა დააგროვა - უფრო მეტი ვიდრე მისმა პარტნიორებმა (15) და მეტოქემ (17). ეს მონაგარი უფრო მეტიც იქნებოდა, მაგრამ მესამე მეოთხედში კობიმ ორი სამქულიანიც გაფუჭებაც მოასწრო.

25 თებერვალი

ინდიანა-იუტა 84:95

13:24, 25:19, 25:22, 21:30

ინდ: გრენჯერი (17+9 მოხსნა), კოლისონი (16), ჰიბერტი (14+8 მოხსნა).

იუტ: ჯეფერსონი (30+9 მოხსნა+5 დაფარება), მილსეპი (23+18 მოხსნა), ჰარისი (14+7 მოხსნა+5 პასი), კირილენკო (14+6 მოხსნა).

ფილადელფია-დეტროიტი 110:94

29:22, 30:27, 27:26, 24:19

ფ: იანგი (24), იგუოდალა (21+11 პასი+7 მოხსნა), ბრენდი (20+17 მოხსნა), ჰოლიდეი (12+10 პასი), სპეიტსი (12+7 მოხსნა).

დ: ბინუმი (29+6 პასი+5 მოხსნა), ვილანუევა (17+5 მოხსნა), მონრო (16+11 მოხსნა), გორდონი (16+5 პასი), სამერსი (10).

ტორონტო-ფინიქსი 92:110

14:35, 28:25, 20:26, 30:24

ტ: ბარნიანი (26), ბარბოზა (15), დეროზანი (14), დევისი (11+5 მოხსნა), ბეილესი (10+5 მოხსნა+5 პასი).

ფ: გორტატი (17+11 მოხსნა), კარტერი (17+7 მოხსნა+6 ჩაჭრა), ფრაი (16), პიეტრუსი (14), უორიკი (12), ნეში (7+11 პასი+7 მოხსნა).

შარლოტი-საკრამენტო 110:98

28:30, 24:14, 26:29, 32:25

შ: ჯექსონი (30+5 მოხსნა), ოგუსტინი (23), ჰენდერსონი (21), ბრაუნი (12+13 მოხსნა), ლივინგსტონი (10+5 პასი).

ს: დალემბერი (18+10 მოხსნა), ტორნტონი (14), კაზინსი (13+10 მოხსნა+7 დაფარება), ტეილორი (12), უდრიხი (11+13 პასი), ტომპსონი (10+13 მოხსნა), კასპი (10+11 მოხსნა).

კლივლენდი-ნიუ იორკი 115:109

28:30, 25:23, 30:22, 32:34

კ: ჯეიმისონი (28+13 მოხსნა), ჰიქსონი (24+15 მოხსნა+5 დაფარება), სეშენსი (22+8 მოხსნა), პარკერი (16+5 მოხსნა), გი (11+6 მოხსნა).

ნ-ი: სტაუდმაიერი (31+11 მოხსნა+5 დაფარება), ენტონი (27+8 მოხსნა), ბილაპსი (26+8 პასი), ფილდსი (11).

მაიამი-ვაშინგტონი 121:113

20:25, 43:36, 25:23, 33:29

მ: უეიდი (41+5 მოხსნა), ჯეიმსი (25+9 მოხსნა+7 პასი), ბოში (15+8 მოხსნა), ჩელმერსი (14).

ვ: იანგი (38), უოლი (24+12 პასი), მაკგი (18+17 მოხსნა).

მინესოტა-ნიუ ორლეანი 81:95

26:35, 17:20, 18:24, 20:16

მ: ჯონსონი (22), რიდნური (22), ლავი (11+14 მოხსნა+5 პასი).

ნ-ო: არიზა (18), პოლი (17+8 პასი+6 მოხსნა), ჯეკი (13), გრინი (12), ოკაფორი (10+7 მოხსნა).

ორლანდო-ოკლაჰომა 111:88

28:22, 31:26, 21:22, 31:18

ორლ: ჰოვარდი (40+15 მოხსნა+6 დაფარება), რიჩარდსონი (17+6 მოხსნა), რედიკი (16), ნელსონი (14+9 მოხსნა+5 პასი).

ოკლ: დურანტი (23+16 მოხსნა), უესტბრუკი (18), ჰარდენი (16), კუკი (15).

სან ანტონიო-ნიუ ჯერსი 106:96

29:25, 24:29, 35:18, 18:24

ს-ა: ჯინობილი (26+6 მოხსნა+5 პასი), ნილი (19+7 მოხსნა), დანკანი (17+6 მოხსნა), ბლეირი (17+6 მოხსნა), პარკერი (13+10 პასი+7 მოხსნა).

ნ-ჯ: მოროუ (25+5 მოხსნა), უილიამსი (14+12 პასი), ლოპესი (13+8 მოხსნა), ჰემფრიზი (12+6 მოხსნა).

გ. სტეიტი-ატლანტა 79:95

17:29, 18:26, 20:26, 24:14

გ-ს: ლი (20+10 მოხსნა), კარი (16+5 პასი).

ა: სმიტი (26+9 მოხსნა), ჰორფორდი (22+13 მოხსნა+7 პასი), ჯონსონი (12+5 მოხსნა+5 პასი).

ლეიკერსი-კლიპერსი 108:95

30:31, 22:19, 33:17, 23:28

ლ: ბრაიანტი (24+5 პასი), გასოლი (22+5 მოხსნა), ბინუმი (16+11 მოხსნა), ბრაუნი (10+5 პასი).

კ: ფოიე (24), გრიფინი (22+10 მოხსნა), კამანი (10+9 მოხსნა).

პორტლენდი-დენვერი 107:106 (ო)

25:19, 24:20, 16:33, 32:25, 10:9

პ: ოლდრიჯი (24+14 მოხსნა), მილერი (18+9 მოხსნა+9 პასი), ფერნანდესი (18+6 მოხსნა+5 პასი), როი (18+5 მოხსნა), მეტიუზი (16+7 მოხსნა).

დ: გალინარი (30+9 მოხსნა), ჩენდლერი (20+6 მოხსნა), აფლალო (19+6 მოხსნა), ნენე (12+11 მოხსნა).

26 თებერვალი

ვაშინგტონი-დალასი 99:105

22:23, 27:36, 23:19, 27:27

ვ: უოლი (24+5 მოხსნა+5 პასი), იანგი (14), ლუისი (13), კროუფორდი (10), მაკგი (6+11 მოხსნა).

დ: ტერი (25), ჩენდლერი (23+13 მოხსნა), ნოვიცკი (21+7 მოხსნა), მერიონი (13+10 მოხსნა).

დეტროიტი-იუტა 120:116

27:28, 31:25, 25:31, 37:32

დ: სტაკი (28+8 პასი+5 მოხსნა), დეი (18), გორდონი (17), ვილანუევა (16+5 მოხსნა), მონრო (12+16 მოხსნა), ბინუმი (11+8 პასი).

ი: მილსეპი (23+11 მოხსნა+6 პასი), კირილენკო (21+7 მოხსნა+7 პასი), ჯეფერსონი (20+9 მოხსნა), ჰარისი (17+12 პასი), ბელი (14), ფეივორსი (10).

მემფისი-საკრამენტო 120:92

23:28, 33:21, 33:17, 31:26

მ: რენდოლფი (23+12 მოხსნა), გასოლი (21+6 მოხსნა), არტური (17), მაიო (13), ჰადადი (10+10 მოხსნა), იანგი (10+6 მოხსნა).

ს: უდრიხი (24+5 პასი), ტორნტონი (15), კაზინსი (14+7 მოხსნა).

ჰიუსტონი-ნიუ ჯერსი 123:108

37:33, 34:25, 28:24, 24:26

ჰ: მარტინი (30+6 მოხსნა), ბადინგერი (27+6 მოხსნა), სკოლა (23+7 მოხსნა), ლოური (10+9 პასი), ლი (10).

ნ-ჯ: ლოპესი (21+7 მოხსნა), უზო (18+5 მოხსნა), უილიამსი (15+17 პასი+5 მოხსნა), ჰემფრიზი (13+11 მოხსნა), მოროუ (11).

მილუოკი-ჩიკაგო 75:83

25:21, 14:18, 20:31, 16:13

მ: მბა ა მუტე (16+8 მოხსნა), სელმონსი (14), ბოიკინსი (10), ბოგუტი (6+16 მოხსნა).

ჩ: დენგი (19+5 მოხსნა), როუზი (17), ბუზერი (13+6 მოხსნა), კორვერი (11), ნოა (8+17 მოხსნა).

კლიპერსი-ბოსტონი 92:99

26:18, 21:22, 21:34, 24:25

კ: ფოიე (32+7 პასი), გრიფინი (21+11 მოხსნა), კამანი (16+9 მოხსნა).

ბ: პირსი (24+5 მოხსნა), ალენი (22), გარნეტი (16+11 მოხსნა), დევისი (10).

მნიშვნელოვანი გაძლიერება "ლეიკერსს" - კალიფორნიელები გაცვლას ამზადებენ
"ამ იდიოტმა ძალიან გამაბრაზა" - ჩარლზ ბარკლი ლებრონ ჯეიმსზე
ლებრონ ჯეიმსი კარიერას "ფილადელფია სიქსერსში" გააგრძელებს
მადრიდის "რეალის" უჩვეულო ქმედება და დიდი კომპრომისი - ვინისიუსის მომავალი გადაწყდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა