დღეს რონალდო ახალ კონტრაქტს გააფორმებს
* "მარკას" ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდომ "რეალთან" 2021 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი. ეს ინფორმაცია კვირას "რეალმა" დაადასტურა - დღეს ოფიციალური ცერემონიაა.

* მადრიდის "ატლეტიკომ" ზედიზედ ორ საგარეო მატჩში პირველად წააგო 2014 წლის მერე.

* მადრიდის "რეალმა" ზედიზედ მე-4 ტურში იმარჯვა, კრიშტიანო რონალდომ კარიერაში პირველად ვერ გაიტანა ზედიზედ მეხუთე საშინაო მატჩში "რეალის" მაისურით.

* გარეთ ბეილმა კარიერაში 150-ე გოლი გაიტანა.

* "ალავესმა" 4-მატჩიანი მოუგებელი სერია პამპლონაში დაასრულა. 6-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა "ლას პალმასმა".

ესპანეთის სუპერთასის შემდეგ "სევილიას" "სანჩეს პისხუანზე" ყველა თამაში მოგებული ჰქონდა, მაგრამ, როგორც სუპერთასზე, ეს იდილია ისევ "ბარსელონამ" დაარღვია, რომელიც თავიდან კი აგებდა, მაგრამ ლეო მესის და ლუის სუარესის წყალობით იმარჯვა და კვლავ ორი ქულით ჩამორჩება ლიდერ "რეალს".

იხილეთ ვიდეო

თრილერი, გოლები, ტალანტები

ტური "ლა როსალედაზე" დიდებული შემტევი ფეხბურთით გაიხსნა, 5-გოლიანი თრილერი, რომლის განმავლობაში სტუმარი "სპორტინგი" ორჯერ იყო წინ, "მალაგამ" 3:2 მოიგო. გადამწყვეტი გოლი მას მერე გავიდა, რაც ლილიო კასტელიანომ იუხეშა და ასტურიული გუნდი 10 კაცის ამარა დატოვა. ის ურუგვაელი მაიკლ სანტოსის ბრწყინვალე თავურის დამსახურებაა.

სტუმართა რიგებში გამოვყოფთ ხორვატი დუიე ჩოპის გოლსა და საგოლე პასს. მასპინძლებში არ შეიძლება არ აღინიშნოს შეცვლაზე შესული ხავი ონტივეროსის დიდებული თამაში, რომელიც 19 წლისაა. ხიხონელებს "ლა როსალედაზე" ჯერ არასოდეს მოუგიათ "მალაგასთვის" და ეს ვერც ახლა შეძლეს, არადა, ახლოს იყვნენ...

რომ არა მეკარის ავტოგოლი

ფლორინ ანდონემ გასულ სეზონში "კორდობაში" 21 გოლი გაიტანა, მერე რუმინეთის ნაკრებში ევრო 2016-ზეც ითამაშა. მოკლედ, "დეპორტივომ" ის დიდი იმედებით აიყვანა და... ფორვარდმა პირველი გოლის გატანა ახლაღა შეძლო, როცა მეკარე ოჩოასთან პირისპირ გასულმა განმეორებითი დარტყმით შეძლო მექსიკელის კარის დალაშქვრა.

შემდეგ უნდიანო მალენკომ ასისტენტს დაუჯერა და დეპორტივოელი რაიან ბაბელის გოლი არარსებული ოფსაიდის გამო გააუქმა. საბოლოოდ, "დეპორტივოს" მეკარე პშემისლავ ტიტონმა საკუთარი კარი დალაშქრა და გუნდს ქულები დააკარგვინა - 1:1.

"ატლეტიკო" "ანოეტაზე" დაეცა

მადრიდის "ატლეტიკომ" სტუმრად ჯერ "სევილიასთან" დათმო (სეზონში პირველი მარცხი) და ახლა "ანოეტაზე" "რეალ სოსიედადთან" - 0:2. მოკლედ, დიეგო სიმეონეს გუნდს ორი ყველაზე არასტუმართმოყვარე სტადიონი არ დანებდა. მატჩის ბედი ორი პენალტით გადაწყდა - მეორე ტაიმში ჯერ გაბიმ იუხეშა და კარლოს ველამ გაიტანა, შემდეგ ველა წააქცია კორეამ და პენალტი ამჯერად, ვილიან ჟოზემ შეაგდო. ეუსებიო საკრისტანის გუნდი ბრწყინვალე ფორმაშია და ის ლიდერთა შორისაც მკვიდრდება. "ჩური ურდინის" შემადგენლობაში ყველაზე გამოსარჩევი ფიგურა მექსიკელი ველა იყო.

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ და გატანის შანსებიც გვქონდა. "რეალ სოსიედადმა" მეორე ტაიმი უკეთ ითამაშა. ვაღიარებ, რომ ორივე პენალტი ჩვენს კარში სამართლიანად დაინიშნა. გრიზმანი და მთელი გუნდი სტუმრად თამაშში ვერ ყოჩაღობს და ეს უნდა გამოვასწოროთ".

იხილეთ ვიდეო

პენალტით მოგებული

ნავარულ-ბასკური დერბი მოიგო დღეისათვის უკეთესმა გუნდმა - "ალავესმა" 1:0 დაამარცხა "ოსასუნა". გამარჯვების გოლი პენალტით გავიდა, რომელიც კრისტიან სანტოსმა უნაკლოდ შეასრულა. სტუმართა შორის გამორჩეული იყო ფრანგი ტეო ერნანდესი, რომელიც თავის მარცხენა ფლანგზე დაჰქროდა და ნავარელებს ბევრ პრობლემას უჩენდა. "ალავესმა" ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.

ფრე უფრო სამართლიანი იქნებოდა

კანარის კუნძულებზე მატჩი ლოგიკურ 0:0-მდე მიდიოდა, მაგრამ "ეიბარის" ფრანგი ფლორენ ლეჟონი საკუთარ საჯარიმოში დაჯარიმდა და ბასკთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც 94-ე წუთზე გოლად ხონათან ვიერამ აქცია. ამით "ლას პალმასმა" 6-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, რომელმაც გუნდი ლიდერებს ჩამოაშორა.

ბეილის ბენეფისი

ვერ ყოჩაღობს კრიშტიანო რონალდო (მისი სამი დარტყმიდან ერთიც არ იყო ზუსტი). სამაგიეროდ, დიდებულად თამაშობს გარეთ ბეილი, რომელმაც "ლეგანესთან" ისტორიაში პირველ დერბიში დუბლი შეასრულა (კარში 8-ჯერ დაარტყა, აქედან 6-ჯერ ზუსტად). ტრავმირებული ქარიმ ბენზემას ნაცვლად ალვარო მორატამ ითამაშა და თავი გოლითა და საგოლე პასით გამოიჩინა.

ზინედინ ზიდანი (რეალი): "ჩემთვის გუნდი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცალკეული ინდივიდუალები. თამაშში ყოველთვის ასეა, ხან ერთი გამოიჩენს თავს, ხან - მეორე. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ გუნდით. პირველ გოლამდე გაგვიჭირდა, რადგან მეტოქე პრესინგს იყენებდა, შემდეგ კი საქმე გაგვიიოლდა. რაც შეეხება რონალდოს, არ დაგვავიწყდეს, რომ წინა ტურში მან ჰეთ თრიკი შეასრულა. მოხარული ვარ, რომ ის კარიერის დასრულებას "რეალში" აპირებს".

იხილეთ ვიდეო

კვირის სხვა მატჩები

ბარსელონაში "ესპანიოლმა" და "ბილბაომ" გოლების გატანა ვერ შეძლეს - 0:0. ჩეზარე პრანდელის "ვალენსია" თავიდან უგებდა ვიგოში "სელტას", მაგრამ გალისიელებმა თამაშის შემოტრიალება შეძლეს - 2:1. გამარჯვების გოლი იონ გუიდეტის ანგარიშზეა. "ატლეტიკოს" მარცხით "ვილიარეალმა" ისარგებლა, 2:0 დაამარცხა "ბეტისი" და მესამე ადგილზე გადავიდა.

XI ტური

მალაგა-სპორტინგი 3:2

გოლები: 0:1 ვიგერა (13), 1:1 ფორნალსი (45), 1:2 ჩოპი (49), 2:2 ს. რამირესი (65), 3:2 მ. სანტოსი (78)

მალაგა (4-2-3-1): კამენი - როსალესი, მ. ტორესი, ვილანუევა (77. დუდა), ხუან კარლოსი - ფორნალსი, ნაჩო კამაჩო - ხონი (35. მ. სანტოსი), ხუანპი (57. ონტივეროსი), გ. კასტრო - ს. რამირესი

სპორტინგი (4-4-2): კუელიარი - ლ. კასტელიანო, მერე, ამორებიეტა, კანელია - მ. გომესი (68. ვ. როდრიგესი), ს. ალვარესი (41. აიტ-ატმანე), კასესი, ი. ლოპესი (74. ლორა) - ჩოპი, ვიგერა

გაძევება: კასტელიანო (71)

გაფრთხილება: 5-5; კუთხური: 9-2; ჯარიმა: 12-20; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 22-6 (7-4); ბურთის ფლობა: 63%-37%; მაყურებელი: 20 316

გრანადა-დეპორტივო 1:1

გოლები: 0:1 ანდონე (64), 1:1 ტიტონი (81. ს. კ.)

გრანადა (5-4-1): ოჩოა - კუენკა, ვეზუ, ლომბანი, სონიე (66. ბოგა), გაბრიელი - კარსელა-გონსალესი, აგბო (75. სამპერი), ტორალი (69. კრავეცი), ა. პერეირა - ბარალი

დეპორტივო (4-2-3-1): ტიტონი - ხუანფრანი, არიბასი, სიდნეი, ლუიზინიო - ბორხესი (87. ფახრი), მოსკერა - გამა, ჩოლაქი (75. გილერმე), მ. მორენო (61. ბაბელი) - ანდონე

გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 7-6; ჯარიმა: 11-7; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 13-13 (5-5); ბურთის ფლობა: 59%-41%; მაყურებელი: 13 157

სოსიედადი-ატლეტიკო 2:0

გოლები: 1:0 ველა (54-პენ), 2:0 ვილიან ჟოზე (75-პენ)

რეალ სოსიედადი (4-3-3): რული - კ. მარტინესი, რ. ნავასი, მ. გონსალესი, ი. ბერჩიჩე - ჩაბი პრიეტო (73. კანალესი), ილიარამენდი, ზურუტუზა - ველა (82. კონჩა), ვილიან ჟოზე (89. ხუანმი), ოიარზაბალი

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუიში - ს. ნიგესი (61. ა. კორეა), გაბი (73. პარტეი), კოკე, ფერეირა-კარასკო - გამეირო (67. ფ. ტორესი), გრიზმანი

გაფრთხილება: 2-4; კუთხური: 6-6; ჯარიმა: 18-20; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 12-9 (3-2); ბურთის ფლობა: 59%-41%; მაყურებელი: 24 048

ოსასუნა-ალავესი 0:1

გოლი: 0:1 კ. სანტოსი (77-პენ)

ოსასუნა (5-3-2): ნ. პერესი - ოიერი, დ. გარსია, ფლანიო, უ. გარსია, ბერენგერი (87. ალამო) - რ. ტორესი, ფაუსტო (77. რომერო), დე ლას კუევასი - კოდრო (64. ოტეგუი), ს. ლეონი

ალავესი (5-3-2): პაჩეკო - კიკო (71. ვიგარაი), ფედალი, ალექსისი, რ. გარსია, ტ. ერნანდესი - კამარასა (92. კრსტიჩიჩი), მ. ლორენტე, დ. ტორესი - კ. სანტოსი, ტოკერო (81. ესპინოსა)

გაფრთხილება: 5-2; კუთხური: 3-4; ჯარიმა: 18-10; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 10-12 (4-3); ბურთის ფლობა: 39%-61%; მაყურებელი: 15 853

ლას პალმასი-ეიბარი 1:0

გოლი: 1:0 ვიერა (94-პენ)

ლას პალმასი (4-2-3-1): რაული - მიჩელი, დ. გარსია, ბიგასი, დ. კასტელიანო - ვ. გომესი, მესა - ტანასუ, ვიერა, კ. ბოატენგი (80. ელ-ჟარი) - არაუხო (71. ლივაია)

ეიბარი (4-4-2): რიესგო - არბილია, რამისი, ლეჟონი, ლუნა - პედრო ლეონი, დ. გარსია, ფ. რიკო (86. ესკალანტე), ინუი (76. ბებე) - ენრიჩი, კიკე (67. ადრიანი)

გაფრთხილება: 1-5; კუთხური: 7-4; ჯარიმა: 10-20; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 16-13 (6-5); ბურთის ფლობა: 65%-35%; მაყურებელი: 19 381

რეალი-ლეგანესი 3:0

გოლები: 1:0 ბეილი (38), 2:0 ბეილი (45), 3:0 მორატა (76)

რეალი (4-3-3): კ. ნავასი - კარვახალი, ვარანი, ნაჩო, მარსელო - კოვაჩიჩი (62. მოდრიჩი), კროოსი, ისკო (68. ხ. როდრიგესი) - ბეილი, მორატა (82. ლ. ვასკესი), რონალდო

ლეგანესი (4-3-3): სერნატესი - ბუსტინცა, ინსუა, მანტოვანი (82. ვ. დიასი), დ. რიკო - უ. ლოპესი, ალბერტო, რ. პერესი (68. ლუსიანო) - გაბრიელი, მაჩისი (55. ო. რამოსი), შიმანოვსკი

გაფრთხილება: 3-5; კუთხური: 2-2; ჯარიმა: 7-20; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 17-7 (7-3); ბურთის ფლობა: 65%-35%; მაყურებელი: 74 269

ესპანიოლი-ბილბაო 0:0

ესპანიოლი (4-4-2): დ. ლოპესი - ვ. სანჩესი, დ. ლოპესი, დ. რეიესი, კარიკოლი - ე. პერესი, ხურადო, ფუეგო, პიატი (63. კაისედო) - ლ. ბაპტიშტაო (85. ხ. რეიესი), ჟ. მორენო

ბილბაო (4-2-3-1): არიზაბალაგა - ბოვედა, ი. ალვარესი, ეჩეიტა (39. დე მარკოსი), ბალენზიაგა - ვესგა, მ. რიკო - ვილიამსი, ერასო, საბინი (71. მუნიაინი) - ადურისი (61. რაულ გარსია)

გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 5-3; ჯარიმა: 13-11; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 6-4 (3-0); ბურთის ფლობა: 52%-48%; მაყურებელი: 22 835

სელტა-ვალენსია 2:1

გოლები: 0:1 პარეხო (32-პენ), 1:1 რონკალია (43), 2:1 გუიდეტი (77)

სელტა (4-2-3-1): ბლანკო - რონკალია, კოსტასი, ფონტასი, ხონი - რადოია (70. მ. დიასი), პ. ერნანდესი - ასპასი, ვასი, სისტო (92. პლანასი) - გუიდეტი (75. შეიხი)

ვალენსია (4-2-3-1): დ. ალვეში - კანსელო, გარაი, მანგალა, მონტოია - მ. სუარესი, მედრანი (80. მინა) - ფ. კარტაბია (80. ელ ჰადადი), პარეხო, ნანი - როდრიგო

გაფრთხილება: 6-1; კუთხური: 4-3; ჯარიმა: 19-15; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 7-13 (4-4); ბურთის ფლობა: 54%-46%; მაყურებელი: 18 251

ვილიარეალი-ბეტისი 2:0

გოლები: 1:0 ტრიგეროსი (22), 2:0 რ. სორიანო (53)

ვილიარეალი (4-4-2): ასენხო - მარიო გასპარი, მუსაკიო, ვ. რუისი, ხ. კოსტა - რ. სორიანო (74. ჩერიშევი), ტრიგეროსი, ბრუნო სორიანო, კასტილიეხო (79. რ. ერნანდესი) - ბაკამბუ (66. ჯონ. დოს სანტოსი), სანსონე

ბეტისი (4-4-2): ადანი - პიჩინი, პეცელა, მანდი, ა. მარტინესი - სეხუდო, პეტროში, მარტინი, ფ. გუტიერესი (57. რ. კასტრო) - სანაბრია (57. ნაუელი), ხოაკინი (56. ალეგრია)

გაფრთხილება: 0-2; კუთხური: 10-1; ჯარიმა: 16-12; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 15-7 (7-3); ბურთის ფლობა: 49%-51%; მაყურებელი: 18 826

სევილია-ბარსელონა 1:2

გოლები: 1:0 ვიტოლო (15), 1:1 მესი (43), 1:2 ლ. სუარესი (61)

სევილია (4-1-4-1): ს. რიკო - მარიანო, რამი, კარიშო, ესკუდერო - ნ'ზონზი - ფ. ვასკესი (68. განსო), ნასრი, სარაბია, ვიტოლო - ვიეტო

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - ს. რობერტო, მასკერანო, უმტიტი, დინი - დ. სუარესი, ბუსკეტსი, რაკიტიჩი (73. ანდრე გომეში) - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი

გაფრთხილება: 4-6; კუთხური: 3-5; ჯარიმა: 18-12; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 16-14 (4-7); ბურთის ფლობა: 47%-53%; მაყურებელი: 40 812

ბომბარდირები:

8 ლიონელ მესი (ბარსელონა)

ლუის სუარესი (ბარსელონა)

6 იაგო ასპასი (სელტა)

ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო)

ვილიან ჟოზე (სოსიედადი)

მომდევნო ტური

18 ნოემბერი:

ბეტისი-ლას პალმასი;

19 ნოემბერი:

დეპორტივო-სევილია, ბარსელონა-მალაგა, ეიბარი-სელტა, ატლეტიკო-რეალი;

20 ნოემბერი:

ალავესი-ესპანიოლი, ვალენსია-გრანადა, სპორტინგი-რეალ სოსიედადი, ბილბაო-ვილიარეალი;

21 ნოემბერი:

ლეგანესი-ოსასუნა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"კვარამ" ბარკოლა მარჯვნივ გააჩოჩა - როგორი იქნება "ატლეტიკთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
ამჯერად პრეზიდენტის რანგში - რამოსს "სევილიას" ყიდვა სურს
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
სეზონს სხვა მწვრთნელი ჩაამთავრებს - "სევილიამ" მატიას ალმეიდა დაითხოვა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
მიქაუტაძე შევიდა და "თამაში გააკეთა" - როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
ლუის ენრიკემ "ატლეტიკთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] ბარკოლას ეგოიზმი - "კვარას" პსჟ ბილბაოში "ატლეტიკს" ფრედ ეთამაშა
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ატლეტიკთან" მატჩში?
ხვიჩა კვარაცხელია: მომენტების გამოყენებაზე უნდა ვიმუშაოთ
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
ვისთან ერთად შეუტევს ხვიჩა? - "მამარდას" დაბრუნება პსჟ-ის წინ
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
[VIDEO] გოლი 90+8-ე წუთზე - მიქაუტაძის "ვილიარეალი" "ალავესთან" წაგებას გადაურჩა
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მიქაუტაძემ გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
[VIDEO] ალისონის კარგი მატჩი და "ლივერპულის" გამარჯვება - "ბაიერნმაც" მოიგო და "ბარსელონამაც"
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
[VIDEO] ვინისიუსის დუბლი, ვალვერდეს გაძევება - "რეალმა" "ატლეტიკო" დაამარცხა
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
[VIDEO] პირველი მარცხი ჩემპიონატში - "ბარსელონა" "სევილიასთან" 1:4 განადგურდა
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა