სოფიო შაფათავა, მარიამ ბოლქვაძე და ზურა ტყემალაძე გადამწყვეტ პაექრობებში დამარცხდნენ
ჩოგბურთელ ქალთა 25.000-იან საერთაშორისო ტურნირში, რომელსაც ჩინურმა ჩენჟოუმ უმასპინძლა, თბილისელი სოფიო შაფათავა რუს ანგელინა გაბუევასთან ერთად წყვილებში მე-4 ნომრად იყო განთესილი.

ქართულ-რუსულმა დუეტმა ნახევარფინალში ასპარეზობის მეორე ნომერ ტაივანელებს - ჩინ-ვენ ჰსუსა და პეი-ჩი ლიის მოუგო - 6:4, 6:3 და ფინალში გავიდა. შაფათავა და გაბუევა გადამწყვეტ პაექრობაში ასპარეზობის რეიტინგფავორიტებთან - ჟაკლინ საკოსა (აშშ) და ალექსანდრინა ნაიდენოვას (ბულგარეთი) დაუპირისპირდნენ.

ქართველმა ჩოგბურთელმა მეწყვილესთან ერთად პირველი ხელი მოიგო - 6:3, მაგრამ შემდეგ ორი სეტი დათმო - 4:6, 6:10 და მეორე ადგილს დასჯერდა.

ინგლისური შეფილდის 10.000-იან ტურნირში მესამე ნომრად განთესილი მარიამ ბოლქვაძე მეოთხედფინალში ასპარეზობის მე-6 ნომერ ჩეხ პეტრა კრეიშოვასთან ვერას გახდა - 4:6, 1:6 დამარცხდა. ჩეხმა ჩოგბურთელმა მომდევნო ორი ორთაბრძოლაც მოიგო და პირველი ადგილი დაიკავა.

გიორგი ცივაძემ შარმ ელ შეიხის (ეგვიპტე) 10.000-იან ვაჟთა ტურნირის წყვილთა პაექრობაში რომან ხასანოვთან (ყაზახეთი) ერთად ნახევარფინალს უწია: ჯერ შვეიცარიელებს - მარტინესსა და როსიერს სძლია, მერე მათს გზას გაუყენა ინდოელები - ბჰატია და სუნიში, ნახევარფინალში კი იური ჯავაკიანისა (უკრაინა) და დენის ევსეევის (ყაზახეთი) ტანდემს ვერ გაუმკლავდა - 6:7, 3:6 წააგო.

ახალგაზრდა ჩოგბურთელთა ფუჯაირახის თასი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გათამაშდა. ქართველთაგან ზურა ტყემალაძემ წყვილებში ეგვიპტელ ადამ გაბერთან ერთად იასპარეზა - ნახევარფინალში რეიტინგფავორიტებს - ანდრეუ პაულსონსა და დალიბორ სვრჩინას (ორივე-ჩეხეთი) სძლია - 6:3, 6:7, 11:9, გადამწყვეტ პაექრობაში კი მეორე ნომრებთან - მერთ ალქაიასა და ბორა სენგულთან (ორივე-თურქეთი) დამარცხდა - 1:6, 2:6.

ზურა ტყემალაძე, ასევე, თბილისელი ჩოგბურთელები - მარიამ დალაქიშვილი და ნინო ნასიბიანი დუბაის ტურნირში ჩაებმებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე აქამდე არასდროს მისაუბრია" - მსოფლიოს ყოფილმა ნომერ პირველმა ჩოგანმა რთული პერიოდი გაიხსენა
ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
18 წ. | როტაციით სამხრეთ აფრიკასთან
საქართველოს U16 ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა და მეოთხედფინალში საფრანგეთს შეხვდება
65 მილიონი ფერანის სანაცვლოდ - ფეხბურთელს პსჟ-ში სურს, "ბარსა" კი სოლიდური თანხის მიღებას გეგმავს
თუ უკეთესი ვარიანტი არ იქნება - ჯეიმი ვარდი შესაძლოა, ინგლისში დაბრუნდეს
მორატას MLS-ში ეპატიჟებიან, თავად კი ფაბრეგასის გადაწყვეტილებას ელის
"ნაპოლის" ლუკაკუს გასხვისება უნდა, მაგრამ თურქებს თანხაზე ვერ უთანხმდება
U18. საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები Championship I-ში დაწინაურდა
ლუკა დინი პსჟ-ში დაბრუნდა
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-2 დინამო თბ. 73 წუთი იწვალა და ორ წუთში დაამთავრა...
"ტრაპზონსპორი" "ლივერპულის" კიდევ ერთ ფეხბურთელს შეიძენს
ოფიციალურად: მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის ქამრისთვის პიოტრ იანს დაუპირისპირდება
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-2 სამგურალი. ასე უცებ ვერ გამოსწორდება...
Geo Team-მა მიქაუტაძის "ბარსელონაში" გადასვლაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტება გააკეთა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევრობასკეტზე ესპანეთთან დამარცხდა
"ამას მოურინიოსგან არ ველოდი" - ფედე ვალვერდე
"იტალიური ფეხბურთის ძალიან მჯერა" - სესკ ფაბრეგასი
"ნეიმარმა "ოქროს ბურთი" მესის გამო ვერ მოიგო" - ბრაზილიელის ყოფილი აგენტი
"სასიხარულოა" - ლუის ენრიკემ განმარტა, რამ გაახარა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ნამატჩევს
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
მარიამ ბოლქვაძემ დასანანი მარცხი განიცადა, თუმცა რეიტინგში კვლავ დაწინაურდა
მარიამ დალაქიშვილი იუნიორთა ავსტრალიის ღია პიველობაზე 1/16-ფინალში გავიდა
საით მივდივართ?! - მაროკოს ქვიშაში ჩამარხული ქართული ჩოგბურთი
ბოლქვაძემ US OPEN-ი გამარჯვებით დაიწყო და ბრიტანელ თინეიჯერს დაუპირისპირდება
სოფიო შაფათავამ ობიდოშის საერთაშორისო ტურნირი მოიგო
ქართველი ჩოგბურთელები: შაფათავა ფრანგული ტურნირის 1/8-ფინალშია
ოთხი რუსი ჩოგბურთელი დაამარცხა - მარიამ ბოლქვაძემ შარმ ელ-შეიხის ტურნირი მოიგო
საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები ATP CUP-ზე გაემგზავრა
ზურა ტყემალაძე ATP-ის რეიტინგში 449 ადგილით დაწინაურდა, მეტრეველი - 121-ით
ბასილაშვილმა და ბოლქვაძემ ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა წარმატებით დაიწყეს
სოფიო ქვაცაბაია საო ჟოზე დო რიო პრეტოს ტურნირს წყვილებში შემორჩა
ATP CUP: ტყემალაძემ და ბაკშმა იაპონელთა დუეტი იოლად დაამარცხეს
ქართველი ჩოგბურთელები ანტალიაში: შაფათავამ წყვილებში ტურნირი მოიგო
ATP CUP: 19 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა იაპონელების დამარცხება Beatbox-ით აღნიშნა [VIDEO]
0:5! - საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები ლუქსემბურგთან განადგურდა
დღეს მზიურის საჩოგბურთო კორტებზე "თბილისის თასის" ძირითადი ბადის შეხვედრები დაიწყება
მარიამ დალაქიშვილმა იტალიაში ჩატარებულ TENNIS EUROPE JUINIOR MASTERS-ზე გაიმარჯვა
ქართველი ჩოგბურთელები: ცივაძე ორ ფრონტზე
ისტორია დაიწერა - მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის ძირითად ბადეში პირველი მატჩი მოიგო!
მარიამ ბოლქვაძემ ITF-ის მე-5 ტურნირი მოიგო
მარიამ ბოლქვაძემ პორტუგალიაში ჩელენჯერის ტურნირი მოიგო
წყვილთა თანრიგში დავმარცხდით, ესტონელები დაწინაურდნენ
დევისის თასი: საქართველოს ნაკრები ლიდერის გარეშე და აუტსაიდერები ჯუჯა სახელმწიფოსთან
ქართველი ჩოგბურთელები: გიორგი ცივაძე წყვილებში ყოჩაღობს