"კრასნოდარის" ქართველმა ნახევარმცველმა რუსეთის პრემიერლიგის მე-13 ტურში, "ორენბურგთან" ფრედ დასრულებულ მატჩზე ისაუბრა
"კრასნოდარის" ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა "ორენბურგთან" 6 ნოემბერს ჩატარებული მატჩის შემდეგ გამოცემა "სპორტ ექსპრესს" შთაბეჭდილებები გაუზიარა.

"კრასნოდარმა" რუსეთის პრემიერლიგის მე-13 ტურის მატჩში სტარტზე მოპოვებული ორბურთიანი უპირატესობა გაფლანგა, შემდეგ სულაც აგებდა, მაგრამ საბოლოოდ ფრეს გამორჩა - 3:3. თორნიკემ მოედანზე მეორე ტაიმი გაატარა.

- ორბურთიანი უპირატესობა გვქონდა, მაგრამ ვფიქრობ, ოდნავ, მაგრამ მაინც მოვეშვით და ამის გამო დავისაჯეთ. როგორც ჩანს, ზედმეტად ვირწმუნეთ საკუთარი თავის და ჩავთვალეთ, რომ საქმე მოთავებული გვქონდა, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი წინ იყო. არ შეიძლება მოდუნება, ბოლომდე ისევე უნდა გვეთამაშა. საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, არ წავაგეთ, მაგრამ ამაზე სამუშაო ნამდვილად გვაქვს.

- ანუ საყაიმო ანგარიშით უკმაყოფილო დარჩით?

- რა თქმა უნდა, უკმაყოფილო ვარ. ეს არავის ახარებს. თუმცა, "ორენბურგიც" იმსახურებს ჩვენგან პატივისცემას. მეტოქემ იბრძოლა და მან უფრო დაიმსახურა ფრე, ვიდრე ჩვენ - გამარჯვება.

- მაინც რა ვერ შეძლო გუნდმა თავისი ტემპის ბოლომდე შესანარჩუნებლად?

- მეტოქემ გაათანაბრა ანგარიში, შემდეგ კი ათნი დავრჩით, რაც საქმეს ართულებს. ვფიქრობ, იქ წითელი ბარათის ჩვენება არ იყო საჭირო.

- რომელ ეპიზოდში?

- (ეღიმება). მეორე - ასპროცენტიანი წითელი იყო, პირველი კი - მე არ მივცემდი, რადგან ებეუს მეტოქისთვის სახეში არ ჩაურტყამს. იმ ეპიზოდში ყვითელი ბარათის ჩვენება შეიძლებოდა, მაგრამ არა - წითელის.

- მაინც რა მოხდა მაშინ?

- ებუემ მეტოქეს მკერდში ჰკრა. ვფიქრობ, მხოლოდ გაფრთხილება ეკუთვნოდა და ალბათ, ყველა მეთანხმებით...

- რომ არა ის გაძევება, "კრანსოდარი" მოიგებდა?

- რა თქმა უნდა, ამან გარკვეული როლი ითამაშა. ძალიან გაძნელდა თამაში, თუმცა ჩვენ უფრო მეტად გვეჭირა ბურთი, გვქონდა მეტი მომენტი. მომენტებს გამოყენება უნდა, მაგრამ სამწუხაროდ, ხშირად ვერ ვიტანთ. ამის გამოსწორებაზე ვარჯიშებზე ვიზრუნებთ.

- თამაშის შემდეგ მწვრთნელს პრეტენზია ჰქონდა ვინმეს მიმართ?

- კონკრეტულად ვინმეს მიმართ - არა, თუმცა, რა თქმა უნდა, უკმაყოფილო იყო. ამაზე მოგვიანებით ვილაპარაკებთ, როდესაც თამაშს გავარჩევთ.

- შამილოვმა თამაშის შემდეგ თქვა, რომ თქვენი გუნდი მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში უპირატესობას ფლობდა, მაგრამ გოლების გატანას ვერაფრით ახერხებდა. ეს რისი ბრალია?

- ძალიან ძნელია, როდესაც მეტოქე დაცვაში 11 კაცით დგას. ძნელია გატეხვა. საერთოდ, ჩვენ წინააღმდეგ ყველა დაცვიდან თამაშს ცდილობს და ასეთ გუნდებთან ძალიან გვიძნელდება.

- "ორენბურგის" მოთამაშემ წითელი ბარათი თქვენთან დაჯარიმების გამო მიიღო. როგორ ფიქრობთ, ის ცდილობდა, სუფთად აერთმია თქვენთვის ბურთი თუ მან განგებ მოგჩეხათ, რომ შეტევა შეეჩერებინა?

- (ეღიმება). სიმართლე თუ გინდათ გაიგოთ, გეტყვით, რომ იმ ეპიზოდში ბურთზე ხელით ვითამაშე. ეს დაინახა "ორენბურგის" ფეხბურთელმა, რომელიც გაბრაზდა იმის გამო, რომ მსაჯს ეპიზოდი შეუმჩნეველი დარჩა. ასეთია ფეხბურთი - ზოგჯერ ბრაზდები, მაგრამ მაინც პროფესიონალურად მოქცევაა საჭირო. ასე არ უნდა ჩაერტყა, ჩემთვისაც ხომ მტკივნეული იყო (იცინის)?

michael
მაგრად მიყვარს ეს ბიჭი და უფრო მაღალ დონეზე შეგიძლია თამაში ოქრი და მოუმატე იშრომე უფრო მეტი,ზოგადად ეხლანდელ თაობას ვგრძნობთ წარმატებების მიხწევები შეგიძლიათ,2 თამაშმა ანახა რომ მაგრად შეთამაშდით ნაკრებში და იმედია უფრო მოუმატებთ და საკუტარ თავებშიც დარწმუნდებით ამაში,წარმატებები
aleqsi
თოკო კაცი ხარ
odala
ჩვენი რეკაშეტა :)) მაგრად მევასება ეს კაცი!! არავის შიში და რიდი არა აქვს. ტოპ დაცვას ისე გადირკავს, თვალს არ დაახამხამებს.
გიორგი
ეგეც ღვთის ხელი იყო :)
aba baba
ოქრი გენაცვალე - იმენა მაგარი კაცი ხარ. მაგარი სახალისო ინტერვიუა რა :)
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
"საბურთალო" - "ორენბურგი" [LIVE]
"რუსეთის ჩემპიონატზე ვერავინ იტყვის, რომ ცუდი და სუსტია" - სპერციანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"საბურთალომ" რუსული "ორენბურგი" დაამარცხა [VIDEO]
როგორ ჰყვარებია ფული - სპერციანის ახალი კლუბი ცნობილია
"სპერციანი ვიტინიასთან და ნევეშთან კონკურენციაში?" - საფონოვმა კომენტარი გააკეთა
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?
თემურ ქეცბაიამ "ორენბურგის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა
მათე ვაწაძემ "ორენბურგში" გამარჯვების გოლი გაიტანა [VIDEO]
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
"ორენბურგის" დირექტორი: თემურ ქეცბაიას მთავარი პრობლემა ეს იყო...
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
"ორენბურგის" პრეზიდენტი: ქეცბაიას გადადგომის მიზეზი სხვა იყო
სპერციანი სერია A-ში - "ინტერში" სომხური დუეტი იქნება?
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
ევროპაში ამიტომ არ გაუშვეს? - სპერციანს მოულოდნელი მსურველი გამოუჩნდა