ქარიმ ბენზემა, რა თქმა უნდა, ისევ არ გამოიძახეს
11 ნოემბერს, "სტად დე ფრანსზე", საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში შვედეთს უმასპინძლებს, ხოლო 16 ნოემბერს ლანსში ამხანაგურ შეხვედრას გამართავს კოტ დ'ივუართან.

დიდი დეშამმა ამ მატჩებისთვის 23-კაციანი სია ჩამოწერა. მის რჩეულთა შორის ვერ მოხვდა "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევი ანტონი მარსიალი, რომლის კონდიციებიც დღესდღეობით სახარბიელო ვერ არის.

"მისგან მეტს ელის ჟოზე მოურინიოც, - ამბობს დეშამი 20 წლის ფეხბურთელზე. - ამიტომაც იყო, რომ ანტონი ვერ ვნახეთ "მანჩესტერის" ბოლო თამაშებში. მე არ დამვიწყებია და კარგად ვიცი მისი შესაძლებლობები. იმისიც მჯერა, რომ მარსიალი ცდას არ დააკლებს, რათა ფორმაში შევიდეს, მაგრამ დღეს ვერ არის იმ დონეზე, რისი პოტენციალიც ნამდვილად აქვს".

დეშამის გუნდში ვერ მოიძებნა ადგილი ვერც იოან კაბაისთვის ("კრისტალ პალასი", ინგლისი) და ვერც პიერ-ანდრე ჟინიაკისთვის ("ტიგრესი", მექსიკა). სამაგიეროდ, "ლურჯებში" უხმეს პსჟ-ის 21 წლის ნახევარმცველ ანდრე რაბიოს, ვინც დეშამს ევრო 2016-ისთვის გაფართოებულ შემადგენლობაში ჰყავდა შეყვანილი.

აღსანიშნავია ოლივიე ჟირუს გამოჩენაც. 30 წლის ფორვარდი კარგა ხანს მკურნალობდა, მაგრამ დაბრუნდა თუ არა "არსენალში", იმავე შეხვედრაში დუბლი შეასრულა, რაც დეშამისთვის საკმარისი მტკიცებულება აღმოჩნდა გადაწყვეტილების მისაღებად.

ახლა კი დროა, საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობასაც გავეცნოთ:

მეკარეები: უგო ლორისი (ტოტენჰემი, ინგლისი), სტივ მანდანდა (კრისტალ პალასი, ინგლისი), ალფონს არეოლა (პსჟ);

მცველები: სებასტიენ კორშია (ლილი), სამუელ უმტიტი, ლუკა დინი (ორივე - ბარსელონა, ესპანეთი), ლორან კოსიელნი (არსენალი, ინგლისი), ლეივინ კურსავა (პსჟ), ადილ რამი (სევილია, ესპანეთი), რაფაელ ვარანი (რეალი, ესპანეთი), ჯიბრილ სიდიბე (მონაკო, საფრანგეთი).

ნახევარმცველები: ბლეზ მატუიდი, ადრიენ რაბიო (ორივე - პსჟ), ნგოლო კანტე (ჩელსი, ინგლისი), დიმიტრი პაიე (ვესტ ჰემი, ინგლისი), პოლ პოგბა (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), მუსა სისოკო (ტოტენჰემი, ინგლისი);

თავდამსხმელები: კინგსლი კომანი (ბაიერნი, გერმანია), უსმან დემბელე (დორტმუნდი, გერმანია), ნაბილ ფეკირი (ლიონი), ანტუან გრიზმანი, კევინ გამეირო (ორივე - ატლეტიკო, ესპანეთი), ოლივიე ჟირუ (არსენალი, ინგლისი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
ჟირუ ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს
ზაბარნი შეიძლება "ლივერპულში" ზამთარში გადავიდეს
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
39 წლის უგო ლორისს დეშამი მსოფლიო ჩემპიონატზე წაიყვანს
[VIDEO] ოლისეს და დუეს შოუ. საფრანგეთმა ბელგიას საოცარი თამაში შემოუტრიალა - იტალიამ თურქეთს მოუგო
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
[VIDEO] ზიდანმა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელის რანგში პირველი გამარჯვება მოიპოვა - თურქეთთან
L'Équipe: ოლისემ ინგლისთან მატჩის შემდეგ გასახდელში იტირა
[VIDEOS] ოლისემ საფრანგეთს ბელგიასთან მოაგებინა - იტალიამ თურქეთი გაანადგურა
კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს
1 გოლი ჟირუსთან გათანაბრებამდე - მბაპე რეკორდსმენი სავარაუდოდ, მალე გახდება
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
დეშამი: ბევრი მბაპეს დიქტატორად მიიჩნევს
ტომას მიულერმა და ოლივიე ჟირუმ სანაკრებო კარიერა დაასრულეს
"მხოლოდ დიდებული მოთამაშე არ გახლავთ" - დეშამმა მბაპეზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
ჟირუ ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს
გადაწყდა - საფრანგეთის ნაკრებს სათავეში ზიდანი ჩაუდგება
"ჩვენთვის ეს ადამიანი ღმერთთან ახლოსაა" - ტიერი ანრი