ბუნდესლიგის კლუბები გამოსავლის ძიებაში
"ინგოლშტადტი" და "ჰამბურგი" ამ სეზონში ტყუპისცალებივით ჰგვანან ერთმანეთს. 10 ტურის შემდეგ ორივეს 2-2 ქულა აქვს და ორივე ბუნდესლიგის ფსკერზეა გართხმული. თუ "ინგოლშტადტისგან" ეს არ უნდა იყოს გასაკვირი, "დინოზავრებისთვის" ეს ნამდვილი კატასტროფაა. "ჰამბურგი" ხომ ერთადერთი კლუბია ბუნდესლიგაში, რომელიც არასოდეს გავარდნილა...

ბოლო წლებში ის ერთთავად ბეწვის ხიდზე დადიოდა, ორი წლის წინ ელიტაში ადგილი სულაც პლეი-ოფის გზით შეინარჩუნა, მაგრამ ახლა ამ გზის გავლაც შეიძლება აღარ გახდეს საჭირო და გაზაფხულზე პირდაპირ მეორე ბუნდესლიგაში ამოჰყოს თავი.

გუნდის მთავარი მწვრთნელი მარკუს გისდოლი, რომელმაც 26 სექტემბერს ბრუნო ლაბადია შეცვალა, ჯერჯერობით თანამდებობას ინარჩუნებს. სამაგიეროდ, "დორტმუნდთან" საშინაო მარცხის (2:5) შემდეგ პოსტი დატოვა კლუბის სპორტულმა დირექტორმა ნიკო-იან ჰოოგმამ. "ჰამბურგის" პირველკაცმა დიტმარ ბაიერსდორფერმა კი უმალ გამოაცხადა, რომ ჰოოგმას პოტენციურ შემცვლელებთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

"კიკერი" წერს, რომ ვაკანტურ პოსტზე ყველაზე რეალური კანდიდატი 55 წლის კრისტიან ჰოხტეტერია, ვისაც აქტიური კარიერის უდიდესი ნაწილი მიონხენგლადბახის "ბორუსიაში" აქვს გატარებული (339 მატჩი, 55 გოლი). დღესდღეობით ის მეორე ბუნდესლიგის ბინადარ "ბოხუმის" სპორტული დირექტორია და ახლახან 2020 წლამდე გააგრძელა კონტრაქტი.

ცხადია, ეს პრობლემას შექმნის "ჰამბურგთან" მოლაპარაკებების შემთხვევაში. "ბოხუმის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჰანს-პეტერ ფილისი ამტკიცებს, რომ ჯერჯერობით "ჰამბურგის" მესვეურებთან კონტაქტი არ ჰქონიათ.

"ინგოლშტადტში" კი რადიკალურ ზომას მიმართეს - "აუგსბურგთან" ბავარიულ დერბიში მარცხის (0:2 შინ) შემდეგ მარკუს კაუშინსკი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადაყენებულია. ის გუნდში ზაფხულიდან მუშაობს. მაშინ მან შეცვალა რალფ ჰაზენჰუტლი, რომელიც დღეს ბრწყინვალედ მუშაობს "ლაიპციგში" და თვით "ბაიერნსაც" კი ეჭიდავება (ამ დროისთვის თანაბარი ქულებით აქვთ და ცხრილში პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ).

"ინგოლშტადტის" ახალ მწვრთნელს რაც შეეხება, მას ამ დღეებში დაასახელებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
გოჩოლეიშვილმა "ჰამბურგი" დატოვა
გოჩოლეიშვილი უკვე ესპანეთშია - გიორგი ქართველი ფეხბურთელის თანაგუნდელი გახდება
ლოჩოშვილის "კიოლნმა" "ჰამბურგთან" მარცხი განიცადა
მოლაპარაკებები ბერძნულ გრანდთან - გოჩოლეიშვილი სავარაუდოდ, "შახტარში" ისევ არ დარჩება
სარეკორდო ტრანსფერი - ლუკა ვუშკოვიჩი პრემიერ ლიგაში ითამაშებს
გოჩოლეიშვილი "შახტარში" ბრუნდება - თურანი მას თავის გამოჩენის საშუალებას მისცემს