საქართველოს, ესპანეთის, ჰოლანდიის და საფრანგეთის 19-წლამდელთა ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს
დღეს, 8 ნოემბერს, სასტუმრო "ჰუალინგში" საქართველოს, ესპანეთის, ჰოლანდიისა და საფრანგეთის 19-წლამდელთა ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

შეგახსენებთ, რომ 9-14 ნოემბერს თბილისსა და გორში 19-წლამდელთა ნაკრებებს შორის ოთხთა საერთაშორისო ტურნირი ჩატარდება. საქართველოს ნაკრების მეტოქეები ესპანეთი, საფრანგეთი და ჰოლანდია იქნებიან.

იხილეთ ფოტოგალერეა

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ვარჯიში ოთხთა ტურნირის წინ

გიორგი ყიფიანი (საქართველო):

"ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია. ესაა მოსამზადებელი ეტაპი ევროპის ჩემპიონატისთვის. მსგავსი ტურნირი ძალიან საინტერესოა თავად ქვეყნისთვისაც. ასეთი მაღალი დონის გუნდები ჩამოვიდნენ და ეს ნაყოფიერად გამოადგება ჩვენს ნაკრებს. ამ გუნდებთან მატჩებში კარგად დავინახავთ, თუ რა ეტაპზე ვართ და რომელ ასპექტში გვაქვს მოსამატებელი.

ჩვენთვის შეკრება არასასიამოვნოდ დაიწყო - ტრავმის გამო რამდენიმე ფეხბურთელი გამოგვაკლდა - ძირითადად, მცველები, მაგრამ ამ პოზიციაზე ნახევარმცველებს გამოვიყენებთ. დანარჩენების ამჟამინდელი მდგომარეობით, განწყობითა და სათამაშო ფორმით კმაყოფილი ვარ".

ჟან-კლოდ გიუნტინი (საფრანგეთი):

"ვფიქრობ, ეს ტურნირი ძალიან წაგვადგება. გადავწყვიტეთ, ამ ტურნირზე ახალგაზრდა ფეხბურთელებით ვითამაშოთ, რათა ძლიერ გუნდებთან თამაშით მათ ახალი გამოცდილება შეიძინონ. ვიცით, რომ საქართველოში ინფრასტრუქტურის მხრივ კარგი პირობებია.

20 მოთამაშით ჩამოვედით აქ. ძირითადად, ახალგაზრდა და დინამიკური შემადგენლობა შევკრიბეთ. ფეხბურთელები თავიანთ კლუბებში კარგად თამაშობენ, ჩემპიონთა ლიგაზეც აქვთ მიღებული გამოცდილება. ტრავმებს უნდა ვერიდოთ. ტურნირის ფორმატი ძალიან კარგია.

ლუკა ზიდანი აქ არის, საქართველოში. ჩვენთვის ის რიგითი ფეხბურთელია. ნაკრებში ასეთი მიდგომაა და როგორც ჩვეულებრივ ფეხბურთელს, ისე ვუყურებთ მას".

ლუის დე ლა ფუენტე კასტილიო (ესპანეთი):

"ჩემთვის დიდი პატივია კიდევ ერთხელ საქართველოში ჩამოსვლა. აქ შარშანაც ვიყავით, ვითამაშეთ და შემდეგ ევროპის ჩემპიონატზეც ვიმარჯვეთ. აქაურობა კარგად გვაქვს დაცდილი და იმედია, ახლაც ასე იქნება.

ჩვენთვის ეს ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ელიტრაუნდისთვის ვემზადებით. ახალი გუნდი გვყავს, სხვა თაობა მოვიდა. ყველა ფეხბურთელი, ვინც ნაკრებშია, თავის გუნდში კარგად თამაშობს და მომზადების კუთხით ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია.

5-6 ფეხბურთელია, ვინც გარკვეული მიზეზების გამო ამ შემადგენლობაში ვერ მოხვდა. მართალია, ამ ეტაპზე ისეთი ფეხბურთელები არ გვყავს, რომ ბრწყინავდნენ, მაგრამ გვყავს კარლეს ალენა ("ბარსელონა"), იბრაჰიმ დია ("მანცესტერ სიტი"), მანოლო გარსია ("ალავესი"), რომლებიც დიდი ალბათობით, მომავალში ესპანური ფეხბურთის ვარსკვლავებად იქცევიან".

მაარტენ სტეკელენბურგი (ჰოლანდია):

"მადლობა მინდა გადავუხადო სფფ-ს იმისთვის, რომ მოგვიწვია ამ ტურნირზე. ოქტომბერში საკვალიფიკაციო ციკლს ვიწყებთ, ჯგუფში ძლიერი გუნდები გვყავს, მაგრამ გვიხარია, რომ ამ ტურნირზე გვეძლევა შანსი, ელიტარული დონის გუნდებს გავეჯიბროთ.

ნაკრებში 21 ფეხბურთელი გამოვიძახე, საიდანაც 3 მეკარეა. ძალიან კმაყოფილი ვარ იმ გუნდით, რომელიც აქ ჩამოვიყვანე, რადგან ყველა ფეხბურთელის გამოძახება მოვახერხე, ვინც მსურდა. განწყობა მშვენიერია და პირველ გამოწვევებს ველოდებით.

ჯასტინ კლიუვერტი გამორჩეული ფეხბურთელია. ის ჯერ 17 წლისაა და ჩვენთან ერთად პირველადაა. ვარჯიშებზე ეტყობა, რომ პატრიკ კლიუვერტის შვილია, რადგან მოძრაობითა და თამაშით მამამისს გვაგონებს".

andguladze
მტერს გადაეკიდეტ თქვენ შეკრულები არიან გუნდის და ნაკრების მწვრთნელები მაგატ ხელში არარის ფეხბურთელი,უნდათ სულ არ გამოაჩენენ და ყველამ ზალიან კარგად იცის ამ ასაკის საყრდენი ბიჭები მაგრამ აზრი?
guja
მარტლა მარტო მამიკოს კობიაშვილის ჭუმბურიძის მუჯირის ფიფიას და ძმანი მისნი აი ამ ხალხმა შეკრიბა ეს ნაკრები ლოკომოტივს ძლივს შეახედეს სტადიონზე აი აქაც პოლიტიკა ხალხო დავაი ფედერაცია რაც ტქვენ მოხვედით ნაკრებებეის საქმე უკან წავიდა მოაშორეთ ყიფიანი სად იპოვეთ ტო არ გცხვენიათ რა უსუსურები ჩანდა ჩვენი ნაკრები გულები კინაღამ გადმოუვარდათ ნაქებ დინამოელებს ყველა უკან ჭასულა საცოდაობა იყო არ გაგვიმეტეს თორე უარეს დრეში ჩაგვაგდებდნნ
lomaia
ხო სიმბოლურია მამიკოს ბიჭები ითამაშებენ ყოველთვის ფეხბურთს,ვინც ნამდვილად იმსახურებს ისინი რო გამოეძახა ესე არ ამოტენიდნენ გოლებით.
ioio
რა სიმბოლურია ფრანგებს ზიდანი, ჰოლანდიელებს კლიუვერტი,ჩვენ კიდე არველაძე გვყავს დრო ბრუნდება:D:D
16-წლამდე ნაკრებმა თურქული შეკრება დაასრულა
15-წლამდე ვაჟთა ნაკრები თურქეთში მიემგზავრება
U18 | სასელექციო შეკრება რუსთავში
"ლილთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიმ" ნახევარმცველი ისევ იჯარით გაუშვა
ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ-სლემის ფინალში იასპარეზებს
"ახლა ფეხბურთელებისთვის" დროის დათმობაა საჭირო"- ლუის ენრიკე
"მაიამის ინტერმა" ახალ მთავარ მწვრთნელთან შეთანხმებას მიაღწია
მზადება დასრულდა – საქართველო ოფიციალურ მატჩში მონტენეგროს დაუპირისპირდება
[VIDEO] ჭანტურიშვილმა "რეინჯერსს" ულამაზესი გოლი გაუტანა - მისმა გუნდმა გაიმარჯვა და კონფერენს ლიგაზე გავიდა
სომხეთში ზეიმია. გოლი 90+8-ე წუთზე - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" "არარატ-არმენიამ" სძლია
[VIDEO] "იბერია 1999" "იაგელონიასთან" ისევ დამარცხდა და ასპარეზობას კონფერენს ლიგაზე გააგრძელებს
"კვარა" VS მიქაუტაძე და სხვა გამორჩეული მატჩები - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია
"იაგელონიასთან" მატჩს "იბერია 1999" შემდეგი შემადგენლობით იწყებს
ნიკა ამაშუკელი „რაგბის უდიდესი მეტოქეობის“ მესამე ტესტმატჩს განსჯის
უკრაინელი ფეხბურთელი "ჟირონადან" "აიაქსში" გადავიდა
"ნოტინგემმა" "ჩელსისგან" თავდამსხმელი 50 მილიონ ევროდ შეიძინა
"კვარას" მატჩის დღე! - მიქაუტაძეც პარასკევს და სხვა ქართველები
19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
"აქ ღმერთივით მოგექცევით" - პირს მორგანმა ხულიან ალვარესს მიმართა
მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია - ბარკოლას მომავალი თითქმის გარკვეულია
"ის და მისი ხალხი იმბეცილები არიან" - დიუგარმა ალვარესი მიწასთან გაასწორა
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
საბა ხარებაშვილი 19-წლამდელებს შეუერთდება
გიორგი ყიფიანი: "ლოკომოტივის" მთავარი მიზანი "ევროპის ზონაში" დარჩენა იქნება
რატომ ვთამაშობთ ფრეს ლანჩხუთზე პატარა ქვეყანასთან?!
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა
ირაკლი სიხარულიძე: არის რაღაც ვარიანტები, მაგრამ...
გიორგი ყიფიანმა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
მშვენიერ ქვეყანაში ვართ - 19-წლამდელთა ნაკრებების მწვრთნელთა პრესკონფერენცია
მარტენ სტეკელენბურგი "ევერტონიდან" "აიაქსში" დაბრუნდება
U19. საქართველოს ნაკრები ევროშესარჩევის პირველ მატჩში დამარცხდა [VIDEO]
[VIDEO] U19. სამი გოლი კომპენსირებულ დროში - საქართველოს ნაკრები ისლანდიასთან დამარცხდა
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
19-წლამდელთა ნაკრებმა ფინეთთან სათამაშოდ მზადება დაიწყო