თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მალე ლევან კობიაშვილისთვის ბუნდესლიგაში დაბრუნების მილოცვა მოგვიწევს
თუ სანაკრებო თამაშს არ ჩავთვლით, 29 წლის ზურაბ ხიზანიშვილმა ბურთი სამთვიანი პაუზის შემდეგ პირველად გააგორა. ჩვენებურს "რედინგის" ისლანდიელი მცველის, ივარ ინგიმარსონის საზარდულის ტრავმა დაეხმარა, ზურაბი ერთ-ერთ აუტსაიდერ "კრისტალ პალასთან" შეხვედრაში 68-ე წუთიდან ჩაერთო. ეს თამაში კი ნამდვილი დრამა გამოდგა, რომელიც საბოლოოდ 3:3 დასრულდა.

ტურის დღეს საქართველოს ნაკრების კაპიტანი კახა კალაძე 33 წლის გახდა, მისი "ჯენოა" "კატანიას" ეწვია და მატჩი 9 კაცით და მარცხით დაასრულა - 1:2. "კალჩო მერკატომ" იუბილარ ქართველს 5,5 ბალი დაუწერა, თუმცა "სპორტ მედიასეტმა" მას "ჯენოას" მცველთა შორის საუკეთესო შეფასება - 6,5 ბალი მისცა. სერია ბ-ში "ემპოლი" კლავ ლევან მჭედლიძის გარეშე გადის ფონს ("ჩიტადელას" 2:0 მოუგო), ჩვენებური ტრავმირებულია.

თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ჩვენ მალე მოგვიწევს ლევან კობიაშვილისთვის ბუნდესლიგაში დაბრუნების მილოცვა. ყოველ შემთხვევაში მისი "ჰერტა" (რომელიც 49 ქულით ერთპიროვნული ლიდერია) ამის დაწერის საბაბს გვაძლევს - ბერლინელებმა აახენში "ალემანია" 5:0 მოსრეს. კობიაშვილმა 90 წუთი ითამაშა, ბურთს 60-ჯერ შეეხო და 35 პასიდან 25 გამოუვიდა. "შპორტალმა" ჩვენ თანამემამულეს 3-იანი დაუწერა. აი, ალექსანდრე იაშვილის "კარლსრუეს" საქმეები კი ძალიან ცუდადაა, ქართველი კაპიტნის გუნდმა შინ 1:4 წააგო "ინგოლშტადთან". იაშვილი, რომელიც გამოკვეთილი ფორვარდის პოზიციაზე თამაშობდა, ყვითელი ბარათით თუ "გამოირჩა", მისი გუნდი კი 23 ქულით ოდენ მე-16-ეა.

ძალიან სუსტი გუნდი ჰყავს მერაბ ჟორდანიას. ქართველი პრეზიდენტის "ვიტესი" აუტსაიდერთა შორის "ტრიალებს", შაბათს კი არაფრით გამორჩეულ "ჰერაკლესთან" 1:6 წააგო. გურამ კაშიას, ალბათ, კარგა ხანს ემახსოვრება ეს მატჩი, რომელშიც პენალტი "აიკიდა", შემდეგ ავტოგოლი გაიტანა და ბოლოს თავურით სტუმრებს ნამუსი მოწმინდა.

საფრანგეთის ლიგა 2-ში გიორგი მაკარიძე სათადარიგო იყო, მისმა "ლე მანმა" კი შინ ქულები დაკარგა "სედანთან" - 1:1. "ლე მანი" 42 ქულით მაინც ერთპიროვნული ლიდერია.

მოლდოვაში დუბლით გამოიჩინა თავი ჩემპიონატის ლიდერ "დაჩიას" ლიდერმა ლევან კორღალიძემ, რომელმაც "ტირასპოლს" ჯერ თავით გაუტანა პირველივე ტაიმში, შემდეგ (ასევე პირველ ტაიმში) კი პენალტი შეაგდო, "დაჩიამ" ეს თამაში 2:0 მოიგო. ლევანი მატჩის მიწურულს შეცვალეს, დავით გამეზარდაშვილმა კი შეუცვლელად ითამაშა. ტურის ცენტრალურ მატჩში ვაჟა თარხნიშვილის "შერიფმა" 1:0 დაამარცხა "ზიმბრუ", თარხნიშვილმა შეუცვლელად ითამაშა. "შერიფი" 51 ქულით მეორეა და "დაჩიას" 4 ქულით ჩამორჩება.

აზერბაიჯანში კახა ცხადაძის "ინტერი" შინ 1:3 დამარცხდა "ხაზართან". მასპინძელთა შორის სასტარტოში იყვნენ გიორგი ლომაია და ილია კანდელაკი, კახაბერ მჟავანაძე კი თამაშის მიწურულს გამოჩნდა.

წუხელ საბერძნეთში დავით კვირკველიას დებიუტი შედგა - ქართველმა სასტარტოში ითამაშა "პანიონიოსისა" და "ოლიმპიკოსის" მატჩში, რომელიც 1:1 დასრულდა. ზოგიერთ ბერძნულ წყაროს თუ დავუჯერებთ, კვირკველიამ მარცხენა ნახევარმცველად ითამაშა. სხვათა შორის, კვირკველიას დებიუტი აქამდე იმიტომ დაგვიანდა, რომ ჩვენებურს თამაშის უფლებას არ აძლევდნენ, კლუბი ფიფაში ჩივილსაც კი აპირებდა, როცა იქიდან კვირკველიას ტრანსფერზე თანხმობა მივიდა. გიორგი შაშიაშვილმა 90 წუთი ითამაშა, მისმა "ერგოტელისმა" აეკ-თან კი შინ 2:3 დათმო.

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"