ალეგრის სჯერა, რომ "იუვე" "სევილიას" სტუმრად დაამარცხებს
მიუხედავად იმისა, რომ სერია A-ს სატურნირო ცხრილში "იუვენტუსი" პირველ ადგილზეა, იტალიელი საფეხბურთო ჟურნალისტები და ექსპერტები ტურინულ გრანდს მაინც ხშირად აკრიტიკებენ.

"იუვეს" უკვე ორი წაგება აქვს ჩემპიონატში და რომ არა კონკურენტების მეტად არასტაბილური ასპარეზობა, ლიდერის პოზიციაზე ვერც იქნებოდა. ამასთან, "იუვეს" უჭირს ჩემპიონთა ლიგაზე, რაც "ლიონთან" ტურინულმა მატჩმაც დაადასტურა. "ვეკია სენიორა" მეორე ადგილზეა და "სევილიას" ჩამორჩება, რომელსაც ასევე ვერ მოუგო სააკუთარ კედლებში.

სერია A-ს გასულ ტურში, "იუვენტუსმა" "კიევოს" სძლია, მაგრამ ვერც ვერონაში აჩვენა დამაჯერებელი თამაში - მატჩი ორმხრივ იერიშებში წარიმართა და "კიევოს" ნამდვილად შეეძლო მინიმუმ ქულის აღება. იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტებმა სანაკრებო პაუზით ისარგებლეს და "იუვეს" მთავარ მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრის აქტუალურ თემებზე კომენტარი სთხოვეს.

"კიევოსთან" მატჩი

წინააღმდეგი არ ვიქნები, თუ კი ყველა მატჩს მინიმალური სხვაობით მოვიგებთ და არც იმაზე ვინერვიულებ, თუ მოგებულ შეხვედრებში ნაკლებად შთამბეჭდავ ფეხბურთს ვაჩვენებთ. მაგრამ, კარგად მესმის, რომ ცუდი თამაშით შეუძლებელია ყველა მატჩის მოგება.

ამიტომ, "კივოსთან" პაექრობაში მომეწონა შედეგი, მაგრამ არა თამაში. ზედმეტად ხშირად ვკარგავდით ცენტრში ბურთს და არაფექტურად ვიყენებდით პრესინგს. მეტი მოძრაობაა საჭირო, რგოლებს შორის კავშირი კი არ უნდა ირღვეოდეს. შეგვიძლია ვთქვათ თუ არა, რომ გუნდი არაა ოპტიმალურ ფორმაში? - ამ "იუვენტუსს" რომ გაცილებით უკეთ შეუძლია თამაში, ეს ყველამ ვიცით და დარწმუნებული ვარ, რომ უკვე მომდევნო შეხვედრაში სულ სხვა გუნდს ვიხილავთ.

სუსტი რგოლი

არის თუ არა ნახევარდაცვა გუნდის ყველაზე სუსტი რგოლი? - ზოგადად, "იუვენტუსში" ყველა რგოლი თანაბრად კარგად არის დაკომპლექტებული, მაგრამ ამ ეტაპზე, ვადასტურებ რომ ნახევარდაცვაში გვაქვს პრობლემები.

სტურარო და ლემინა არ არიან ოპტიმალურ ფორმაში, ასამოამ და მარკიზიომ კი მძიმე ტრავმები მოიშუშეს. მირალემ პიანიჩს მეტი შეუძლია და დარწმუნებული ვარ, რომ მოუმატებს. შუახაზში გვაქვს პრობლემები და ამიტომ, ხშირად ვკარგავთ ბურთს, მაგრამ ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ.

საკადრო პრობლემები

ტრავმებმა დიდი პრობლემები შეგვიქმნა. შეტევაში პაულო დიბალა გვაკლია, ნახევარდაცვაზე უკვე ვთქვით, დაცვაში კი ანდრეა ბარძალი და ჯორჯო კიელინი გვყავს დაშავებული. რაც არ უნდა გრძელი სათადარიგოთა სკამი გქონდეს, ამდენი წამყვანი ფეხბურთელის არყოფნა, გუნდზე აუცილებლად აისახება უარყოფითად. როდესაც რგოლებს შორის კავშირზე ვსაუბრობ, ამ მხრივ, დიბალა უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია.

პაულო სწორედ თავდასხმასა და ნახევარდაცვას შორის მოძრაობს, რითაც აკავშირებს ამ რგოლებს და თამაშს უფრო მობილურსა და მოქნილს ხდის. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი ფიგურაა ხუან კუადრადო, თუმცა ის უფრო ეფექტური ფლანგზეა, ვიდრე ცენტრში. იმედი მაქვს, დაშავებული ფეხბურთელები მალე დაბრუნდებიან.

ჩემპიონთა ლიგა

ჩემპიოპნთა ლიგაში თამაში უფრო რთულია, ვიდრე სერია A-ში და ეს არაერთხელ დავინახეთ. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია დიდი წარმატების მიღწევა როგორც ეროვნულ ჩემპიონატში, ისე საერთაორისო სარბიელზე. ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება მნიშვნელოვანია და ამიტომ, სევილიაში სამი ქულის მოსაპოვებლად ჩავალთ.

"სევილიასთან" გასვლაზე მოგება ურთულესია, მაგრამ ჩვენ ამის ძალა შეგვწევს. ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, "იუვენტუსი" ფავოროტთა შორის სახელდება და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გულშემატკივართა იმედები გავამართლოთ.

საამაყო მე-600

"კიევოსთან" შეხვედრა ჯანლუიჯი ბუფონისთვის საიუბილეო იყო, რადგან მან მე-600 მატჩი გამართა სერია A-ში. ამ კომპონენტში, მას მხოლოდ 3 ფეხბურთელი უსწრებს: ფრანჩესკო ტოტი (607), ხავიერ ძანეტი (615) და პაოლო მალდინი (647). შესაბამისად, 38 წლის ბუფონი პირველია მეკარეებს შორის და უსწრებს თვით დინო ძოფს და ენრიკო ალბერტოზის. ამ თემაზე ბუფონმა მოკლე კომენტარი გააკეთა:

"არ მავიწყდება, რომ სერია B-ში 37 მატჩი მაქვს ჩატარებული და ის შეხვედრები შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. მაშინ, "იუვენტუსს" განსაკუთრებულად უჭირდა, თითოეულ თამაშს კი სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. ვამაყობ რომ სერია A-ში 600 მატჩი ვითამაშე და ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული".

ვიტსელი: "იუვენტუსში" გადავალ

ჟურნალისტებთან საუბარში "ზენიტის" ნახევარმცველმა აქსელ ვიტსელმა პირდაპირ განაცხადა, რომ მისი მომდევნო გუნდი "იუვენტუსი" იქნება, საკითხავი კი მხოლოდ ისაა, როდის გადაბრგდება ბელგიელი ნახევარმცველი ტურინში:

"დღეს, მხოლოდ "ზენტის" თამაშებზე ვარ კონცენტრირებული, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული და ჩემი კარიერის რიუსული ეტაპიც სრულდება. დიახ, "იუვენტუსში" გავაგრძელებ კარიერას, თუმცა ჯერ არ ვიცი, როდის გადავბარგდები ტურინში - შესაძლოა, ეს იანვარში მოხდეს, ან ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში".

ბოლო დღეებში, აქტიურად ვრცელდება ცნობები, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, "იუვენტუსის" მესვეურები ხამეს როდრიგესის გადაბირებას შეეცდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
ალეგრი კედელზე მუშტებს ურტყამდა - რატომ აკვირდება "ნაპოლი" კვერნაძეს?
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
უარი რუსების 20-მილიონიან წინადადებას - "ნაპოლი" არგენტინელ ფეხბურთელს იმატებს
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
ალეგრის კოვზი ნაცარში ჩაუვარდა - ხილა "მილანში" გადავიდა და მასიმილიანო უკმაყოფილო დარჩა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ლანგს ურთიერთობა ალეგრისთანაც აერია და ბოდიშის მოხდა მოუწია
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
"ჩემპიონთა ლიგის მოგებაღა გვჭირდება. ვნახოთ, რამდენად შეასრულებს ჩემს მოთხოვნას" - დე ლაურენტისმა ალეგრიზე ისაუბრა