მას შეეძლო პერუს ნაკრებში ეთამაშა
იტალიის ნაკრები ორი მატჩისთვის ემზადება: 12 ნოემბერს, ლიხტენშტაინს ესტუმრება მუნდიალის შესარჩევი ეტაპის ეგიდით, ხოლო სამი დღის შემდეგ გერმანიას უმასპინძლებს ამხანაგურად.

"სკუადრა აძურას" მთავარმა მწვრთნელმა ჯამპიერო ვენტურამ იმ 28 ფეხბურთელის გვარი დაასახელა, რომლებსაც ამ შეხვედრებში დაეყრდნობა, თუმცა მოგვიანებით განაცხადში არაერთი ცვლილების განხორციელება მოუხდა. დაცვაში ანდრეა ბარძალი დავიდე ასტორიმ ჩაანაცვლა, ნახევარდაცვაში კლაუდიო მარკიზიოს ნაცვლად რობერტო გალიარდინი იხმეს, შეტევაში კი დაშავებული მანოლო გაბიადინი ჯანლუკა ლაპადულამ შეცვალა. "მილანის" 26 წლის თავდამსხმელისთვის ეს პირველი გამოძახებაა იტალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.

მიმდინარე სეზონში, ლაპადულამ მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა და "მილანში" მცირე სათამაშო დრო ეძლევა. სამაგიეროდ, გასული სეზონი იყო მისთვის წარმატებული, რადგან სერია B-ში 44 შეხვედრა გამართა და "პესკარას" მაისურით 30 გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ ლაპადულას პერუელი დედა ჰყავს და შეეძლო, რომ არჩევანი პერუს სასარგებლოდ გაეკეთებინა. იქამდე, სანამ მისით იტალიის ნაკრების მწვრთნელი დაინტერესდებოდა. ლაპადულას პერუდან ჰქონდა შეთავაზება და კოპა ამერიკაზე თამაშის პერსპექტივა, თუმცა ფეხბურთელმა მოცდა ამჯობინა და იტალიის ნაკრებში თავის შანსს დაელოდა.

ბედნიერმა ფორვარდმა "გაძეტა დელო სპორტს" შემდეგი კომენტარი მისცა:

"საოცარი კვირა მქონდა, რადგან ჯერ "მილანში" გავიტანე სადებიუტო გოლი, შემდეგ კი იტალიის ნაკრებიდან მივიღე მიწვევა. ეს საოცარი შეგრძნებაა, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ერთი წლის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო. მინდა ვენტურას მადლობა გადავუხადო გამოცხადებული ნდობისთვის, გულშემატკივარს კი დავპირდე, რომ ეროვნული ნაკრებისთვის თავს არ დავზოგავ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
გატუზომ იტალიის ნაკრები დატოვა
[PHOTO] იყო თუ არა დონარუმას საქციელი არაადეკვატური და რა მოხდა პენალტების სერიისას?
"ლესტერი" "სპორტინგიდან" და სერია B-ს კლუბიდან ფორვარდების დამატებას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
"მაღარიჩიც" ასეთი უნდა - ბოსნიელი ფეხბურთელი 60 469 გულშემატკივარს ლუდზე დაპატიჟებს
ევროუქმეების ფაქტები და ციფრები: "ლაიპციგი" ევროპის ტოპ-გუნდია!