მინდა გავახარო მკითხველები, რომ არ დალეულა პატრიოტი და ფეხბურთის მოყვარული კაცები საქართველოში!
მინდა გავახარო "ლელოს" მკითხველები, რომ არ დალეულა პატრიოტი და ფეხბურთის მოყვარული კაცები საქართველოში!

გურული მიშა გოგოტიშვილის შესახებ, რომელმაც ლანჩხუთის რაიონის სოფელ გულიანს ოფიციალურად დაუბრუნა მის მფლობელობაში არსებული სტადიონი, ამას წინათ "ლელოს" კორესპონდენტმა მერაბ მამულაშვილმა გამცნოთ. "ლელოშივე" ეწერა ჩაქვთან მდებარე ლამაზი სოფლის, საჩინოს კოხტა სტადიონის შესახებ, რომელიც ამჟამად რუსეთში მცხოვრები ქალბატონის, ირმა ჩელებაძის საკუთრებაში იყო და გაქრობა ემუქრებოდა.

- ინფრასტრუქტურა: ვინ გვართმევს საჩინოს?

მოვიძიე ქალბატონ ირმას ტელეფონი და ყაზანში დავუკავშირდი. ყურმილი მისმა მეუღლემ, ბატონმა მალხაზ კაკაბაძემ აიღო. სტადიონის თემას რომ შევეხეთ, ძალზე ემოციური საუბარი გამოგვივიდა და მივხვდი, რომ მალხაზ კაკაბაძის გულში არ ჩამქრალა საქართველოს სიყვარული. მეტიც - სამშობლოს მონატრებული კაცი ყაზანიდან გვეფერებოდა. აი, რა ბრძანა მან:

"მე საჩინოში ვცხოვრობ, სტადიონის თავზე. მიწა ჩემი მეუღლის საკუთრებაშია. თავიდანვე მინდოდა სტადიონის კეთილმოწყობა და გასახდელების გაკეთება, მაგრამ გაუგებრობა მოხდა და ვერ ვნახე დაინტერესება მეორე მხრიდან. ამიტომაც აღარ დავასრულე ეს საქმე და მივატოვე.

ჩემი ცხონებული ძმა, ჯემალ კაკაბაძე, ფეხბურთელი იყო და სწორედ საჩინოს გუნდში თამაშობდა აქ, ამ მინდორზე და სტადიონს როგორ გავაუქმებ და ჩემს თანასოფლელებს უფეხბურთოდ როგორ დავტოვებ?!

მე რუსეთში ვსაქმიანობ, საქართველოში დეკემბერში ჩამოვალ და თუ სოფლისა და რეგიონის ხელმძღვანელების მხრიდან დაინტერესება იქნება, მზად ვარ, თანხები გავიღო, ახალი გასახდელებიც ავაშენო და საჩინოს სტადიონიც კეთილმოვაწყო".

ეს ინფორმაცია მყის მივაწოდე აჭარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ირაკლი თოთლაძესა და საკრებულოს ხელმძღვანელ ედნარ სურმანიძეს, რომელთაც სიხარული ვერ დამალეს და სტადიონის კეთილმოწყობაში ბატონ მალხაზს ფინანსურადაც და ფიზიკურადაც მხარში ამოდგომას დაჰპირდნენ!

ასე რომ, საჩინოში ისევ გვექნება სტადიონი, კიდევ უფრო კეთილმოწყობილი და გალამაზებული და ადგილობრივების გარდა, ზაფხულში შეკრებაზე ჩამოსული გუნდებიც იბურთავებენ!

მამუკა კვარაცხელია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

odala
გრუზინების გაკეთებული საქმე არ გაიშვა. ჩამოვა კაცი და ისევ უკან გააქცევენ თავისი არაპროფესიონალობით.
დინამო
ამ ამბის ბოლო როგორ იქნება გეტყვით წინასწარ, ის კაცი ჩამოვა აქაური ჩინოსნები მოთხოვენ მაყუთს და გააქცევენ აქედან და.... იმინა ჯადო გვაქვს რა :(
გიგა
გაგახარათ ღმერთმა.
ლუკა
ჭირი იქა, ლხინი აქა.
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
12 წლის წინ პადოკში საბურავების გროვით შეაპარეს, დღეს კი ანტონელი ფორმულა 1-ის ჩემპიონია
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ბექა ბურჯანაძე კარიერას ესპანურ "კახა 87"-ში გააგრძელებს
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
მარკის რიდის კარგი თამაში და "ბაჰჩეშეჰირის" გასვლითი გამარჯვება ევროთასზე
მერკვილაძის 17 ქულა ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში - "გრონინგენის" გამარჯვება ხორვატიაში
საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს
ტრავმირებული ბართიშვილი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩებს განსჯიან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
ნიონში ქალთა ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა
რუსეთის საფეხბურთო კავშირის გენერალური მდივნის თქმით, FIFA-სა და UEFA-ს პრეზიდენტები რუსეთში ჩასვლის მზადყოფნას გამოთქვამენ
პსჟ-მა "ვილიარეალის" განადგურებით ჩემპიონთა ლიგაზე 2 რეკორდი დაამყარა
კვერნაძეს 5-ჯერ გაზრდილ ხელფასს სთავაზობენ - რას გადაწყვეტს ქართველი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის წინ?
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის შემცვლელი კანავარო თანამდეობას ტოვებს
"ფენერბაჰჩეს" მწვრთნელად ემრე ბელოზოღლუ დანიშნეს