ბულგარულ ბურგასში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ნიკოლა პეტროვის სახელობის მემორიალი გუშინ დამთავრდა, თუმცა ბოლო შედეგები უცნობია
ბულგარულ ბურგასში გუშინ დამთავრდა ნიკოლა პეტროვის სახელობის მემორიალი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. სამწუხაროდ, ჩვენი გუნდის გამოსვლაზე სრულად ვერ მოგახსენებთ - გუშინდელი შედეგები არ ვიცით, პარასკევსა და შაბათს კი ბეგი დარჩიას შეგირდებმა ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაო მოიპოვეს. ვიცე-ჩემპიონი ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია (74) გახდა, მესამე საპრიზო ადგილებზე კი ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი სოსო ჯაბიძე (96) და დიმიტრი ჯავახიშვილი (120) გავიდნენ,

სამწუხაროდ, სოსო ჯაბიძესთან დაკავშირებით შეცდომაში შეგვიყვანა ტურნირის ოფიციალურმა საიტმა, რომელმაც პარასკევს მესამე პრიზიორთა შესახებ არაფერი გვაცნობა - მხოლოდ ფინალურ წყვილებზე დაწერა, სრული შედეგები კი შაბათს გვაახლეს. ახლა უკვე დანამდვილებით შეგვიძლია თქმა, რომ საკვალიფიკაციო ეტაპზე ამერიკელ რობ შმიტს მოუგო, ძირითად ბადეში კი პირველივე შეხვედრა წააგო ბერძენ გიორგიოს კოუცუბასთან. საბედნიეროდ, ბერძენი ფინალში გავიდა და ჯაბიძეც სანუგეშო წრეში გადავიდა, სადაც პირდაპირ ბრინჯაოსთვის იჭიდავა - საკმაოდ ძლიერ რუმინელ ალინ ალექსუსთან და ორ პერიოდში აჯობა ერთნაირი ანგარიშით - 3:0.

ჯავახიშვილი პირველივე წრეში დამარცხდა მომავალ ფინალისტთან, თურქ ნიგარ ბაირამთან. სამაგიეროდ, სანუგეშო წრეში მოიგო ორი შეხვედრა - მოლდოველ ანატოლი მოლდოვანს ძირითად დროში სძლია (4;0; 1:0), ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ბულგარელ მიროსლავ მეთოდიევთან კი დამატებითი დრო დასჭირდა. პირველი პერიოდი ჩვენებურმა 0:1 დათმო, მაგრამ მერე იმავე ანგარიშით თვითონ იმარჯვა და ბრინჯაოსაც დაეუფლა.

გუშინ ბურგასულ ლეიბზე კიდევ სამი ჩვენებური ჭიდაობდა - ლაშა გოგიტაძე (55), არჩილ თურმანიძე და ანტონ მამაგეიშვილი (66). სამწუხაროდ, ბულგარული საიტები მათ შესახებ არაფერს იუწყებიან - კვლავაც მხოლოდ თავიანთ ფალავნებზე წერენ, თუმცა ეს ჩვენებურთა მარცხს რომ არ ნიშნავს, ჯაბიძის მაგალითმაც დაგვარწმუნა.

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"