დოჰაში მოჭადრაკე ქალთა ფიდეს გრან-პრის მე-6 ეტაპზე ქართველმა დიდოსტატმა ორგზის ევროპის ჩემპიონ პია კრამლინგთან წააგო

დოჰაში მოჭადრაკე ქალთა ფიდეს გრან-პრის მე-6 ეტაპზე ზედიზედ მესამე პარტია წააგო გათამაშების ერთ-ერთმა ფავორიტმა ნანა ძაგნიძემ. ამჯერად იგი ორგზის ევროპის ჩემპიონ პია კრამლინგს (შვედეთი) დანებდა. რა მოსდის ნანას, ვერაფრით აგვიხსნია. მით უმეტეს, რომ ყატარში მას თან ახლავს მწვრთნელი ადრიან მიხალჩიშინი. გუშინ ტურნირზე დასვენების დღე იყო. იმედია, ქართველი დიდოსტატი თავის შეცდომებს გააანალიზებდა, დაისვენებდა და დღეიდან ძალების მობილიზაციით შეეცდება დანაკლისის ანაზღაურებას.

ზედიზედ მე-5 გამარჯვება იზეიმა სომეხმა ელინა დანიელიანმა, რომელიც, ეტყობა, მართლაც გულდასმით მოემზადა ამ ტურნირისთვის და პირველობას უმიზნებს. მან 2006-2008 წლების მსოფლიოს ჩემპიონ სიუ იუჰუას (ჩინეთი) სძლია. ყატარში გამარჯვების შემთხვევაშიც იგი საბოლოოდ ძაგნიძის კონკურენტი მაინც ვერ იქნება, რადგან წინა სამ ტურნირში 223,33 ქულა აქვს მოგროვებული (სტამბოლში-120, ნალჩიკში-10, ჯერმუკში-93,33). დოჰაში 160 ქულაც რომ აიღოს, მაშინ სამი საუკეთესო შედეგის ჯამით მხოლოდ 373,33 ქულა უგროვდება. ძაგნიძეს კი ამჟამად 390 ქულა აქვს და საერთო ჩათვლაში მეორეა ჩინელი ჰოუ იფანის შემდეგ. მთავარია, ინდოელი ჰამფი კონერუ არ გავიდეს პირველ-მეორე ადგილებზე. მე-5 ტურში იგი ფრანგ მარი სებაგს დაუზავდა. ასევე ყაიმზე შეთანხმდნენ: მაია ჩიბურდანიძე-ჟუ ჩენი, ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი)-მარტა ფიერო (ეკვადორი), ბათჰუიაგ მონგონთუული (მონღოლეთი)-ლილით მკრტიჩიანი (სომხეთი).

სატურნირო მდგომარეობა 5 ტურის შემდეგ: დანიელიანი-5, კრამლინგი, სებაგი, ფიერო-3, კონერუ, ჩიბურდანიძე-2,5-2,5 ძაგნიძე, სტეფანოვა, სიუ იუჰუა, ჟუ ჩენი-2-2, მკრტიჩიანი, მონგონთუული-1,5-1,5 ქულა.

დღეს მე-6 ტურში ითამაშებენ: ძაგნიძე-სიუ იუჰუა, მკრტიჩიანი-დანიელიანი, ჟუ ჩენი-მონგონთუული, კონერუ-ჩიბურდანიძე, ფიერო-სებაგი, კრამლინგი-სტეფანოვა.

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა