ინტერვიუ ვიქტორ სანიკიძესთან

საქართველოს ნაკრები ავსტრიიდან 20 ივლისს, გამთენიისას დაბრუნდა, ერთი დღე დაისვენა და 21 ივლისიდან მზადებას სპორტის სასახლეში შეუდგა. 23-25 ივლისს ქართველები თბილისში საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებენ. შეჯიბრებაში მონაწილეობისთვის უკრაინა, ბელარუსი და რუმინეთი ჩამოვლენ. 25 ივლისს ტურნირის ბოლო მატჩია, რის შემდეგაც იგორ კოკოშკოვის შეგირდები ვარჯიშს სპორტის სასახლეში განაგრძობენ, ხოლო 2 აგვისტოს პოლონეთის ნაკრებს დაუხვდებიან.

ეროვნულ გუნდს ავსტრიაშივე შეუერთდა თორნიკე შენგელია, რომელსაც ორ საკონტროლო შეხვედრაში არ უთამაშია, თუმცა თორმეტეულის წევრად მოიაზრება. კოჭის ტრავმას იშუშებს გიორგი ცინცაძე, ხოლო ვლადიმერ ბოისა... სლოვაკეთთან მატჩის შემდეგ სლავების მთავარი მწვრთნელის, რონ ფრანტიშეკის ვიდეოინტერვიუ ვნახე. მისი ნაუბარი არ მესმოდა, თუმცა უფრო საინტერესო უკანა პლანის სურათი იყო - საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი ჯეისონ სტაუდტი სამოქალაქო ტანისამოსში გამოწყობილ ტანმაღალ კალათბურთელს ელაპარაკებოდა. იგი ვლადიმერ ბოისას მივამსგავსე... თუმცა, საქართველოში დაბრუნებული ნაკრების წევრებისგან შევიტყვე, რომ ვოვა სლოვაკეთში არ ჩასულა. არადა, ის ახალგაზრდა ვლადიმერ ბოისას ძალიან ჰგავდა. როგორც შევიტყვეთ, იგი მუხლს ჯერაც მკურნალობს.

ქუინტონ ჰოსლიმა და ტორინ გრინმა თბილისში ჩამოსვლისთანავე საქართველოს პასპორტები რომ მიიღეს, ჩვენს მკითხველს კარგად მოეხსენება. ნაკრების შესახებ ვრცლად ხვალინდელ ნომრში მოგითხრობთ - დღეს ეროვნული გუნდი ღია ვარჯიშს გამართავს...

მანამდე სანაკრებო ამბებზე სალაპარაკოდ შარშანდელ სეზონში ეროვნული გუნდის ბომბარდირ ვიქტორ სანიკიძეს დავუკავშირდით.

- ტრავმის გამო მოსამზადებელი ციკლის რამდენიმე დღე გაგიცდა...

- მუხლსზემოთა კუნთი გაჭიმული მეგონა. ერთი-ორი დღე დავისვენე და ვარჯიში განვაგრძე, თუმცა ისევ ამტკივდა და სურათის გადაღება გადავწყვიტეთ. კუნთის მცირე ნაწილი გაწყვეტილი აღმოჩნდა, თუმცა ტრავმა სერიოზული არ იყო, კიდევ 2 დღე დავისვენე და ტკივილმაც გამიარა.

- ახლა მწყობრში ხარ?

- დასვენება უნგრეთთან მატჩამდე მომიწია. მას მერე სრული დატვირთვით ვვარჯიშობ, ფეხიც აღარ მაწუხებს. სასურველ ფორმაში არ ვარ, თუმცა ვიმედოვნებ, კონდიციების აღდგენას აგვისტომდე მოვასწრებ.

- უნგრეთის ნაკრებთან მოედანზე მაინც გახვედი...

- სხვათა შორის, ტრავმის შემდეგ სრული დატვირთვით პირველად სწორედ უნგრეთში ვირბინე. მწვრთნელმაც ცოტა მათამაშა.

- სლოვაკეთ-უნგრეთთან დაპირისპირებებზე რისი თქმა შეგიძლია?

- იმ შეხვედრების მიხედვით თამამი დასკვნების გამოტანა ძნელია. სლოვაკეთთან და უნგრეთთან დაპირისპირებებს გამოსაცდელი ხასიათი ჰქონდა - მწვრთნელებმა ყველა კალათბურთელს მისცეს თაის გამოჩენის საშუალება. სლოვაკეთთან მატჩისთვის გუნდში 16 კალათბურთელი ვიყავით, მწვრთნელმა მხოლოდ ორი კალათბურთელი დაასვენა, დანარჩენებმა ითამაშეს.

ინტერვიუ სრულად იხილეთ 22 ივლისის "ლელოში"...

რა მნიშვნელობა ააქვს
ადამიანი რომელსაც ფეხბურთში არაფერი ესაქმება
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა