თუ რატომ დატოვა ლევან ჯოხაძემ გუნდი, ამაზე მან Sportall.ge-სთან ისაუბრა
პირველი ლიგის გარდამავალი ჩემპიონატის მე-16 ტურის შეხვედრაში, ცხინვალის "ლიახვი" ხობის "კოლხეთის" (2:2) წინააღმდეგ მოედანზე ლევან ჯოხაძის ნაცვლად, გიორგი ქავთარაძემ გაიყვანა. თამაშის წინა დღეს მთავარი მწვრთნელი თანამდებობიდან გადადგა.

თუ რატომ დატოვა ჯოხაძემ გუნდი ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე, ამაზე მან Sportall.ge-სთან ისაუბრა.

"მივიღე გადაწყვეტილება, რომ დარჩენილ შეხვედრებში აღარ შემესრულებინა მთავარი მწვრთნელის მოვალება.

გადაწყვეტილება განპირობებულია იმ ატმოსფეროთი, რომელიც გუნდში სუფევს. მიმდინარე ჩემპიონატში, კლუბის ხელძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება გაეშვა წამყვანი ფეხბურთელები და ახალგაზრდებით გასულიყო ფონს. ამას დაემატა ის ფაქტი, რომ პირველ ლიგაში არის უმძიმესი პრობლემები, სუფევს სრული განუკითხაობა, პრობლემებია ჩაწყობილ თამაშებთან დაკავშირებით. სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ რამდენიმე კლუბს ამის გამო სანქციებიც დაუწესა.

ძნელია, როცა მთავარი მწვრთნელის რანგში სადებიუტო სეზონს ატარებ, მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრობ, ამ დროს კი შენს ირგვლივ მსგავსი ფაქტები ხდება.

"ლიახვთან" კონტრაქტი დეკემბრამდე მაქვს და ის ძალაში რჩება, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, მწვრთნელის მოვალეობებს აღარ შევასრულებ. მოვალეობს აღარ შეასრულებს მეკარეების მწვრთნელი ზურაბ ბათიაშვილიც. გუნდზე პასუხისმგებლები ჩვენ აღარ ვართ", - გვითხრა ჯოხაძემ.

ლევან ჯოხაძემ, რომელიც გასულ სეზონში მთავარი მწვრთნელის ასისტენტის რანგში ჩემპიონი გახდა, მთავარი მწვრთნელის პოსტი მალხაზ ჟვანიას წასვლის შემდეგ დაიკავა.

beqa
უფროსობამ შარშან გუნდი ვერ გადმოიყვანა უმაღლესი არადა ჩემპიონები გახდნენ. ასეტი კაცი ახლა ალბათ ზის და ფულს აკეთებს. მოვიტხხოვ ფედერაციისგან შეისწავლოს თამაშები და ყველა დასაჯონ ვინც უმსგავსობას ჩადის და გულშემატკივარს სულშI გვაფურთხებენ. მწვრტნელი ტყუილად არ წამოვიდოდა რაღაც ხდება შინგნით
gorgo
სამგურალს რომ ახსენებ ბოდისჰი მოიხადე ვიგაც ხარ.სამგურალი სუპტად ტამასჰობს და ნუ სცხებტ ჩირქს
QWERTY
კობიაშვილი, იაშვილი,მუჯირის შექმნილი ფედერაცია :) მუშაობენ ბიჭები, მუშაობენ.
toto
მართალია ეგ კაცი ფეხბურთელები და უფროსობა თამაშებს ყიდიან იმიტიმ გაუშვეს ნეტა ფედერაცია რას შვრება ან ლიახვი -ხონი ნახონ ან ლიახვი სამგურალი
lado
Sheidzleba yvela tamasshi 6 da 7 goli gadiodes sad gagonila egeti ragac.. yvela chartulia totalizatorshii.. pederacias dzinavss.. saxalxod unda gamoiyvano eseni da ise unda dasajo.. stadionze misul xalxs nachars ayrian tvalebshii.. ketili inebet jurnalistebma da xma amoigett... 90 procenti pirvel ligashi gaketebuliaa...
guro
რაღაც ცუდი რომ ხდება ამ კლუბში ფაქტია, მწვრთნელი ტყუილად არ წამოვიდოდა თან ასეთ დროს. საეჭვოდ აგბდნენე დიდი ანგარიშებით. სწორი გადაწყვეტილებაა სიბინძUრეს გაერიდა კაცი
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"