მახაჩყალური კლუბი მზადაა 33 წლის იტალიელი ნახევარმცველის სანაცვლოდ "მილანს" 10 მლნ ევრო გადაუხადოს

მახაჩყალური საფეხბურთო კლუბი "ანჟი", თავისი სატრანსფერო პოლიტიკით, კვლავ საყოველთაო ყურადღების ცენტრში ექცევა და რობერტო კარლოსის გადაბირების შემდეგ, მსოფლიოს ფეხბურთის კიდევ ერთი ვარსკლავის შეძენას ლამობს.

ამჯერად მახაჩყალელები გუნდში "მილანის" სკანდალურ ნახევარმცველს, 33 წლის ჯენარო გატუზოს და ცნობილ ბრაზილიელ ჰავბეკს, 36 წლის ჟუნინიოს იწვევენ.

დღეისთვის გატუზოს ფასი 5 მლნ ევროთი განისაზღვრება და მას იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2012 წლის ივნისამდე აკავშირებს, თუმცა, მახაჩყალელებს ეს სულაც არ აფერხებთ და მზად არიან, "მილანის" კაპიტანში გაორმაგებული ფასი - 10 მლნ ევრო გაიღონ.

საგულისხმოა, რომ თუკი გარიგება შედგა, გატუზოს სატრანსფერო ისტორიაში ეს თანხა რეკორდული იქნება, რამდენადაც 1999 წელს მასში პროვინციულმა "სალერნიტანამ" 9 მლნ ევრო მიიღო.

- "ანჟის" უახლოეს სატრანსფერო გეგმებში გატუზოს შეძენას პრიორიტეტული მნიშვნელობა აქვს, - აცხადებენ მახაჩყალურ კლუბში. - "მილანის" კაპიტანი ახლა სწორედ იმ ასაკშია, როცა კარიერის დასრულებასა და უკანასკნელ სარფიან კონტრაქტზე უნდა იფიქროს, რისი შეთავაზებაც "ანჟის" სავსებით ხელეწიფება.

მომზადებულია lifesports.ru-ის მიხედვით

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა