გომესს იტალიის ნაკრებში თამაშის იმედი ისევ აქვს
სერია "ა"-ს მიმდინარე გათამაშებაში შესანიშნავად ასპარეზობს "ატალანტა" და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილი უკავია.

ბერგამოული გუნდის ერთ-ერთი ლიდერია ალეჰანდრო გომესი, რომელმაც იტალიური ფეხბურთის გრანდების ყურადღება მიიპყრო. ბოლო დღეებში აქტიურად ვრცელდება ცნობები, რომ გომესის გადაბირებით "რომაა" დაინტერესებული და დედაქალაქელები ტრანსფერის გაჩარხვას ზამთრის სატრანსფერო პერიოდში აპირებენ.

აქვე ვთქვათ, რომ გომესის მიწვევა იტალიის ნაკრების მწვრთნელ ჯამპიერო ვენტურას სურდა, მაგრამ ეს ამბავი ფიფამ დაბლოკა - როდესაც ალეჰანდრო არგენტინის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა, მაშინ ის მხოლოდ არგენტინის მოქალაქე იყო, არ ფლობდა ორმაგ მოქალაქეობას, ეს კი თურმე უკრძალავს მას, რომ რომელიმე სხვა ქვეყნის ღირსება დაიცვას, გარდა არგენტინისა. ამ თემებზე ჟურნალისტებს თავად გომესი ესაუბრა:

"ვფიქრობ, შეგვწევს იმის ძალა, რომ ევროსაგზური მოვიპოვოთ და "ატალანტამ" საერთაშორისო სარბიელზე მოსინჯოს ძალები. შესანიშნავი გუნდი გვყავს და ჩვენ კიდევ უკეთ შეგვიძლია თამაში.

მომდევნო ტურში "რომას" ვხვდებით და ეს იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი მატჩი, რადგან შეგვიძლია საუკეთესო სამეულს კუდზე დავაჯდეთ. ბევრს საუბრობენ ჩემს "რომაში" შესაძლო გადაბარგებაზე, თუმცა დღეს ჩემთვის ეს თემა არ არის აქტუალური.

არ ვიცი, რა იქნება მომავალში, მაგრამ მიმდინარე სეზონში ჩემი გეგმები მხოლოდ "ატალანტას" უკავშირდება და მსურს, ამ გუნდის ისტორიაში, სხვებთან ერთად, მნიშვნელოვანი ფურცელი ჩავწერო. მსურს თუ არა იტალიის ნაკრებში თამაში? - დიახ, ამის დიდი სურვილი მაქვს და იმედი ჯერ კიდევ არ გადამიწურავს. ვერ ვიფიქრებდი, თუ ფიფა იტალიის ნაკრებში თამაშის საშუალებას არ მომცემდა.

მაინც მგონია, რომ ეს არაა საბოლოო ვერდიქტი და ამ საკითხის მოგვარება შეიძლება. დიდი სურვილი მაქვს, რომ იტალიის ნაკრებთან ერთად, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე ვიასპარეზო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მოლაპარაკებების პოზიტიური დასაწყისი - "იუვენტუსი" ნაგელსმანის კანდიდატურას განიხილავს
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"ყაზახეთის ლიგა საქართველოზე ძლიერი სწორედ ამიტომაა" - იონსენმა "ორდაბასიში" სასწაული მოახდინა და ჩვენს ჩემპიონატზე ისაუბრა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოთი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
[VIDEO] კვერნაძის სუპერმატჩი - "ფროზინონემ" "ლეჩე" გაანადგურა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ