კრიშტიანო რონალდოს ევროპის სანაკრებო გოლეადორობა შეუძლია
არიან გუნდები, რომელთაც ოფიციალურ მატჩებში მოგება ენატრებათ (რაღა შორს წავიდეთ...), მაგრამ არიან ისეთებიც, რომელთა დამარცხება ლამის გმირობის ტოლფასია.

"სკუადრა აძურას" ევროპულ საკვალიფიკაციოებში (იგულისხმება როგორც ევროპის ჩემპიონატი, ისე მუნდიალი) უკვე 54 თამაშია, არ წაუგია. მას მერე მოდის გუნდი, რომელსაც 33-მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდა. გამოიცნობთ, რომელი?

იტალიელთა მიღწევა იმითაც არის ღირსშესანიშნავი, რომ მათ მერე მხოლოდ ორი გუნდია, რომელთაც საკვალიფიკაციო მატჩებში დაუმარცხებელი სერია ორნიშნა რიცხვით გამოეხატებათ. ბარაქ ობამა ჯერ კიდევ სენატორი იყო, როცა "აძურამ" შესარჩევ მატჩში ბოლოს წააგო. ეს კი 2006 წლის სექტემბერში იყო. ობამამ ორჯერ მოასწრო საპრეზიდენტო ციკლის მოლევა მას მერე. 10 წლის წინათ კი სიდნეი გოვუს გოლებმა საფრანგეთში მუნდიალის ფინალის წაგებისთვის შური აძიებინა - 1:3.

ესპანეთი, ტრადიციულად, ძლიერია საკვალიფიკაციო მატჩებში, თუმცა "როხას" სერია სულ რაღაც 12-მატჩიანია. ეს სლოვაკეთის დამსახურებაა, რომელმაც 2014 წლის ოქტომბერში 2:1 დაამარცხა დელ ბოსკეს გუნდი. აი, ინგლისის ნაკრების ბოლო მარცხი შესარჩევებში უფრო ძნელი გასახსენებელია. ეს იყო 2009 წელს, როცა ბოლოს ათი კაცით მოთამაშე "სამმა ლომმა" 0:1 დათმო უკრაინასთან.

მას მერე 33 თამაშია, ინგლისს შესარჩევებში წაგება არა აქვს. ზემოთ დასმულ კითხვასაც ეპასუხა.

მიულერისა და კინის ტოლი, წინ მხოლოდ სამია

კრიშტიანო რონალდო რეკორდს რეკორდზე ამხობს. ლატვიასთან მატჩში მას ჰეთ თრიკის შესრულება შეეძლო, მაგრამ დუბლით დაკმაყოფილდა, რადგან ორიდან ერთი პენალტი ვერ გაიტანა.

ასე რომ, ახლა რონალდოს ანგარიშზე 68 საერთაშორისო გოლია. ამით რონალდოს ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე 7 გოლი (სამ მატჩში) დაუგროვდა და რობერტ ლევანდოვსკისთან (პოლონეთი) ერთად ბომბარდირთა დავას ლიდერობს. ევროპის სანაკრებო გოლეადორების ყველა დროის პრესტიჟულ ჩამონათვალში პორტუგალია-ლატვიის მერე რონალდოზე წინ მხოლოდ სამი გვარი წერია, რადგან "რეალის" ვარსკვლავი 68 გოლით (136 სანაკრებო მატჩში) გერდ მიულერსა (გერმანია) და რობი კინს (ირლანდია) გაუთანაბრდა.

რონალდოს შემდეგი სამიზნე მიროსლავ კლოზეა (გერმანია) 71 გოლით. შემდეგ კი ორი ლეგენდარული უნგრელი მოდის - 75 გოლით შანდორ კოშიჩი და 84 გოლით ფერენც პუშკაში (უნგრეთისა და ესპანეთის ნაკრებებში). ამ საკვალიფიკაციო ციკლის ბოლომდე 6 მატჩი რჩება. რონალდოს კარგი შანსი აქვს, უკვე გაისად გადაასწროს კლოზეს და თუ იყოჩაღებს, კოშიჩსაც და შემდეგ უკვე პუშკაშის რეკორდზეც გაიწევს.

სხვადასხვა

* მხოლოდ სამ ნაკრებს აქვს 4 ტურის მერე მაქსიმალური (12) ქულები: ბელგიას, გერმანიასა და შვეიცარიას. ამასთან, მსოფლიოს ჩემპიონი გერმანია უახლოეს მეტოქეს უკვე 5 ქულით უსწრებს.

* ბოლო 4 საკვალიფიკაციო მატჩში ნეიმარმა (ბრაზილია) 8 გოლში მიიღო მონაწილეობა (3 გოლი, 5 საგოლე პასი).

* ინგლისის ნაკრებმა კარში ზუსტად სამჯერ დაარტყა (სამივე თავით) და სამი გოლი გაიტანა. ასეთი რამ ნაკრებმა ბოლოს 2014 წელს შეძლო (3 დარტყმა - 3 გოლი პერუსთან).

* ინგლისის ნაკრებმა შოტლანდიას 1975 წლის მერე ყველაზე დიდი სხვაობით მოუგო. მაშინ ინგლისმა შოტლანდია 5:1 გაანადგურა.

* ინგლისელთა ბოლო 8 გოლიდან შოტლანდიელთა კარში 7 თავური იყო.

* გარეთ მაკოული (ჩრ. ირლანდია) ევროპული შესარჩევი ციკლის ყველაზე ხანდაზმული მეგოლეა - მან აზერბაიჯანს 36 წლისა და 341 დღის ასაკში გაუტანა.

* ინგლისის ნაკრები ბოლო 33 შესარჩევ მატჩში არ დამარცხებულა - 25 მოგება, 8 ფრე.

* სერჟ გნაბრი პირველი ფეხბურთელია გერმანიის ნაკრებში დიტერ მიულერის (1976) მერე, ვინც სადებიუტო მატჩში ჰეთ თრიკი შეასრულა.

* მართალია, გერმანიის ნაკრებმა სან მარინოს სტუმრად 8:0 მოუგო, მაგრამ 10 წლის წინანდელი რეკორდი ვერ მოხსნა. მაშინ ბუნდესგუნდმა სან მარინო სტუმრად 13:0 გაანადგურა.

* საფრანგეთის ნაკრებმა 2016 წელს 13 მატჩი მოიგო, რაც ამ გუნდის წლიური რეკორდის გამეორებაა.

* "ბრიუგეს" მცველი ტიმი სიმონსი ბელგიის ნაკრების ყველაზე ასაკოვანი წევრი გახდა. ის შეცვლაზე შევიდა ესტონეთთან 8:1 მოგებულ თამაშში, 39 წლის ასაკში. სიმონსის დებიუტი ნაკრებში 2001 წელს შედგა. მის ანგარიშზე 94 კეპია, მაგრამ მას 2013 წლის მერე გუნდში აღარ იძახებდნენ.

* ლუქსემბურგელმა მაქსიმ შანომ ჰოლანდიის კარი პენალტით დალაშქრა. ეს განსაკუთრებული მოვლენაა ამ ქვეყნის ნაკრებისთვის, რომელსაც აქამდე 53 წლის (!) განმავლობაში ვერ გაეტანა გოლი ჰოლანდიისთვის. ბოლოს ეს კამილ დიმერმა მოახერხა 1963 წელს.

* არიც ადურისმა ესპანეთის ნაკრების 86-წლიანი რეკორდი დაამხო - მან 35 წლისა და 275 დღის ასაკში გაიტანა ნაკრებში. აქამდე ყველაზე ხანდაზმული მეგოლე "როხაში" ხოსე მარია პენია იყო, რომელიც 50 დღით უმცროსი იყო, როცა გაიტანა (1930 წ).

* ესპანეთის ნაკრებმა 93-ე საშინაო მატჩი მოიგო საკვალიფიკაციო შეხვედრებში. ის ამ მაჩვენებლით ევროპაში პირველზე გავიდა. 92 საშინაო მატჩი აქვს მოგებული სსრკ-ის (რუსეთი) ნაკრებს.

* იოახიმ ლიოვი გახდა გერმანიის ნაკრების რეკორდსმენი მოგებების მიხედვით. სან მარინოსთან მოგება მისთვის 95-ე იყო ნაკრების თავკაცის პოსტზე. ეს ზეპ ჰერბერგერის მიღწევის გამეორებაა.

* მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე (ევროპა) ყველაზე მეტი პასი აქვს კოკეს (ესპანეთი) - 423 პასი, აქედან 380 ზუსტი. ორივე მაჩვენებელი საუკეთესოა.

* კრიშტიანო რონალდომ კლუბსა და ნაკრებში 2016 წელს 10-დან 6 პენალტი ვერ გაიტანა. აქ არ ითვლება პენალტების სერია.

* ანტუან გრიზმანმა მას მერე, რაც ნაკრებში პირველად გამოიძახეს, საფრანგეთის ნაკრების 41 თამაშიდან 39-ში მიიღო მონაწილეობა.

* გარეთ ბეილმა (უელსი) ნაკრების 7 გოლიდან 5-ში მიიღო მონაწილეობა (4 გოლი, 1 საგოლე პასი).

* ესპანეთი არ დამარცხებულა მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო 56 (!) შესარჩევ მატჩში - 43 მოგება, 13 ფრე.

* გერმანიამ სან მარინოს კარისკენ 40-ჯერ დაარტყა.

* იტალიის ნაკრების 9 გოლიდან 7 ჩირო იმობილესა (4) და ანდრეა ბელოტის (3) ანგარიშზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
BMV - "რეალის" შეტევას ახალი ზედმეტსახელი აქვს
მოურინიოს "რომა" კიდევ უფრო ძლიერდება – იტალიის ნაკრების ფორვარდი დედაქალაქურ კლუბში გადაბარგდა
ბეილი: ჩემპიონთა ლიგის ფინალი 5:0 დასრულდება
ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი გოლი - გრიზმანმა მესის გადაასწრო
"თუ მზადაა, ანჩელოტიმ მუნდიალზე უნდა წაიყვანოს" - რონალდო ნეიმარს მხარს უჭერს
ჩირო იმობილე დიდი ალბათობით, კარიერას ლიგა 1-ში გააგრძელებს
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
ნეიმარის უცნაური არჩევანი - ბრაზილიელმა, მისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი დაასახელა
კოკემ ვან დერ ვაარტს დამცინავად უპასუხა
სამი კანდიდატი - "ბაიერნში" ტუხელის შესაძლო შემცვლელები ცნობილია
პირველად იტალიური კლუბის მიღმა - ბელოტი კარიერიას პორტუგალიაში განაგრძობს
კაპაძემ უზბეკეთი მუნდიალზე გაიყვანა და მაინც უშვებენ? - ადგილობრივ ფედერაციას ამ ცნობილი მწვრთნელის მიწვევა სურს
კოკე: "ლაიპციგმა" გვაჯობა - ახლა ამის მიზეზს ვერ აგიხსნით
როგორ შეხვდნენ გასახდელში ბილბაო-ბარსელონას მატჩის გმირს [VIDEO]
"ვარჯიშზე ხელი ვკარი და მაშინვე მწვრთნელებთან მივიდა, შემდეგ კი პირისპირ დავრჩით და..." - "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდოზე ისტორია გაიხსენა
გნაბრი "ბაიერნს" ვერ უთანხმდება - გერმანელით ევროპული 4 გიგანტი ინტერესდება
"ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
გნაბრის ტრავმა სერიოზულია - "ბაიერნმა" ახალ წლამდე დანაკლისი მიიღო
[VIDEO] ნეიმარის დუბლი და ცეკვა ვინისიუსის სტილში - "სანტოსმა" "ვასკო და გამა" დაამარცხა
"ბარსელონას" და მსოფლიოს ვაფრთხილებ" - ბეილის განცხადება
საქართველოსთან მატჩის წინ ესპანეთის 24-კაციანი შემადგენლობა ცნობილია
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
"ის მწვრთნელი არ ყოფილა" - ბეილმა ზიდანზე ისაუბრა
კოკე: პსჟ გამარჯვებას არ იმსახურებდა!
"ფეხბურთელები არაფერს იკლებენ, მე კი გაკოტრების მეშინოდა და სხვაგვარად მოვიქეცი" - გარეთ ბეილი
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
39 წლის არიც ადურისმა კარიერა დაასრულა
დიდი გაცვლა - "ნაპოლიმ" შეიძლება "ლაციოს" კაპიტანი დაიმატოს
გარეთ ბეილმა 33 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ადურისი კარიერას თასის ფინალის შემდეგ დაასრულებს
ევროპალიგა. 1/4-ფინალი. I მატჩების წინ: "დორტმუნდის" "ელ კლოპიკო"
'მე ორი მაქვს, შენ არაფერი' - რა უთხრა ვინისიუსმა კოკეს
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
ევროპალიგა. IV ტური: გიორგი ქვილითაიას გოლმა "რაპიდს" შანსი დაუტოვა [VIDEO]
იმობილე "ლაციოდან" "ბეშიქთაშში" გადავიდა
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
ევროპალიგა 2015/16. ციფრებში: 6,5 მილიონი ბონუსი ფინალის მოგებისთვის
იმობილე ქალიშვილებთან ერთად ავტოავარიაში მოჰყვა
გნაბრი "ბაიერნთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს
[VIDEO] რონალდოს 964-ე გოლი - პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა!
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"ვიცი, რომ ეს მწვრთნელი "ნაპოლიში" ბრუნდება" - იმობილეს "პარტენოპეის" ახალი სავარაუდო დამრიგებლის გამო თავს ესხმიან, პრეზიდენტმა კი უცნაური განცხადება გააკეთა
ლიოვმა ახსნა, თუ რატომაა იმედიანად ინგლისთან მატჩის წინ
ისევ სამშობლო თუ საფრანგეთი?! - ბელოტის მსურველები მრავლად ჰყავს
გნაბრისთან შეთანხმება ვერ ხერხდება - "ბაიერნი" კიდევ ერთ გამორჩეულ შემტევს კარგავს?
"გრიზმანი MLS-ში?" - სიმეონემ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
საჩუქარი "ნაპოლის" - "ტორინომ" "ლაციოს" გასვლაზე მოუგო
ოფიციალურად: ბელოტი "რომაში" გადავიდა
გერმანიის გაფრთხილება ევრო 2020-ის მონაწილეებს! ბუნდესნაკრებმა ლატვია გაანადგურა [VIDEO]
გნაბრის ზღაპრული საღამო! "ბაიერნმა" დიდი ანგარიშით იმარჯვა [VIDEO]
"საშინელება იყო! მათ ყვირილი დავუწყე!" - რა გააკეთა მოურინიომ "ბეტისთან" მატჩის შესვენებაზე გასახდელში
ხავი შესაძლოა გაათავისუფლონ - მის შემცვლელად 3 კანდიდატი სახელდება
იტალიის ნაკრების ფორვარდი ძალზე ღირსეულად მოიქცა [VIDEO]
გავისა და პრინცესას სიყვარულის ამბის გაგრძელება - როგორ ეხუმრებიან ფეხბურთელს გასახდელში და რა დააქვს სკოლაში ტახტის მემკვიდრეს გავისთან დაკავშირებით
გრიზმანის ევროპული კარიერა სრულდება - ფრანგი MLS-ს მიაშურებს
ლიოვმა მიულერს დაურეკა და ნაკრებში უხმო
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია