"ჩელსის" და ინგლისის ნაკრების მოთამაშეს 21 წლის სტუდენტისთვის სროლის გამო ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება
"ჩელსის" და ინგლისის ნაკრების მოთამაშე ეშლი კოულს 21 წლის სტუდენტის, ტომ კოუენისთვის სროლის გამო პოლიცია დაკითხავს. თურმე ინციდენტი "ჩელსის" საწვრთნელ ბაზაზე 20 თებერვალს მოხდა, მაგრამ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სტუდენტს კოულმა ესროლა, მხოლოდ გასულ კვირას გამოჩნდა.

კოუენი "ჩელსიში" სტაჟირებას გადიოდა. 20 თებერვალს კლუბის საწვრთნელ ბაზაზე კობემეში 30 წლის კოულმა ყუთი მიიტანა, რომელშიც მძლავრი პნევმატური იარაღი იდო, ღამის ხედვის სამიზნით.

ფეხბურთელმა სტუდენტს ესროლა (როგორც მედია წერს, შემთხვევით). კოულმა კოუენს ტყვია ერთნახევარი მეტრიდან მოახვედრა. ახალგაზრდას დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, თუმცა ინციდენტიდან ორი დღის შემდეგ კოუენს საავადმყოფოში მისვლა დასჭირდა დამატებითი სამედიცინო დახმარების აღმოჩენისთვის.

არც "ჩელსის" წარმომადგენლებს, არც კოუენს, პოლიციისთვის არ მიუმართავს, თუმცა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა გამოძიება მოაწყვეს, რათა გამოერკვიათ, მოხდა თუ არა დანაშაული.

თუ პოლიცია მიიჩნევს, რომ გასროლა განზრახ მოხდა, კოულს ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება. თუმცა ინგლისური მედია წერს, რომ მოვლენების ამგვარად განვითარება ნაკლებად სავარაუდოა.

"ჩელსის" წარმომადგენლის თქმით, კლუბი მოთამაშეს დისციპლინარულ სასჯელს დააკისრებს, თუმცა კერძოდ რა სახის ქნება ის, დაზუსტებული არ არის.

მომზადებულია The Daily Mail-ის მიხედვით

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა