<p>ფეხბურთელებსა და კლუბს შორის კონტრაქტის გაწყვეტა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოხდა <br> თბილისის "დინამოს" ორმა ლეგიონერმა, ბულგარელმა სტეფან ველევმა და ხორვატმა მატია შპიჩიჩმა კლუბი დატოვეს.</p><p>აღნიშნული ინფორმაცია თბილისური კლუბის ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა. ფეხბურთელებსა და კლუბს შორის კონტრაქტის გაწყვეტა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოხდა. შეგახსენებთ, რომ "დინამომ" ორივე ლეგიონერი წელს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეიძინა.</p><p>გარდა ფეხბურთელებისა, თბილისის "დინამო" ასევე აკადემიის ბულგარელმა მთავარმა მწვრთნელმა, ვესელინ ბრანიმიროვმა დატოვა.</p>
bebeto
ველევი იყო საკმაოდ კარგი ფეხბურთელი,ის საყრდენი ნახევარმცველია და ესენი მარჯვენა მცველად ათამაშებდნენ,ბულგარეთის ნაკრების ფეხბურთელად მოიაზრება,მისი დატოვება დინამოს ნამდვილად წაადგებოდა თუ სწორად გამოიყენებდნენ.
luk
ნახევარი მილიარდი მქონდეს და დინამოს ერთი 20 მილიონი არ დავახარჯო? ტფუუუი! ბაზებს არ ვგულისხმობ!
საინტერესოა
44 წლის რომან ფიფია 17 წლის ასაკიდან რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობდა და საქმიანობდა. შესაბამისად, მის შესახებ ვრცელ ინფორმაციას ყველაზე ხშირად სწორედ რუსულ მედიაში შეხვდებით. რამდენიმე კვირაში თბილსის საფეხბურთო კლუბ „დინამოს“ ოფიციალური მფლობელი ბიზნესმენი რომან ფიფია გახდება. 44 წლის რომან ფიფია 17 წლის ასაკიდან რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობდა და საქმიანობდა. შესაბამისად, მის შესახებ ვრცელ ინფორმაციას ყველაზე ხშირად სწორედ რუსულ მედიაში შეხვდებით. ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ფიფიას მიმართ რუსეთში ფედერალური ძებნაა გამოცხადებული, სწორედ რუსული მედია ავრცელებს: ფიფიაზე ძებნა მას შემდეგ გამოცხადდა, რაც მის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის მიტაცების ფაქტზე. სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ჰოლდინგი „ვოლგისპირეთის ხორბალი“ („ზერნო პავოლჟია“), რომელსაც ფიფია ხელმძღვანელობდა, უკანონოდ იღებდა კრედიტებს რუსეთის „სბერბანკიდან“. რუსული მედიის ცნობით, ფიფია სარატოვში რამდენიმე ტიპის ბიზენსს ფლობდა, კერძოდ: სათავეში ედგა ჰოლდინგ „აგროროს“–ს (რომელიც აერთიანდება 15 მსხვილ საწარმოს); ფლობდა კომპანია „ლიკსარ“–ს (ლიქიორებისა და სპირტიანი სასმელების ქარხანას, თავისი საფირმო მაღაზიების ქსელით); ბალაკოვის მდინარის პორტს და გემთმშენებელ ქარხანას; სარატოვის მდინარის ტრანსპორტის საწარმოებს; ავიაკომპანია „სარავიას“ აქციების ბლოკ–პაკეტს. ამას გარდა, რომან ფიფია იყო სარატოვის საფეხბურთო კლუბ „სოკოლის“ პრეზიდენტი. ფიფიას სარატოვში პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც გუბერნატორი აიაცკოვი გაათავისუფლეს თანამდებობიდან. სარატოვში ფიფიას საქმიანობის გამოკვლევას მიუძღვნეს რამდენიმე ჟურნალისტური გამოძიება სარატოვში მოქმედმა საინფორმაციო საშულებებმა, რის შემდეგაც სარატოვის ოლქის სამი გაზეთის რედაქტორებმა წერილით მიმართეს რუსეთის გენერალურ პროკურორ იური ჩაიკას. წერილში რედაქტორები საუბრობენ სისხლის სამართლის იმ მუხლებზე, რაც, მათი თქმით, ფიფიას საქმიანობის შესწავლის შედეგად გამოარკვიეს: თაღლითობა, გადასახადების დამალვა, სახელმწიფო კრედიტის უკანონო მიღება – ეს გახლავთ იმ დანაშაულების არასრული ჩამონათვალი, რაც რუსი ჟურნალისტების მტკიცებით, ფიფიამ ჩაიდინა სარატოვში საქმიანობის დროს. ამის შემდეგ რომან ფიფიაზე რუსეთში გამოცხადდა ძებნა და ის საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა. რუსულ მედიაში არაერთი სტატიაა გამოქვეყნებული იმის თაობაზე, რომ რომან ფიფია რუსეთში დაგროვილი კაპიტალის დაბანდებას საქართველოში ახორციელებს, თუმცა რუსი ჟურნალისტები იქვე სვამენ კითხვას – რა არის მიზეზი? – პატრიოტიზმი? „მაგრამ ფიფია, პირველ რიგში, ბიზნესმენია და შემდეგ – პატრიოტი“ – ნათქვამია სტატიაში, რომელიც სარატოვის მედიაშია გამოქვეყნებული. სტატიის ავტორი იქვე მიუთითებს: „ხელისუფლების (სააკაშვილის რეჟიმის) მოსყიდვით, ფიფია ცდილობს პოლიტიკური გავლენის ყიდვას, სხვაგვარად, ხელისუფლებისა და ძალაუფლების გარეშე, მას ბიზნესის კეთება არ შეუძლია.“ სააკაშვილის ხელისუფლებასთან ფიფიას კავშირების საილუსტრაციოდ რუსული მედია რამდენიმე ფაქტს ასახელებს: ჟურნალისტ ვლადიმერ გოლოვინს „რუსსკი ბაზარში“ გამოქვეყნებულ სტატიაში რომან ფიფიას ნათესავის ნუგზარ ფიფიას ციტატა მოჰყავს, როცა ის რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოში მრჩევლად მუშაობდა ეკონომიკურ საკითხებში: „2003 წლის ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე, საქართველოში ხორბალი გაძვირდა და პურის კრიზისი იყო მოსალოდნელი. პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ შეკრიბა ბიზნესმენები და დახმარება ითხოვა. ჩვენც – მე და რომანმა საქართველოში ჩავიტანეთ ხორბლის გარკვეული რაოდენობა საჩუქრად, პურის კრიზისი დაძლეული იქნა.“ რუსული მედიის ცნობით, ფიფია სააკაშვილისგან აფხაზეთის ვირტუალური პრეზიდენტის პოსტს ელოდა. მათივე ინფორმაციით, შემთხვევითი არაა, რომ ფიფიას ძმა – როლანდ ფიფია საქართველოს პარლამენტის წევრად იქნა არჩეული. „რუსსკი ბაზარის“ ინფორმაციით, რუსეთიდან საქართველოში კაპიტალის გადმოტანაში ფიფიას მისი მარჯვენა ხელი ანდრეი ფედოროვი ეხმარებოდა. ფედოროვი იმ უცხოეული ინვესტორების დელეგაციაში შედიოდა, რომელიც 2006 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მიიღო. რუსული მედიის ცნობით, ამავე პერიოდს უკავშირდება ფიფიას უმსხვილესი ინვესტიცია საქართველოში, კერძოდ, საუბარია სასტუმრო „ჰაიატის“ მშენებლობაზე, რომელიც უნდა განეხორციელებინა ერთ–ერთ ჰოლანდიურ ჰოლდინგს, რომლის თანამფლობელი, რუსული მედიის ცნობით, სწორედ ბიზნესმენი რომან ფიფია იყო. თუმცა ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი „ჰაიატი“ ყოფილი რესტორან არაგვის ტერიტორიაზე ამ დრომდე არ აშენებულა. ამჟამად ფიფია რამდენიმე მილიონიანი ინვესტიციის განხროციელებას საფეხბურთო კლუბ „დინამოში“ გეგმავს. არაოფიციალური ინფორმაციით, ფიფიას ქონება ნახევარ მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
zura
ფიფიას რუსეთში გუნდი ყავდა? როგორი დონის იყო იცით ვინმემ?
kika
ამ ყველაფერში ფიფიაა დამნაშავე არც მენეჯმენტი მოიყვანა ნორმალური და არც ფულის ხარჯვა უნდა. მუქთად იშოვა ჩამოწერილი ფეხბურთლები და მომინდომა ჩგუფში შესვლა.
ქომაგი
არასწორი მენეჯმენტის ბრალია ყველაფერი. ხუციშვილისოინებია ეგ. მეცოდება ფიფია, აქვს ფული,უყვარს ფეხბურთი, მაგრამ მენეჯერები ვერ ყავს კარგი რომ კარგი სატრანსფერო პოლიტიკა აწაარმოოს.
shmagi
ნუ მიწყენენ დინამოს შეფები, მაგრამ მაგარი აჭრილები არიან. ასეთი ხშირი ცვლა ფეხბურთელებისა და მწვრთნელების (ეს უკანასკნელი განსაკუთრებით), მეტად გაუგებარია. თუმცა, იქ სადაც ვარხანალიაა, ყველაფერია მისაღები.
grisha
რა გჭირთ ხალხო ასეთი არაფერი გამიგია, ყველა უვარგისი შეიძინეთ თუ რა ხდება? ამდენი ახლადშეძენილი ფეხბურთელის გაშვება არ გამიგია. ამ ველევზე მაინც იძახდნენ არა უშავსო, ეგეც არ გამოგადგათ? ან რაღაცას გვიმალავთ, ან გვაშტერებთ ან მაგარი ჭკვიანები ხართ და ჩვენ არაფერი გვესმის. იქნებ მოკლე კომენტარი მაინც გაგეკეთებინათ ამ დინამოს მწვერვალებისთვის ამზადებთ თუ უფსკრულისთვის???
svani
ველევთან რა გინდოდათ მე თქვენ გეტყვით უკეთესის მოყვანას არ აპირებდეთ ეხლა რა)))
ლიდერი შეიცვალა... "დილა" პირველია; ფოთელებმა კი "იბერია 1999"-ს მოუგეს
ბასილაძის ჰეთ-თრიქი; ფრე კახურ დერბიში; გაგრას ზედიზედ მეოთხე მოგება
ალთუნაშვილი "იბერია 1999-ში" დაბრუნდა
"ტოტენჰემთან" მატჩში "ვილიარეალის" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ყველაფერს ითვლიან - მესი და რონალდო ერთმანეთს გაფუჭებულ პენალტებშიც მიუახლოვდნენ
"ბრაზილიის ნაკრების შემდეგ მხოლოდ ამ კლუბში დავბრუნდები" - კარლო ანჩელოტი
ბუნდესლიგის გუნდებმა მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს
უმტიტიმ 31 წლის ასაკში კარიერა დაასრულა
"კვარასთვის" გადამწყვეტი მომდევნო 24 საათი იქნება" - პსჟ-ს დირექტორი
ყოჩაღი ფიზკულტურის მასწავლებელი - რუსეთში საფეხბურთო მოედანი ჩაინგრა
აბიდალმა თავისი გარდაცვალების ცნობა უარყო
ესპანეთში ლუკა გაგნიძის დებიუტი შედგა - ქართველი მწვრთნელმა შეაქო
შესანიშნავი ამბავი - კვარაცხელიას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და მისი დაბრუნების თარიღი ცნობილია
იყო გმირი, ახლა კი ზოგიერთი მოღალატეს უწოდებს - ჯოკოვიჩს მთავრობასთან დაპირისპირების გამო სერბეთის დატოვება მოუწია
"ყველაზე მეტად მე ვიტანჯები" - ამორიმი წაგებული მანჩესტერული დერბის შემდეგ
"რეალი" ესპანეთში მსაჯობის მდგომარეობასთან დაკავშირებით FIFA-ში საჩივარს შეიტანს
დათხოვნიდან 1 კვირაში შესაძლოა, კვლავ პრემიერ ლიგაში დასაქმდეს - ესპირიტო სანტუს ახალი ვარიანტი აქვს
სალაჰი უკვე მეოთხეა - ეგვიპტელის მორიგი მიღწევა პრემიერ ლიგაში
ბერნარდო სილვა სერია A-ში? - ფეხბურთელი იტალიურ გრანდს შესაძლოა, უფასოდ შეუერთდეს
[VIDEO] პირდაპირ კუთხურიდან ჩაახვია - დი მარიას საოცარი გოლი არგენტინის ჩემპიონატში
[PHOTO] ყველაფერი სახეზე ეტყობა - პსჟ-ის პრეზიდენტის რეაქცია კვარაცხელიასა და მისი თანაგუნდელების ტრავმის შემდეგ
"დაველოდოთ სამედიცინო პერსონალის ტესტის პასუხებს" - ლუის ენრიკეს პირველი კომენტარი კვარაცხელიას ტრავმაზე
64 წლის შემდეგ გადაწერილი ისტორია - მოდრიჩი 40 წლის ასაკშიც შესანიშნავ ფორმაშია
"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა
თბილისის "დინამო" ზაგრებში დღეს მიემგზავრება, ხორვატები დაცვას აძლიერებენ
იურაი იარაბეკი: ფავორიტები ხართ, მაგრამ აქ ჩვენი კოზირებით ჩამოვედით!
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
უცხოური ლეგიონი საქართველოში: 42 ლეგიონერი 21 ქვეყნიდან
ტრანსფერი არ იქნება - თბილისის "დინამო" პაოკ-თან უფორვარდოდ ითამაშებს?
თბილისის "დინამომ" სტეფან ველევსა და მატიას კურიეს ერთწლიანი კონტრაქტები გაუფორმა
[ევროტურნირების წინ] თბილისის "დინამო" - შარშანდელი არ უნდა განმეორდეს!
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
Geo Team: ჩიქოვანმა "უოტფორდთან" კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ჯერ ბელგიაში ითამაშებს
დინამო-ალაშკერტი 2:0 - უფრო შემქმნელი, მრავალფეროვანი და საშიში [VIDEO+PHOTO]
თბილისის "დინამო" კლუბის ნაწილობრივ გაყიდვას არ ადასტურებს
დინამო (ზაგრები) VS დინამო (თბილისი) - ფარით ან ფარზე!
[ოთხშაბათის საკითხავი] ბოლო ევროშანსი
თბილისის "დინამომ" ხორვატი მცველი და "აიაჩოს" მეკარე დაიმატა
ლეგენდების მატჩი | დინამო V აიაქსი