19-20 ნოემბერს თბილისის სპორტის სასახლეში კიდევ ერთი ევროტურნირის მოწმენი გავხდებით
ფოტოზე: ზურაბ კაკაბაძე მოლდოვის გუნდის კაპიტანს თასით აჯილდოებს

საქართველოს ხელბურთის ფედერაცია ბოლო წლებია, უამრავ საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს. მარტო 2016-ში უკვე ოთხი ასეთი დიდი შეჯიბრება გაიმართა თბილისსა და ქუთაისში.

ერთ-ერთი ორიოდე დღის წინ დამთავრდა რიონისპირა ქალაქში, 19-20 ნოემბერს კი დედაქალაქის სპორტის სასახლეში კიდევ ერთი ევროტურნირის მოწმენი გავხდებით. სწორედ ამ ასპარეზობების შესახებ გვესაუბრება საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე:

- 2016 წელს ძირითადი აქცენტი საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობაზე გავაკეთეთ, - გვითხრა მან. - როგორც გახსოვთ, აპრილში 20-წლამდელთა ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩავატარეთ მაღალ დონეზე, მერე თბილისში 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის B ჯგუფის პირველობა გაიმართა. გოგონებსა და 20-წლამდელ ვაჟებში ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის თასის ევროპული ეტაპის მასპინძლობის უფლება გვერგო. ამ ბოლო შეჯიბრებაში კონტინენტის შვიდი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ტურნირის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის სტუმართა მადლობაც დავიმსახურეთ.

გულდასაწყვეტი მხოლოდ ის არის, რომ მთავარი პრიზის შინ დატოვება ვერ შევძელით. არადა, საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა, რომელიც ამ ასპარეზობისთვის საგულდაგულოდ მოემზადა, ხუთიდან ოთხი შეხვედრა მოიგო და მესამე ადგილს დასჯერდა. ის ერთი ორთაბრძოლა ნახევარფინალში სწორედ ტურნირის გამარჯვებულ მოლდოვასთან დავთმეთ, რომელიც გაისად ინტერკონტინენტალის თასზე იასპარეზებს.

საგულისხმოა, რომ შინ მსგავსი შეჯიბრება გოგონებს შორის ფინალში წავაგეთ და მეორე ადგილზე გავედით.

- წინ კიდევ ორი მნიშვნელოვანი პაექრობა გელით ქალთა ევროთასებზე...

- დიახ, 19-20 ნოემბერს თბილისში ორჯერ შევხვდებით ჩეხეთის "სოკოლ-პორუბას". ვერ გეტყვით, რომ ამ ორთაბრძოლებში ფავორიტები ვიქნებით, რადგან ჩვენი გუნდი - თბილისის "მამული" საქართველოს 18-19-წლამდელ ხელბურთელ გოგონათა ნაკრები გუნდების ბაზაზეა დაკომპლექტებული.

ევროთასებზე ასაკობრივი შეზღუდვა არ არის, ამიტომ მეტოქე გუნდის წევრები ჩვენებისაზე ბევრად უფროსები და გამოცდილები არიან. სტუმრებს სწორედ ეს აძლევს უპირატესობას. სამაგიეროდ, ქართველების მხარეზეა ახალგაზრდული ჟინი და აზარტი, მოტივაცია. ამ მატჩების შემდეგ ევროთასების მომავალ ეტაპზე თუ ვერ გავალთ, საერთაშორისო თამაშების გამოცდილებას შევიძენთ, რაც გაისად გამოგვადგება.

2017 წელს ჩვენი გოგონები 19-წლამდელთა მსოფლიო პირველობის საკვალიფიკაციო ტურნირში მოსინჯავენ ძალებს. 18-წლამდელი ვაჟები აგვისტოში მსოფლიოს პირველობაზე გამოვლენ, რომელსაც საქართველო უმასპინძლებს. მანამდე კი, მარტში "გამოწვევის თასზე" იასპარეზებენ. ევროპის ხელბურთის ფედერაციამ ეს ტურნირი პრესტიჟული გახადა, რადგან მისი გამარჯვებული ევროპის პირველობის ფინალში ჩაებმება. 2017 წელს "გამოწვევის თასზე" 20 ქვეყნის 18-წლამდელთა გუნდები ითამაშებენ.

ასე რომ, როგორც წლეულს, გაისადაც მნიშვნელოვან შეჯიბრებებში ვიასპარეზებთ შინ თუ გარეთ. ყველაფერს ვაკეთებთ საიმისოდ, რომ ხელბურთი საქართველოში დავაბრუნოთ და ისეთი პოპულარული გავხადოთ, როგორიც გასული საუკუნის სამოციან წლებში იყო.

- ევროპის ხელბურთის ფედერაციის კონგრესზე რას იტყვით?

- ეს ფორუმი 17-19 ნოემბერს ავსტრიაში გაიმართება და განვლილ ოთხ წელიწადში გაწეული მუშაობა შეჯამდება, ავირჩევთ ფედერაციის ახალ შემადგენლობას, ახალ პრეზიდენტს. კენჭისყრაში მხოლოდ ერთი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას - ფედერაციის ამჟამინდელი გერმანელი გენერალური მდივანი მაიკლ ლიბერერი. ახლანდელი პრეზიდენტი 69 წლისაა და არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან ჩვენთან ასაკობრივი შეზღუდვაა.

ბატონი ლიბერერი საქართველოს ხელბურთის ფედერაციის მიმართ დადებითად არის განწყობილი, ბევრ რამეში აქტიურად დაგვიჭირა მხარი და, იმედია, მომავალშიც ასე იქნება. ჩვენი მონაწილეობა ამ კონგრესში აუცილებელია, რადგან დაინტერესებულნი ვართ, ევროპის ფედერაციის მხარდაჭერა უფრო აქტიური გახდეს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბატონი თამაზ თევზაძე ევროპის ფედერაციის მოსწავლეთა არასაშეჯიბრო კომისიის წევრობის კანდიდატია, ხოლო ჩვენი გენერალური მდივანი ქეთევან კობერიძე, შეიძლება, ქალთა კომისიაში აირჩიონ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ესპანური ეპოქა ქართულ ხელბურთში: ნაკრებს რუბენ გარაბაია უხელმძღვანელებს
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს ესპანელი მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში
20 წ. | სამხრეთაფრიკულ სერიას ფიჯისთან ჯახით ვიწყებთ
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” მხარდაჭერით, საქართველოს დაჭრილ მებრძოლთა სპორტული გუნდი 2027 წლის “ძლიერთა თამაშებისთვის” ემზადება
"ეტიჰადის" ერთ-ერთ ტრიბუნას გვარდიოლას სახელი ეწოდება - პეპი ოფიციალურად წასვლას ჯერ არ ადასტურებს
ალონსოს ახალი მეკარე სჭირდება - "ჩელსის" ბევრი კანდიდატი ჰყავს
ვლაჰოვიჩი და "მილანი" შესაძლებელი ხდება - სერბი შესაძლოა, "როსონერიში" ვიხილოთ
გადაწყდა - მოურინიო "რეალის" მწვრთნელი გახდება
ითამაშებს მამარდაშვილი "ბრენტფორდთან" და აცილებენ თუ არა ალისონს?
გულიაშვილი ტრავმის გამო ამ სეზონში ვერ ითამაშებს
"შტურმში" შეიძლება კიდევ ერთმა ქართველმა ითამაშოს
მხოლოდ 1 წელი იმუშავა - ინძაგი "ალ-ჰილალს" დატოვებს
ალბანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"ლივერპულში" მამარდაშვილის კონკურენტი შესაძლოა, 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე გახდეს
ლეაოს ინგლისში უხმობენ - პორტუგალიელის გაშვების წინააღმდეგი არც "მილანია"
კონტე "ნაპოლიდან" მიდის - "პარტენოპეიში" ყოფილი მწვრთნელი ბრუნდება
10-წლიანი ერა სრულდება - გვარდიოლა "სიტიდან" მიდის
[VIDEO] როგორ დამთავრდება პსჟ "არსენალის" ფინალური მატჩი - სახომ და პარიზული გუნდის სხვა ფეხბურთელებმა პროგნოზები გამოთქვეს
[VIDEO] ორი ოვერტაიმი და საოცარი ვემბანიამა - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა
ლუის ენრიკემ ალვარესის დამატება მოითხოვა - პსჟ-ს შეტევაში ცვლილებები მოხდება
კლოზე შეიძლება "ლაციოს" მწვრთნელად დანიშნონ - წაიყვანს ლოჩოშვილს?
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
თამაზ თევზაძე: ამის ავტორი ფეხბურთის ფედერაციაა?
ხელბურთი: თბილისი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზად არის
სეოკ-ის აღმასკომის სხდომა: საპრეზიდენტო კამპანია გაიხსნა
როგორც ნაკრები და როგორც ოჯახი - ულამაზესი ქართველი გოგონები [PHOTO]
"ახალი თბილისიც" გათბება - დაპირებები სპორტის მინისტრის მოადგილისგან
ჩვენც ვარსებობთ - საქართველოს ხელბურთელ ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპას უბრუნდება
თამაზ თევზაძე: ამ გადაწყვეტილებით დავუბრუნდით საბჭოთა კავშირს!
ორი წელი რეფორმა არ გატარებულა! - რატომ მოხსნეს სპორტის მინისტრის მოადგილე
ხელბურთელ გოგონათა ნაკრები 8-13 მარტს IHF/EHF-ის ქალთა თასზე ითამაშებს
გვჭირდება შედეგი და ტრიბუნების მხარდაჭერა! - 8 ივნისს ქართველი ხელბურთელები მსოფლიოს ერთა ჩემპიონატზე იასპარეზებენ
ლევან ყიფიანის მოადგილე თამაზ თევზაძე სამინისტროს ტოვებს
ზურაბ კაკაბაძე: ქართულ ხელბურთს ცხელი ზაფხული ელის