...მაგრამ რა მიზნით ესტუმრა თბილისს ფინკე?

ვაისი კონტრაქტის ბოლომდე

თბილისს ფოლკერ ფინკე ესტუმრა - გერმანული "ფრაიბურგისა" და "კიოლნის", იაპონური "ურავასა" და ნიგერიის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი. 68 წლის გერმანელ სპეციალისტს ქართველი მოთამაშეებისადმი დიდი სიყვარული გამოარჩევდა. "ფრაიბურგსა" და საერთოდ, გერმანულ ფეხბურთში მან შვიდ ქართველს გაუხსნა გზა. ერთი ხანობა, მას გუნდში 5 ჩვენებურიც კი ჰყავდა - ალექსანდრე იაშვილი, ლევან კობიაშვილი, ლევან ცქიტიშვილი, გიორგი კიკნაძე და ზაზა ზამთარაძე. ამათ გარდა, სწორედ ფინკეს ინიციატივით ჩაირიცხნენ გერმანულ გუნდში ოთარ ხიზანეიშვილი და დავით თარგამაძე...

ცხადია, "დინამო არენაზე" ფინკეს გამოჩენამ უმალ ააგორა ხმები, თითქოს, გერმანელი სპეციალისტი, რომელიც საქართველოს ნაკრებში მუშაობის სურვილს არასოდეს მალავდა, სულაც არ გვწვევია შემთხვევით. ცხადია, მინიშნება ეროვნულ ნაკრებში მის შესაძლო დანიშვნაზე იყო...

"ლელო" უკვე წერდა, რომ ორიოდ დღის წინ, ყაზახეთში, იქაურმა პოპულარულმა საიტმა ქვეყნის ეროვნული ნაკრების მომავალი მთავარი მწვრთნელების კანდიდატურები დაასახელეს. პოტენციურ დამრიგებელთა ხუთეულში "ჯვაროსნების" ამჟამინდელი თავკაცი ვლადიმირ ვაისიცაა, რომელიც 2012-15 წლებში ალმათის "ქაირათს" ავარჯიშებდა. ყაზახები მინიშნებას აკეთებენ იმაზეც, რომ ვაისის დღევანდელი თანამდებობა არცთუ მაღალანაზღაურებადია - მხოლოდ 20 ათასი დოლარი თვეში.

ამას გარდა, გამოცემამ მკითხველებს შორის გამოკითხვაც ჩაატარა და სასურველ კანდიდატებში სლოვაკი მეორე ადგილზე გავიდა 16,6-პროცენტიანი მხარდაჭერით, პირველი კი პავლოდარის "ირტიშის" ბულგარელი მწვრთნელი დიმიტარ დიმიტროვია 29,7 პროცენტით.

ცნობილია, რომ ვაისმა ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი 2018 წლის შესარჩევი ციკლის ბოლომდე 1+1 სისტემით გააფორმა. ვაისის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში 2 ქულით ბოლოსწინა მე-5 ადგილზეა. ცხადია, იმის შანსი, რომ ვაისმა საქართველოს ნაკრები, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, კონტრაქტის ამოწურვამდე დატოვოს, თეორიულია, მაგრამ მაინც არსებობს.

თუმცა ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ვაისის გაშვებისა და ფინკეს დანიშვნის შესაძლებლობა უარყო.

"ჩვენ ვხედავთ ნაკრებში პროგრესს. კონკრეტულად მოლდოვასთან თამაშის ანალიზს მწვრთნელი გააკეთებს და იტყვის, რა იყო წარუმატებლობის მიზეზები. გვესმის, რომ შედეგი არის მთავარი, თუმცა ამაზეც საუბარი ადრეა, რადგან ჯერ შესარჩევი ციკლი არ დასრულებულა. ჩვენი მიზანი მე-3 ადგილზე გასვლაა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ მიზანს მივაღწიოთ. რაც შეეხება ყაზახური მედიის ცნობას, გამოდის, რომ ვაისი კარგად მუშაობს, რადგან სხვა ნაკრებებში სურთ მისი ხილვა. მას ხელშეკრულება 2017 წლის ბოლომდე აქვს და ბედნიერია იმით, რომ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელია. ამით ყველაფერი ნათქვამია. არ არის სიმართლე ინფორმაცია, თითქოს, ვაისს ფინკე ჩაანაცვლებს. ფინკე კობიაშვილის, ჩემი და ცქიტიშვილის მეგობარია და თბილისში მეუღლესთან ერთად სამი დღით იმყოფებოდა", - თქვა იაშვილმა რადიო "ჯაკოში" სტუმრობისას.

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს