16 ნოემბერს, საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მე-2 ტურის გადადებული მატჩი გაიმართა
16 ნოემბერს, საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მე-2 ტურის გადადებული მატჩი გაიმართა, რომელიც 22 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო და რომელიც მსაჯ-მდივანთა გარკვეული ჯგუფის საბოტაჟის გამო არ ჩატარდა. "კაკტუსისა" და "მგზავრების" მატჩი საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა, რომელიც ბუბა ბერიშვილის გუნდის სადებიუტო გამარჯვებით - 82:78 დასრულდა.

გადამწყვეტი. მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე "კაკტუსი" მინიმალური სხვაობით იგებდა, თუმცა 4:31 წამით ადრე ბექა წივწივაძემ ორი საჯარიმო ჩააგდო, "მგზავრები" წინ გაიყვანა და მას მერე ბუბა ბერიშვილის შეგირდებს თამაშის სადავეები ხელიდან აღარ გაუშვიათ. ავთო ლომინაშვილის ორქულიანის შემდეგ 78:72 დაწინაურდნენ და შეხვედრა დამაჯერებლად მიიყვანეს მოგებამდე.

სტატისტიკა არ ტყუის. კაკტუსელებმა "მგზავრებზე" ორჯერ მეტი სამქულიანი ჩააგდეს - 8, თუმცა პერიმეტრიდან ტყორცნები გადამწყვეტი არ აღმოჩნდა. "მგზავრებმა" ფარქვეშ უკეთესად იმუშავეს და გამარჯვებაც მოიპოვეს: მოხსნებში 51:37 იმარჯვეს, ხოლო სამწამიანი ზონიდან ჩაგდებულ ქულებში მეტოქეს 42:30 აჯობეს.

გამორჩეული. "კაკტუსის" შემადგენლობაში შედეგიანად ითამაშა ირაკლი ჩლაიძემ, რომელმაც 23 ქულა ჩააგდო, თუმცა მასზე ერთით მეტი (24) "მგზავრმა" ავთანდილ ლომინაშვილმა მიითვალა. სწორედ ავთოს დიდი დამსახურება იყო, რომ "მგზავრებმა" სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვეს. მან 29 წუთში 17-დან 8 ორქულიანი, 12-დან 8 საჯარიმო ჩააგდო.

ნამატჩევს

არჩილ ჟღენტი, ("კაკტუსის" მთავარი მწვრთნელი):

- მიუხედავად იმისა, რომ "მგზავრებს" მიმდინარე ჩემპიონატში მოგება არ ჰქონდათ, ჩვენ საკმაოდ ფრთხილად ვეკიდებოდით ამ გუნდთან თამაშს. ვამბობდი, რომ ბოლომდე მობილიზება იყო საჭირო სასურველი შედეგის მისაღწევად, მაგრამ პირველი ტაიმის 10 ქულით მოგების შემდეგ მოვეშვით. მესამე პერიოდში მეტოქემ საკმაოდ შედეგიანად ითამაშა, რის შემდეგაც ვეღარ მოვახერხეთ ვითარების გამოსწორება...

ბუბა ბერიშვილი, ("მგზავრების" მთავარი მწვრთნელი):

- მიხარია, რომ როგორც იქნა, ეს ბარიერი გადავლახეთ. თითქმის 3-ჯერ დაგვეშალა გუნდი. კიდევ ორი უცხოელი მოთამაშე გვაკლია, ჯერ ისევ არ ვართ ფორმაში. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ უკეთესი კალათბურთი ვითამაშოთ. ბევრი შეცდომა დავუშვით, ტრავმებმა თავისი გაიტანა. ძალების აღდგენას დრო სჭირდება.

სუპერლიგა 2015-16. V ტური

16 ნოემბერი, თბილისი

კაკტუსი-მგზავრები 78:82

23:17, 22:18, 17:29, 16:18

კაკტუსი: უაითი (6ქ, 3პ), ჩიკვილაძე (18ქ), ჩლაიძე (23ქ, 3პ, 3ჩ), ლოლიშვილი (3ქ), ბრიჯმენი, ტატუნაშვილი, ბააკაშვილი (3ქ, 4პ), დ. ლომიძე (13ქ, 6მ, 4ჩ), ფლორვეუსი (12ქ, 15მ).

მგზავრები: ფხაკაძე (14ქ, 5მ, 3პ, 4ჩ), ცირეკიძე (2ქ, 5მ), წივწივაძე (17ქ, 7პ), ლომინაშვილი (24ქ, 8მ, 3პ), ტურძელძე, ქავთარაძე (2ქ), ტეილორი (15ქ, 7მ), მერფი (8ქ, 15მ).

მსაჯები: მ. კუპატაძე, ზ. მაჩალაძე, დ. ბერიშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
სადისციპლინო კომიტეტმა "ქუთაისი" და მისი გულშემატკივრები დასაჯა
სუპერლიგა 2016/17. XXVII ტური: ჩლაიძის ოქროს სამქულიანი
საქართველოს B ნაკრებმა ჩანგშუს ტურნირი მასპინძლებთან მარცხით დაასრულა
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა უკრაინას 2 ტესტ-მატჩი მოუგო
სუპერლიგა 2016/17. პლეი ოფი: "ქუთაისს" ფინალამდე ერთი მოგება აშორებს
სუპერლიგა 2016/17. 1/2-ფინალი: აი, როგორი უნდა იყოს "კაკტუსი"
სუპერლიგა 2016/17. XVII ტური: რუსთავური სამიანები და "დინამოს" გოლდენსტეიტური 33
დუდუ დადიანის მემორიალი: "რუსთავი" დაბრუნდა
მაკაბი-ქუთაისი 52:91 - დაუნდობელი გუნდური თამაში
არსებული ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ნარკოტიკზე დააკავეს
U18. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
ბუბა ბერიშვილი: "ბიჭებმა დაგეგმილზე მეტი გააკეთეს და მეტოქეს გამარჯვება ხელიდან გამოგლიჯეს"
სუპერლიგა 2016/17. 1/2-ფინალი: "ქუთაისი" ისევ ფინალშია
ბექა წივწივაძე ბოდიშს იხდის - სპორტსმენის კომენტარი გათავისუფლების შემდეგ [VIDEO]
ვითა-მინსკი 81:80 - წივწივაძემ "ვითას" ისტორიული გამარჯვება მოუტანა [VIDEO]
სუპერლიგა 2016/17. I ტური: "კაკტუსმა" ეკლები პირველივე ტურში გამოაჩინა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები: გეგმის მიხედვით, მაგრამ ცვლილებებით
სუპერლიგა. I ტური: "დინამომ", "მგზავრებმა" და "სოხუმმა" მოგებით დაიწყეს
როგორ მოახერხა 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპაში შესვლა?
ენისეი-ვითა 83:73 - ციმბირული მინუს ათი [VIDEO]
დუდუ დადიანის მემორიალზე მე-3 და მე-5 ადგილები გათამაშდა
3X3 კალათბურთში საქართველოს ნაკრები ანდორაში ევროშესარჩევში სათამაშოდ გაემგზავრა
შიო ხეცურიანის შეხვედრა მწვრთნელებთან
საქართველოს ეროვნულმა "ბ" ნაკრებმა ჩინური ტურნე 2 მოგებით დაასრულა
სუპერლიგა 2016-17. XI ტური: ბოლო წამების მატჩები
საქართველოს თასის ფინალი 3 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება
საქართველოს 18 წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ხორვატიასთანაც დამარცხდა
სუპერლიგა 2016/17. XXVIII ტური: "კაკტუსმა" "ქუთაისი" რუსთავში გაინაღდა
არც ზაზა, არც ცქიტა, არც მანუ - ნაკრები ევრობასკეტისთვის ცვლილებებით ემზადება