ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

დავით ყიფიანი 65 - გუნდური თამაშის დიადი მარტოსული [VIDEO]

დავით ყიფიანი 65 - გუნდური თამაშის დიადი მარტოსული [VIDEO]

18 ნოემბერი თბილისის "დინამოს" და, საერთოდ, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელის დაბადების დღეა!
18 ნოემბერი თბილისის "დინამოს" და, საერთოდ, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელის, დავით ყიფიანის დაბადების დღეა (ზოგიერთ წყაროში - 18 ივნისი)!

ქართველი ქომაგის ფავორიტი, თბილისის "დინამოს" დიდი გამთამაშებელი სათაყვანებელი გუნდის ფორმით 12 წელი (1969, 1971-82) თამაშობდა. სსრკ-ის საუკეთესო ფეხბურთელი (1977) გარდაცვალების შემდეგ ფიფას ღირსების ორდენის კავალერი გახდა. საქართველოში ყიფიანს დაფასება და სიყვარული არ აკლდა და 2001 წელს ეროვნული თასის გათამაშებას მისი სახელი მიენიჭა.

დღეს დავით ყიფიანს 65 წელი შეუსრულდებოდა. ის 2001 წლის 17 სექტემბერს მომხდარ ავტოავარიას შეეწირა...

"ცოცხლობ? ნიშნავს, რომ იღბლიანი ხარ, გაგიმართლა. მით უმეტეს, თუკი ცხოვრობ სიყვარულით, მეგობრებით, სილამაზესთან ერთად... ლამაზ ქალაქში. ლამაზ ქვეყანაში... მერე დგება დრო, როცა ამ ყველაფრისთვის უნდა გადაიხადო და ამ საფასურს გარდაცვალება ჰქვია".

ეს "ორი პწკარი" თბილისის ჩუმი კოლორიტის, მიშა ჭავჭავაძის უკანასკნელი სადღეგრძელოს ანარეკლია - მან დაახლოებით იმ პერიოდში იცხოვრა, როცა დავით ყიფიანი ცხოვრობდა...

მენიშნა და იმიტომაც გავიხსენე - დავით ყიფიანმაც ხომ ასე - სიყვარულით, მეგობრებით, სილამაზესთან ერთად იცხოვრა... ლამაზ ქალაქში... ლამაზ ქვეყანაში... და ის საფასურიც, სიკვდილი რომ ჰქვია, უღმერთოდ ადრე გადაიხადა.

მაგრამ მე მგონია, რომ დავით ყიფიანის გარდაცვალება დასასრული არ ყოფილა. უბრალო მიზეზის გამო - მას ხომ არაფერი დაუწყია. მოვიდა, ნახა და... გააგრძელა. გააგრძელა მისებურად, დარბაისლურად, ჩუმი ღირსებით... მოჰყვა და არიგა ტალანტი პასებად, გოლებად, გამარჯვებებად - ამიტომაც ვწერ, არაფერი დაუმთავრებია. იმ პასებით და გოლებით ისტორია მოიქარგა და იმიტომ - თბილისის "დინამოს", ქართული ფეხბურთის ისტორია.

სიმბოლო იყო - უკამათოდ. სიმბოლო გუნდისა, თაობისა... "გუნდური თამაშის დიადი მარტოსული" - დაახლოებით ასე უწოდა იური როსტმა თავის დიდებულ და მოკლე ესეში - "ყიფიანი მიდის!"

სიმბოლო, რომელიც არავის ჰგავდა - არც მინდორზე, არც მინდორს გარეთ. ერთი იყო: დავით ყიფიანი და მორჩა. რაღაცნაირად ფიცხი ერი ვართ. გაბრიაძე უკეთ ამბობს - ჩქარად მდუღარე. ამიტომაა, ხშირად ვიღებთ ხოლმე სულელურ გადაწყვეტილებებს. გვგონია, კაცს თუ საქვეყნო ტვირთი ავკიდეთ, ამით დიდად დავაფასეთ და უსაშველო პატივი ვეცით.

არადა, თავისუფლება ამგვარი ტვირთების კაცზე აცილებაა სწორედ. ეს ხშირად გვეშლება და ამაზე კარგა დიდი ხნის წინ ვიფიქრე პირველად - მაშინ, როცა ფედერაციის შენობა იამანიძის 5-ში მდებარეობდა და "სარბიელში" მამუკა კვარაცხელიას რეპორტაჟი დაიბეჭდა: "მანქანიდან ყიფიანი გადმოვიდა, ხელში კეისით..."

იდგა დრო, როცა საქართველოს ნაკრებმა ალექსანდრე ჩივაძე მოინელა (პირველად) და ჩემი ის ფიქრიც, იმედისაზე მეტად, შიშისა იყო... დავით ყიფიანსაც ვწირავთ თუ? რა დიდი მიხვედრა უნდა, უარს რომ არ იტყოდა. როდის იყო, ტაშზე მიჩვეული კაცები გამოწვევაზე უარს ამბობდნენ. მათი მთავარი ღირსება საკუთარი თავის რწმენაა - რომ გაიმარჯვო, იმ ეჭვის ჭიაზე მაღლა უნდა დადგე, არასრულფასოვნების კომპლექსი რომ ჰქვია...

იხილეთ ვიდეო

ასეთი კაცები ჯერ იმ ჭიას ჭყლეტენ და მერე იმარჯვებენ. "ვნების სიმძაფრეც შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში" - ამას იმ თაობის კიდევ ერთი სიმბოლო, გურამ რჩეულიშვილი წერდა. ამიტომაც დარწმუნებული კი ვიყავი, ყიფიანი უარს არ იტყოდა, მაგრამ...

მაშინ ისე მოხდა, ყიფიანს უთხრეს უარი და გუცაევი გაამწესეს "ელექტროსკამზე". ახლა, ამდენი წლის მერეც, ვერ გეტყვით, ვისთვის რა ჯობდა: ის, რომ გუცაევი დანიშნეს თუ ის, რომ ყიფიანი არ დანიშნეს და ზოგადად კი, უხერხულობაა ეს - ფეხბურთში ყიფიანის და გუცაევის რიგში, "ან შენ, ან ის" მდგომარეობაში ჩაყენება... მაგრამ გავიარეთ - მორჩენილი ამბავია.

არა მგონია, მარტო საკუთარ აზრს გამოვხატავდე. მის პიროვნებას ვერ იტევდა ცნება - "ფეხბურთელი". მეტი იყო, გაცილებით მეტი. ხელოვანი, შემოქმედი უფრო გამოხატავდა ყიფიანის მასშტაბურობას.

მერე რა, რომ დროისა და სივრცის შეზღუდულ მონაკვეთში მოქმედებდა - 100x65 კვადრატული მეტრი და 90 წუთი... რეჟისორი იყო და დგამდა სპექტაკლს... დირიჟორი იყო და მართავდა ორკესტრს... მხატვარი იყო და ქმნიდა ტილოს...

საერთოდ, გენიოსების ღირსება დროსთან სხვაგვარი მიმართებაა - უბრალოდ, ისინი დროში ასწრებენ თანამედროვეებს. ყიფიანიც იმ ყაიდის ფეხბურთელი იყო, როცა სადღაც მინდვრის ცენტრის შორიახლო რამეს ჩაიფიქრებდა და მის ამ ჩანაფიქრს ტრიბუნებიც, მეტოქეც და თანაგუნდელებიც მხოლოდ მას შემდეგ ხვდებოდნენ, ბურთი რთული ტრაექტორიის ბოლო ნაწილს რომ მოხაზავდა.

ამაში იყო მისი დიდებულება და კიდევ სიზუსტეში - როცა ბურთი ისე დაეკიდებოდა ხოლმე შენგელიას ან სხვა ვინმეს წინ, როგორც წამწამზე მოსაწყვეტად გამზადებული ცრემლი. ეს საქმე - პასი, ისე მაგრად იცოდა, ინგლისში დაუწერეს კიდეც, ჯადოსნური კვერთხი უჭირავსო... გაირინდებოდა, ჩერდებოდა ყველაფერი - ბურთიც, სტადიონიც, წამიც... და დასჩემდათ კიდეც მსუბუქი ჩქროლა ქართულ ტრიბუნებს - "დათო ხო არი დღეს"?!

ჩემი ნება იყოს, ყიფიანის გაქანების ფეხბურთელებს ყოველდღიურობაზე არ მოვაცდენდი. წარმატებული კაცი შეიძლება იყოს ღირსეულიც და უღირსიც, მაგრამ თუკი ისე მოხდა, ღირსეული კაცი გამმარჯვებელი და წარმატებულიც გახდა, თავი უნდა მოიკლა და ყოველდღიურობაზე არ დაახურდავო. აი, კრუიფი როგორც... ვითომ მარტო "ბარსელონაში"?! ახლა როგორც ფერგიუსონი... მარტო "მანჩესტერში" ვითომ?! როგორც მორალური ავტორიტეტი...

არ გამოდის არც ფეხბურთში, არც ცხოვრებაში ასეთი კაცების გარეშე არაფერი. მეროჭიკე ბერებს შევადარებდი - საკუთარ ან სხვის სიმართლეს კი არა, ჭეშმარიტებას რომ ქადაგებენ... სწორედ ამ მიზეზის გამო უჭირს და კიდევ კარგა ხანს გაუჭირდება ჩვენს ფეხბურთს - ავტორიტეტები გავაარაფრეთ და კაცი არ დავტოვეთ, ტალახი არ გვესროლა და არ დაგვეხურდავებინა. ხურდების ჩხრიალში იკარგება "მუსიკა ქარში"...

იმითიც გამოირჩეოდა, გალანტურად, გემოვნებით რომ ეცვა - სასიამოვნოა ზოგადად, "ტრუსი, მაისურა და სპორტულები" ფეხბურთელისთვის უნიფორმა რომ არის და არა "სამოსელი პირველი". მისი ძმის, გოგლას, ვერის ბაღში ნათქვამი მახსოვს: სახლიდან თეთრი პერანგის გარეშე გასული არ მახსოვსო - ეს შინაგანი პეწი ბოლომდე გაჰყვა, მერეც - როცა მცირედი, მაგრამ მაინც სიმსუქნე მოერია...

შეხედავდი და განა მარტო აღნაგობით, მანერით, იმ შუქიანი, ჭკვიანი თვალებით იყო ყიფიანი - სამოსითაც ყიფიანი იყო. ადრეც მითქვამს და აწიც სულ ასე იქნება - ჩემი ცხოვრების ერთ ეპიზოდზე მწყდება გული. "ოლიმპში" დაწერილ პატარა, სულ პატარა სტატიას რომ მოჰყვა - "იჯდა და ფიქრობდა": ასე დავარქვი იმ სტატიას და კიდევ უმცროსი გენგიურის ფოტო იყო ძალიან მაგარი - სიგარეტის კვამლში გახვეული დავით ყიფიანი, იმ ჭკვიანი და ფიქრიანი თვალებით...

მოსწონებია სტატია. გია გორგოძე ამოვიდა "აჭარის" მეთექვსმეტე სართულზე და - "დათოს ამოვიყვან რედაქციაში, ჩემს ტყავში იჯდა, როცა ამას წერდა, ასე თქვაო ..." აღარ ამოსულა, მაგრამ არა უშავს - ჯილდოდ მისი ნათქვამიც მეყო. გული მხოლოდ იმაზე მწყდება - ილაპარაკებდა და მოვუსმენდით...

რა ინტერვიუ, რისი კითხვა-პასუხი: დავით ყიფიანი ფეხბურთზე ილაპარაკებდა და ჟურნალისტები მოვუსმენდით... ის ეპიზოდი მისი გაორების კიდევ ერთი დასტური იყო - ორი დაბადების დღით, ორი ოჯახით, ზოგადად ორი ცხოვრებით (მინდორზე და მინდვრის მიღმა) რომ აცხოვრა.

მე მაშინაც ვხვდებოდი და ახლაც ასე მჯერა - ჟურნალისტს არ ენდო... ბოლომდე... დიდ ადამიანებთან ურთიერთობას ისე უნდა უცქირო, როგორც ჭადრაკში ძლიერ მეტოქესთან პარტიას - ის არაფერს კარგავს და არც არაფერი ემატება, შენ კი იზრდები... ამიტომაა, გული მწყდება - ჩემთვის შანსი იყო და მერე, ნორვეგიაში, ბოსკამპის ფორმაციის ნაკრების მატჩისწინა ვარჯიშს და ნაკრებთან დაკავშირებულ ორიოდ "სამუშაო" კითხვას თუ არ ჩავთვლით, სხვა მსგავსი შემთხვევა არ მომცემია...

ყიფიანის ფეხბურთმა და ზოგადად, იმ პერიოდის "დინამომ" ხარისხის ნიშანი შემატა ჩვენს ფეხბურთს - "დინამო" იქცა არა მხოლოდ შიდასაბჭოურ, არამედ ზოგადად, საფეხბურთო ბრენდად და მისი "ათიანი" - "თმაშეთხელებული, ულვაშიანი ვაჟკაცი" (ასე "გარდიანმა" დაწერა "ვესტ ჰემთან" ლონდონში 4:1-ის მერე) დიდოსტატად... რომელიც მიშელ პლატინიმ მოისაკლისა - ესპანურ მუნდიალზე... რომელიც ერთხელ იოჰან კრუიფმა გაიხსენა... რომელიც იქცა და დარჩა ქართული ტრიბუნების ყველაზე მგრძნობიარე ჩქროლვად - "დათო ხო არი დღეს?!"

ბოლოს კი... როგორც იმ სადღეგრძელოში იყო: "ბოლოს დგება დრო, როცა ამ ყველაფრისთვის უნდა გადაიხადო და ამ საფასურს გარდაცვალება ჰქვია"...

კონსტანტინე გოგიშვილი

ჟურნალი "ლელო-WEEK" #20 (24-30 მაისი, 2014).

• გიორგი

18 ივნისსა დათო ყიფიანის დაბადების დღე.

ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად

ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა

[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"

ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს

პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა

კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა

"იუვენტუსმა" მეკარე "პალერმოს" მიჰყიდა

პსჟ ნახევარმცველთან კონტრაქტის გასაწყვეტად მზადაა

დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს

ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა

"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა

ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია

კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს

"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ

"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა

[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო

"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა

[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე

კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა

არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს

მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს

15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს

საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...

"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა

ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა

15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს

ქართველი ზიდანი თუ ფრანგი ყიფიანი - რომელია უფრო სწორი ეპითეტი?

ქართველმა ფეხბურთელმა სიმსივნე დაამარცხა და მოედანს დაუბრუნდება! - 22 ოქტომბრის დაიჯესტი

"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს

საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...

"თამაშის სტილით ყიფიანს შევადარებდი" - მიხეილ აშვეთია ხვიჩა კვარაცხელიაზე

"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?

"ჟალგირისთან" მატჩში თბილისის "დინამოს" შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] 2:7. ისტორიული სირცხვილი - თბილისის "დინამო" "ჟალგირისთან" განადგურდა და კონფერენს ლიგიდან გამოვარდა