როგორც ცნობილია, 2011 წლისთვის ფორმულა 1-ის პელოტონს მე-13 გუნდი უნდა დაემატოს.

როგორც ცნობილია, 2011 წლისთვის ფორმულა 1-ის პელოტონს მე-13 გუნდი უნდა დაემატოს. ჯერჯერობით, ვაკანტურ ადგილზე ოფიციალურად ოთხი გუნდი აცხადებს პრეტენზიას: Villeneuve Racing/Durango, Epsilon Euskadi, Stefan GP და ამერიკული Cypher Group.

საერთაშორისო ფედერაცია შექმნილ სიტუაციაზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ავტოსპორტის სამყაროში აქტიური განხილვა მიდის იმაზე, თუ რომელიც გუნდს ანდობს ფედერაცია მე-13 ადგილს.

ისიც არ არის გამორიცხული, რომ მომავალი წლის ჩემპიონატში მონაწილეთა რაოდენობა არ შეიცვალოს. წელს ფედერაცია უფრო მკაცრად შეაფასებს კანდიდატების ფინანსურ მდგომარეობას, რათა არ განმეორდეს ამერიკული გუნდის - US F1-ის პრეცედენტი. ეს საჯინიბო 2010 წლის ჩემპიონატში დაუშვეს, მაგრამ მან დროულად ვერ მოამზადა ბოლიდი და ბოლოს გაკოტრდა.

ამ სიტუაციაში დიდ როლს თამაშობს ფორმულა 1-ის მთავარი პრომოუტერის - ბერნი ექლსტოუნის პოზიცია. როგორც ევროპული პრესა წერს, ბერნი უკმაყოფილოა ამ სეზონში დებიუტანტების გამოსვლით და პელოტონში კიდევ ერთი აუთსაიდერის დამატება არ სჭირდება.

თუ ყველაფერი ასეთი სცენარით განვითარდა, სავსებით შესაძლებელია, რომ პელოტონში 12 გუნდი დარჩეს. ამ ვარიანტის სასარგებლოდ ისიც მეტყველებს, რომ ფედერაცია არ ჩქარობს გადაწყვეტილების მიღებას, არადა მომავალ სეზონამდე არც ისე დიდი დრო რჩება და სერიოზული რისკი არსებობს იმისა, რომ პოტენციურმა ახალბედამ ვერ მოასწროს ახალი სეზონისთვის მომზადება.

ჭორების მიხედვით, ფედერაცია თავის ვერდიქტს აგვისტოს ბოლოს გამოიტანს.

ამასობაში, მსოფლიოს 1997 წლის ჩემპიონმა ჟაკ ვილნევმა დაადასტურა იტალიურ საჯინიბო Durango-სთან თანამშრომლობა და განაცხადა, რომ სწორედ ამ გუნდთან ერთად აპირებს ფორმულა 1-ში დაბრუნებას.

"ამ ამბავთან დაკავშირებით უამრავი ჭორი გავრცელდა და იქამდე მინდა განვმარტო რამდენიმე მომენტი, სანამ სიტუაცია კონტროლიდან გამოვა. ახალი გუნდი - ეს არის Durango-თან ერთად შექმნილი პროექტი. გუნდის ბაზა იტალიაში იქნება, მისი დაფინანსება კი არა კერძო ინვესტორების, არამედ კორპორატიული სპონსორების ხარჯზე მოხდება", - ამბობს კანადელი ავტომრბოლი.

ლელო

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...