იყო დრო, მათე ღვინიანიძე ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ქართველ მცველად ითვლებოდა
ბოლო დროს, ეროვნული ნაკრების გაძლიერებაზე ბევრი დაიწერა და რამდენიმე საინტერესო გვარიც გაჟღერდა. მაგალითად, დიდი ხანია, რაც ფეხბურთის ფედერაცია აკაკი გოგიას ჩამოყვანაზე ფიქრობს, მაგრამ რუსთავში დაბადებული ახალგაზრდა, ჯერჯერობით, თავს იკავებს. არადა, მეორე ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში საუკეთესო შეფასებები აქვს და ცხადია, გულდასაწყვეტია, ასეთი დონის მოთამაშის "გაქართველება" რომ ვერ ხერხდება.

გიორგი ჯიქიამ არჩევანი გააკეთა და რუსეთის ნაკრებში გამოცხადდა, მაგრამ სტანისლავ ჩერჩესოვმა არც ყატართან ათამაშა და არც - რუმინეთთან. საინტერესოდ ჩანს დონეცკის "ოლიმპიკის" მცველი თემურ ფარცვანიაც.

ჩვენ ყოველდღიურად ვფიქრობთ, უცხოეთში გაზრდილებიდან ვინ ჩამოვიყვანოთ და გავაძლიეროთ ნაკრები, მაგრამ უფრო მეტი საზრუნავი ის უნდა იყოს, საკუთარი აღზრდილები შევინარჩუნოთ. არადა, ესეც პრობლემაა. სწორედ ამ დროს გაგვახსენდა ერთი უნივერსალი ფეხბურთელი, რომელიც ახლა ნაკრებს ძალიანაც დასჭირდებოდა, მაგრამ ის არსად აღარ ჩანს...

დიახ, იყო დრო, მათე ღვინიანიძე ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ქართველ მცველად ითვლებოდა, ახლა კი ეროვნულ გუნდში დაცვის მარჯვენა ფლანგზე არსებული დაბალი კონკურენციის გამოც შეეძლო გუნდში ადგილის დამკვიდრება, და არა მხოლოდ მარჯვნივ, არამედ, დაცვის ცენტრშიც.

ქართველმა გულშემატკივარმა ის 2005 წელს გაიცნო, როდესაც 17 წლის უცნობი მცველი იური სიომინმა მოსკოვის "ლოკომოტივში" აიყვანა. რუსეთში წასვლამდე ღვინიანიძეს საქართველოს ჩემპიონატში ერთი თამაშიც არ ჰქონდა ჩატარებული. ვახტანგ კოპალეიშვილის აღზრდილი 2003-04 წლებში რეგიონული ლიგის "ნორჩ დინამოელში" თამაშობდა და მოკლედ რომ ვთქვათ, კარიერა ზღაპრულად დაიწყო.

სიომინს ქართველი ძალიან მოეწონა და 5-წლიანი ხელშეკრულებაც გაუფორმა. ის უნივერსალ მცველში მეორე მალხაზ ასათიანს ხედავდა. მაგრამ იური პავლოვიჩი "ლოკომოტივიდან" მალევე წავიდა და რუსეთის ნაკრები ჩაიბარა, მისი შემცვლელი კი ღვინიანიძეს აღარ ათამაშებდა. ქართველმა "რკინიგზელებში" მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა და ისიც... დუბლებში.

ამის გამო მან გუნდი დატოვა. მაგრამ მეორე ბუნდესლიგის "მიუნხენი 1860-ში" რეკომენდაცია გაუწია საქართველოს ნაკრების მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა კლაუს ტოპმიოლერმა. მიუნხენელთა იმდროინდელ მწვრთნელ ვალტერ შახნერს ღვინიანიძე მოეწონა და "ლოკომოტივიდან" 100 ათასი ევროს საფასურად აიყვანა. შახნერს სჯეროდა, რომ ქართველი გუნდს გააძლიერებდა. მათეს საქმე კარგად მისდიოდა - 2006-2010 წლებში "მიუნხენ 1860-ის" მაისურა 87-ჯერ მოირგო.

ბოლოს მას გერმანიაში ჩავარდნა ჰქონდა და 2011 წელს უკრაინის პრემიერლიგის ბინადარ "სევასტოპოლში" ჩაირიცხა. იქ ღვინიანიძეს "მეორე სუნთქვა" გაეხსნა, "დაღვინდა" და თავისი სიტყვა თქვა, რამდენჯერმე ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

იყო საქართველოს 21-წლამდელთა (12 მატჩი) ნაკრების წევრი, ბოლოს კი გუნდი მოედანზე კაპიტნის სამკლავურითაც გაჰყავდა. 2006 წლიდან მას ეროვნულ გუნდშიც იწვევდნენ (სულ 8 მატჩი). ბოლოს თემურ ქეცბაიამ მიიწვია 2014 წლის 15 ოქტომბერს, როცა ალბასეტეში ესპანეთმა გვიმასპინძლა და იქ მატჩის განაცხადში მოხვდა.

მაგრამ 2014 წელს, როცა რუსეთმა ყირიმი მიიტაცა, "სევასტოპოლმა" უკრაინის პრემიერლიგა დატოვა და მათე ჯერ უგუნდოდ დარჩა. მას მერე მის კვალს ვერ მივაგენით.

ღვინიანიძე ახლა 29 წლისაა. ვერაფერი გვითხრეს მისმა ყოფილმა თანაგუნდელებმაც...

სამწუხაროა, რომ ასეთივე ბედი კიდევ ბევრმა ნიჭიერმა მოთამაშემ გაიზიარა, ნაცვლად იმისა, რომ მოედანზე კარგი თამაშით გავეხარებინეთ - ფარნა კუსრაშვილი, გიორგი ელბაქიძე, მირზა ბჟალავა, დავით მჭედლიშვილი, ზურაბ გვაძაბია, ბექა გოცირიძე... ტრავმებმა გააჩერეს რატი წინამძღვრიშვილი, რეზო ბარაბაძე, გიორგი ხიდეშელი, გულვერდ თომაშვილი...

საქართველოს კი ამდენი ფეხბურთელის დაკარგვის ფუფუნება არ აქვს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

david
მათე ბოლოს ვინც ნახეს ყველა იძახის რო რაღაცა სექტაში გაერია და ყბელაფერი გაყიდა რაც კი გააჩნდა და ქუჩაში დარჩა შემდეგ მისი კვალი აღარავინ იცის ძალიან სამწუხაროა იმედია გამოჩნდება.
დინამო
მაგათგანდა არამარტო მაგათგან ყველაზე მაგარი იყო ნოდარ დევიძე!!!
დინამო
მაქედან ყველაზე მაგარი თუ ვინმეს გახსოვთ ნოდარ დევიძე იყო! სამწუხაროდ ადრე დაანება ტრამვის გამო
dinamo
ყველაზე მაგარი მაქედან ნოდარ დევიძე იყო ვინმეს თუ გახსოვთ, ტრამვის გამო ვეგარ ითამაშაა
zvio
ნუ ედზებტ აქვე გყავტ მაგრამ არ გინდატ დანახვა სულ გვარებზე და ნაცნობებზე აწყობტ ფეხბურტც და რაგაც ახალს იგონებტ ახლა ედზებტ ვიგაც გოგიას ასეტი დონის ბიჯები უამრავია საქარტველოსჰი მაგრამხო იციტ სჰინაურ მგვდელს სჰენდობა არ ააქვსო

ვაა მათეეე მაგარი კაცი ერთად ვარჯიშობდით დინამოში. სად არის ეხლა რას აკეთებს ხო მშვიდობით არის??
Walkabout
თუ დააკვირდებით ყველა დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ წამოსვლა ცუდად მთავრდება...
dito
მათეს სულ სხვა საქმეებშია ჩართული და ფეხბურთიც აღარ აინტერესებს დაახლოებით 4-5 წელია უკვე
Zaza
მიუნჰენიდან რომ სევასტოპოლში წახვალ სათამაშოდ,მაშინ მთავრდება ფეხბურთი...
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მარსელთან" მატჩში?
კვარაცხელია ისევ შეცვალეს - პსჟ-მ "მარსელს" მოუგო
[VIDEO] ამას რა უნდა სკამზე - მიქაუტაძე შევიდა და გაიტანა
ცვლილება 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში
"მარსელთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] უბრალოდ შეუჩერებელია - კვერნაძემ სერია A-ში ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა
"ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს 10 წლით გაიზარდა" - შევალიეზე მისმა მეგობარმა ისაუბრა
"ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ..." - იამალი "დამსახურებების" ჩამოთვლას აგრძელებს
[VIDEO] ჭიკაძე ბრიტოსთან ნოკაუტით დამარცხდა
აბუაშვილის "მეცი" დავითაშვილის "სენტ-ეტიენს" დაუზავდა
[VIDEO] ქოჩორაშვილის 68 წუთი, რაფინიას ჰეთ-თრიკი და "ბარსელონას" გამარჯვება "სევილიასთან"
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-3 დინამო (თბ). მთავარი არგუმენტი, ანუ რატომ იყო "დინამოს" გამარჯვება დამსახურებული...
გულიაშვილის "რასინგი" "ბალაიდოსზე" განადგურდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ვის რაში არგია ფრე?
ფინალში რუსი იპონით დაამარცხა - თენგო ზირაქაშვილი ევროპის თასის ჩემპიონია!
ლოჩოშვილის "კიოლნმა" "ჰამბურგთან" მარცხი განიცადა
[VIDEO] ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი და "უდინეზეს" მარცხი "კალიარისთან"
[VIDEO] წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ოსასუნას" დაუზავდა
ქვილითაიამ გერმანიაში პირველად ითამაშა - "ჰოლშტაინმა" "ოსნაბრიუკთან" ქულები გაიყო
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"რატომ არ არის ეს ფეხბურთელი "ოქროს ბურთის" ნომინანტთა სიაში?!" - ენრიკემ გაკვირვება ვერ დამალა
ხვიჩა ითამაშებს და მოდის - როგორ გამოდიან ნაკრების ფეხბურთელები...
ალექსანდრე კობახიძის მოპოვებული პენალტი და მისი გუნდის "ქამბექი" [VIDEO]
"არსენალს" მისი დამატება სურდა, მალხაზის წინაშე დამნაშავე ვარ" - მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილი პრეზიდენტი დეტალებზე საუბრობს
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
ყველამ იცოდეს, რა ადამიანია კვირკველია! - თენგიზ სულაქველიძე უცნობ ამბავს ჰყვება
გოგია ხარაბაძის ექსკლუბში შვეიცარიის ჩემპიონია
აქ თამაშს აზრი არ აქვს - ოთარ ხიზანეიშვილი ფეხბურთიდან წავიდა...
"ანთალიასპორს" ჯიქიას მოშორება უნდა
ის პერსპექტიულ მცველად ითვლებოდა - ფარცვანია ყაზახურ გუნდში გადავიდა
თემურ ფარცვანია "დესნაში" გააგრძელებს კარიერას
აკაკი გოგიას "უნიონი" ბუნდესლიგაში გადავიდა
soccer.ru: რუსეთის ჩემპიონატის 10 ყველაზე რეიტინგული ქართველი - ბრწყინვალეები, ჩემპიონები, ბომბარდირები, სიმბოლო და ჯარისკაცი
"ჯიქიას რომ ქართული პასპორტი ჰქონდეს - რუსს მეორეხარისხოვნად მიიჩნევენ" - საფეხბურთო აგენტი
ქართველი შემტევი ბუნდესლიგიდან შვეიცარიაში წავიდა
გოლი, საგოლე პასი, 0:7 - ქართველი ლეგიონერების შაბათი [VIDEO]
აკაკი გოგიამ ბუნდესლიგის კარს მიუკაკუნა - მას საქართველოს ნაკრებში თამაში სურს
სანაკრებო სია: სად აქვს პრობლემა სანიოლს და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ
ᓚᓔᓒᓘᓝᓜᓘ: ᕚᓐᓢᓕᕘᕘᕡ
ჯიქიას გუნდი თურქეთის სუპერ ლიგიდან გავარდა და ჩერჩესოვი ფეხბურთელს უკან რუსეთში უხმობს
[დღის ინტერვიუ] სამ რამეზე მწყდება გული...
ᠣ᠙
ევროპაში დაბრუნების იმედით... ოფი-ში, თურმე, მესამე ქართველიც ვარჯიშობდა
თემურ ფარცვანიამ სამართალი აღადგინა და ახალი კლუბიც იპოვა
ასათიანი "ლოკომოტივის" XXI საუკუნის 10 საუკეთესო ტრანსფერში
"არსენალმა" დავით თარგამაძის და ჯაბა ლიპარტიას გუნდში აყვანა ვერ მოახერხა
ხვიჩა ითამაშებს და მოდის - როგორ გამოდიან ნაკრების ფეხბურთელები...
ᓑᓔ
ალექსანდრე იაშვილი: თუ კანონი არ შეიცვალა, საქართველოს ნაკრებში ეს ფეხბურთელები ვერ ითამაშებენ...
სიჩიოვი: ქართულ რესტორანში დანახარჯს ყოველთვის ასათიანი იხდიდა - ჯანაშია დიეტურ მაგიდაზე მწვანილს მიირთმევდა
უკრაინელი ექსპერტი: დონე გათანაბრდა - უნგეთთან და საქართველოსთან ფრე მისაღები შედეგი იქნება
ჩრდილოირლანდიელთა მწვრთნელს "ჯვაროსნების" შიში არ აქვს და თბილისში ოთხი თინეიჯერი მოჰყავს
კიდევ მინუს ორი - უკრაინა საქართველოსთან მატჩს პრობლემებით ხვდება
ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
სამტრედია-ტორპედო 2:1 - ოქროს შეცვლა [VIDEO]
თემურ ფარცვანია: თუ ყაზახეთში ომი დაიწყო, თამაში საშიში იქნება
ჯიქია დეპოშია. "ის არაფერს წარმოადგენს" - ყოფილი რუსი ფეხბურთელი მას აკრიტიკებს
გიორგი ჯიქია კარიერას თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
მალხაზ ასათიანი: ამერიკელებმა ბევრი საზიზღრობა ჩაიდინეს - ვისურვებდი, რუსი სპორტსმენები საერთაშორისო არენაზე დაბრუნდნენ
ელგუჯა ლობჯანიძე: ვეცდები, აწი ისე ვითამაშო, რომ ზლატანი ან "იბრა" დამიძახონ
თავიდან არც მე ვიჯერებდი... საქართველოს მესამე ლიგიდან მოსკოვის ცსკა-ში