ლარსონის "ჰელსინგბორგი" გავარდა, ფანებმა კი შური ლარსონის ვაჟზე იძიეს
უსიამოვნებაში გაეხვა ლეგენდარული ფორვარდი ჰენრიკ ლარსონი. ყოფილი ფორვარდი, რომელიც ჰელსინგბორგშია დაბადებული, მშობლიური ქალაქის გუნდს წვრთნის და სეზონი მისთვის წარუმატებელი გამოდგა.

45 წლის სპეციალისტმა მდგომარეობა უეკთესობისკენ ვერ შეცვალა და კლუბმა ლიგაში დასარჩენ გადათამაშებაში მიიღო მონაწილეობა "ჰალმშტადტის" წინააღმდეგ.

ორმატჩიან დაპირისპირებაში ნამდვილი ტრაგედია დატრიალდა, "ჰელსინგბორგი" პირველ შეხვედრას გასვლაზე იგებდა და ბოლოსკენ 10-კაციანი მეტოქისგან მაინც გაუშვა - 1:1. საპასუხო მატჩში კი 82-ე წუთზე დაწინაურდა, თანაც ჰენრიკ ლარსონის ვაჟის, ჯორდანის გოლით, მაგრამ…

"ჰალმშტადტის" რიგებში 20 წლის მცველმა მარკუს მატიისენმა გაიბრწყინა - 87-ე წუთზე პენალტით გაათანაბრა, ხოლო 90-ეზე სულაც მოაგებინა სტუმრებს. "ჰელსინგბორგი" 23 წლის განმავლობაში პირველად დაემშვიდობა "ალსვენსკას" და ქვედა ლიგაში ჩაინაცვლა.

საფინალო სასტვენის მერე დავიდარაბა, ჩხუბი, გარჩევა და აყალმაყალი იყო. მთავარი კი ის გახლდათ, რომ რამდენიმე ნიღბიანი ხულიგანი მინდორზე შეიჭრა და ისინი 19 წლის ჯორდანს მაისურის გახდას უპირებდნენ და ეჩხუბებოდნენ, იქამდე მას ტრიბუნებიდან სხვადასხვა საგანს ესროდნენ. მათთან მივიდა თავად ჰენრიკი და კინკლაობა უფროს ლარსონთან გაგრძელდა.

იხილეთ ვიდეო

სიტუაცია დაძაბული იყო სტადიონის სიახლოვესაც, მოხდა შეტაკებები ფანებსა და სამართალდამცველებს შორის და ასევე, "ჰელსინგბორგისა" და "ჰალმშტადტის" გულშემატკივრებს შორის.

ლარსონი კი გულგატეხილი დარჩა და უკვე იმასაც ამბობენ, მარტო კლუბი კი არა, შეიძლება მთლიანად ქალაქი დატოვოსო. თუმცა მატჩის მერე ლარსონმა სხვა სახის განცხადება გააკეთა:

"მესმის მათი გრძნობები და ეს წარუმატებლობა მართლაც ძნელად გადასატანია. ამიტომაც მივედი იმ ფანებთან. თუმცა ეს, ალბათ, ყველაზე ჭკვიანური ნაბიჯი არ გახლდათ და ჯობდა, თავი შემეკავებინა. მეორე მხრივ, მე არ დამინახავს, რომ ისინი ჯორდანს ესხმოდნენ თავს.

ამ ქალქში დავიბადე, აქ ვცხოვრობ და ვმუშაობ. მშვიდად და თავისუფლად ცხოვრება მინდა და იმედია, ეს გამოხტომა და მუქარები, ცხელ გულზე ჩადენილი მცდარი საქციელი იყო და ისინი ამას გაიაზრებენ. ხოლო თუ ხულიგნები სახლში მოვლენ, მოვიდნენ… - ჩვენ ბევრი ძაღლი გვყავს" - განაცხადა ჰენრიკმა.

უმცროსი ლარსონი საბოლოოდ, დაცვის ესკორტით გაიყვანეს მინდვრიდან, უფროსი კი მუშტმოღერებული ელოდა რამდენიმე მოჩხუბარს, რომლებიც მისკენ იქაჩებოდნენ, მაგრამ მათი შეკავება მოახერხეს.

"ჰელსინგბორგის" სპორტულმა დირექტორმა მატს-ოლა შულცემ კი აღნიშნა, რომ კლუბი ყველანაირად გმობს და ემიჯნება ხულიგნების საქციელს და ასეთ ვაიფანებს "ჰელსინგბორგთან" არანაირი კავშირი არ აქვთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"შესაძლოა, ქირურგიული ჩარევის ახალმა მეთოდებმა ეს გააკეთოს" - ფრანგმა ჟურნალისტმა კვარაცხელიას მოედანზე დაბრუნების სავარაუდო თარიღი დაასახელა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"მბაპე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა" - კეინმა კილიანს "ოქროს ბურთი" ბოლო მომენტში გამოსტაცა
"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგ
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
"ეს პრიზი კუბარსისთვის უნდა მიეცათ" - იამალი Kopa Trophy-ს მიღების შემდეგ
გამარჯვება ხვიჩას მიუძღვნა - რა თქვა გოდტსმა "ლიონთან" მატჩის შემდეგ
სკანდალის შემდეგ - რონალდოს სავარაუდოდ, ნაკრებში დააბრუნებენ
"საკმარისი გააკეთა, რომ "ოქროს ბურთი" იამალისთვის მიეცათ" - რა თქვა ლაპორტამ დაჯილდოვების შემდეგ
"სიტყვებს ვერ ვპოულობ... ეს ფაქტი ამ ამბავს განსაკუთრებულს ხდის!" - რა თქვა კეინმა "ოქროს ბურთის" მიღების შემდეგ
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს