დღის სტატისტიკა და ამბები
"ოკლაჰომას" ლიდერის რასელ უესტბრუკის მორიგი გმირობით აღინიშნა გუშინდელი სათამაშო დღე ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულ ჩემპიონატში.

"თანდერი" საკუთარ მოედანზე ხვდებოდა "ინდიანა პეისერსს", რომლის რიგებში არ თამაშობდა პოლ ჯორჯი.

ბოლო მეოთხედის წინ, სტუმრები ცხრა ქულით იგებდნენ, მაგრამ "ოკლაჰომამ" უესტბრუკის ბრწყინვალე თამაშით მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანა, თუმცა, დამატებით ხუთ წუთში "ინდიანამ" მაინც მოახერხა გამარჯვების მოპოვება.

უესტბრუკმა შეხვედრა სამმაგი დუბლით დაასრულა. მის ანგარიშზე იყო - 31 ქულა, 11 მოხსნა და 15 შედეგიანი პასი. ეს მცველისთვის 42-ე სამმაგი დუბლი იყო კარიერაში, მეხუთე მიმდინარე სეზონში და მესამე - "+30" ქულითა და "+15" შედეგიანი პასით. ერთ რეგულარულში ასეთი რაოდენობით მსგავსი სამმაგი დუბლი, ბოლო 30 წელია არც ერთ კალათბურთელს არ ჰქონია. უფრო მეტი კი 1962 წელს ოსკარ რობერტსონმა შეასრულა.

საინტერესოა, რომ "ინდიანასთან" მატჩში, უესტბრუკს პირველ ტაიმში არც ერთი მოხსნა არ ჰქონია.

ნიუ იორკი-ატლანტა 104:94

24:20, 22:21, 29:25, 29:28

ნ-ი: ენტონი (31+7 მოხსნა), პორზინგისი (19+11 მოხსნა), როუზი (14+7 პასი), ლი (14).

ა: მილსეპი (19+7 მოხსნა), ჰოვარდი (18+18 მოხსნა), კორვერი (17), ბეიზმორი (12), ჰარდუეი (12).

ლეიკერსი-ჩიკაგო 110:118

30:30, 31:32, 24:28, 25:28

ლ: უილიამსი (25), ნენსი (18+6 მოხსნა), იანგი (15+6 მოხსნა), რენდლი (14).

ჩ: ბატლერი (40+7 მოხსნა+6 პასი), კენაანი (17), გიბსონი (15+7 მოხსნა), მიროტიჩი (15+15 მოხსნა), ლოპესი (12+11 მოხსნა), რონდო (4+12 პასი+9 მოხსნა).

ოკლაჰომა-ინდიანა 111:115 (ო)

21:30, 33:28, 16:21, 33:24, 8:12

ო: უესტბრუკი (31+15 პასი+11 მოხსნა), კანტერი (16+3 დაფარება), ოლადიპო (14+6 პასი).

ი: ტიგი (30+9 პასი+6 ჩაჭრა), იანგი (20+11 მოხსნა), რობინსონი (16+11 მოხსნა), ტერნერი (15+9 მოხსნა), ელისი (12+7 პასი), მაილზი (10).

საკრამენტო-ტორონტო 102:99

36:28, 22:35, 28:18, 16:18

ს: გეი (23+9 მოხსნა+3 დაფარება), კაზინსი (19+10 მოხსნა), კოლისონი (15+9 პასი), აფლალო (14).

ტ: ლოური (25+8 მოხსნა+6 პასი), ვალანჩუნასი (23+14 მოხსნა), კეროლი (17), დეროზანი (12+9 მოხსნა), პატერსონი (11).

დენვერი-იუტა 105:91

24:14, 29:27, 23:22, 29:28

დ: მარეი (18), ჩენდლერი (17), ნურკიჩი (16+11 მოხსნა), გალინარი (13+8 პასი), იოკიჩი (12), მუდიაი (10+8 პასი+8 მოხსნა).

ი: ჰეივორდი (25+7 მოხსნა), ჯონსონი (10), ჰუდი (10), ეკზამი (10+6 მოხსნა).

ბრუკლინი-პორტლენდი 109:129

29:32, 35:38, 20:29, 25:30

ბ: ლოპესი (21+6 მოხსნა), ბუკერი (16), ბოგდანოვიჩი (15), უაიტჰედი (11), ჰემილტონი (11).

პ: მაკალუმი (33), ტერნერი (19), ლილარდი (18), ლენარდი (14+11 მოხსნა), კრაბე (14), ჰარკლესი (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
NBA-მ "ლოს ანჯელეს კლიპერსი" და კავაი ლეონარდი დასაჯა
რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
ჯა მორანტი - გვერდით, ლეგენდებთან?
რეგულარული: ჰარდენი "ხიპიშობს", "დალასმა" "მილუოკის" 18-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა [VIDEO]
NBA. რეგულარული: ჰარდენსა და უესტბრუკს ვერ აჩერებენ [VIDEO]
NBA. რეგულარული: დონჩიჩის მორიგი მიღწევა, მხსნელი ლებრონი და უიღბლო უესტრბუკი [VIDEO]
NBA. რეგულარული: ლოს-ანჯელესში "კლიპერსმა" იმარჯვა, "უორიორსი" "ჰიუსტონს" მოერია [VIDEO]