"გოლდენ სტეიტ უორიორსმა" ზედიზედ მე-9 მატჩი მოიგო
"გოლდენ სტეიტ უორიორსმა" ზედიზედ მე-9 მატჩი მოიგო. ზაზა ფაჩულიას გუნდმა ამჯერად ინდიანაში იმარჯვა, სადაც ადგილობრივი "პეიზერსი" 37 ქულით - 120:83 გაანადგურა.

ამით ოკლენდელებმა 4-მატჩიანი გასვლითი ტურნე დაასრულეს, რომლის განმავლობაშიც ტორონტოში, ბოსტონში, მილუოკისა და ინდიანაში იმარჯვეს.

ფაჩულია, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მხოლოდ 14 წუთი გაატარა, რაც ქართველმა ცენტრმა საკმაოდ ნაყოფიერად გამოიყენა. ზაზამ 4-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 6 ქულას მან 7 მოხსნა და 1 პასი მოაყოლა, 1 ჯარიმა მიიღო და ბურთი არ დაუკარგავს.

თამაში იმდენად "ცალფარა" იყო, რომ მოედანზე გოლდენსტეიტელთა ყველა კალათბურთელი გამოჩნდა. შესაბამისად, სასტარტოები დიდად არ დატვირთულან და ბოლო პერიოდში მათგან მოედანზე არავინ გამოჩენილა. მატჩის ბედი გარკვეული იყო და სტივ კერიმ ასპარეზი სათადარიგოებს დაუთმო.

საბოლოოდ, ოკლენდელთაგან საუკეთესო შედეგი კლეი ტომპსონმა დააფიქსირა, რომელმაც 26 წუთში 25 ქულა მიითვალა. 22 ქულა და 6 პასი ჰქონდა სტეფ კარის, ხოლო კევინ დურანტმა 27 წუთში 14 ქულა, 11 მოხსნა და 6 პასი მოაგროვა.

იხილეთ ვიდეო

12 მოგებითა და 2 მარცხით "გოლდენ სტეიტი" "კლიპერსთან" ერთად დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს. 24 ნოემბერს ოკლენდელები "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" უმასპინძლებენ, რომელთანაც ამ სეზონში შინ წაგება აქვთ და რევანშის ასაღებად არიან მომართულები.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

Malkhaz
ზაზა ძალიან გაგვახარე გოლდენ სთეითი რომ არჩიე უფრო მაღალანაზღაურებად კონტრაქტს. თითქმის ყველა თამაშის ნახვის საშუალება გვაქვს რადგან ფავორიტ გუნდში თამაშობ და სულ ყურადღების ცენტრში ხარ სპორტულ არხებზე. მაგარი ხარ. წარმატებები. ჩემპიონობას გისურვებს მთელის საქართველო !!!
svani
zura-ს რა თამაშებში სრული სვარკა თამაში იყო თავიდანვე 30 ქულით გაუსწრო გოლდენმა და ძალიან უინტერესო თამაში გგამოვიდა :დ გულშემატკივრების ხმაც არ ისმოდა ინდიანა 3იანს მაინც რომ ჩააგდებდა, მოკლედ ეს ვარჯიშიც კი არ იყო
ჯონი
ზაზა მართლაც ძლიერია, საიდანაც წამოვიდა ყველა გუნდს ცუდათ აქვს საქმე. დარწმუნებული ვარ გოლდენ სტეიციდანაც, რომ წამოვიდეს მათაც არ ექნებათ ასეთი შედეგი. ზაზა იმ დროს გამოყავთ, როცა უჭირთ და ის თავისი ძლიერი დაცვით ამართლებს და თამაშიც კარგად მიდით. აბა ნახეთ სხვები, თუნდაც ვარსკლავები რამდენი სროლიდან რამდენს აცილებენ.... ზაზა ასე გააგრძელეთ და თუ ჭკუა აქვთ შეგეხვერწებიან კონტრაქტის გაგრძელებას. ზაზას კი ვუსურვებ ყოველივე საუკეთესოს. ზაზა უძლიერესი და სასახელო ქართველია ყველა მიმართებით.
zura
ჩემი აზრით, აჯობებს თუ ასეთ თამაშებში მაინც მისცემენ ზაზას მეტ დროს, რომ მეტი თავდაჯერება იგრძნოს..
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEOS] სუპერმატჩი ოკლაჰომაში და დონჩიჩის 43 ქულა - NBA ხმაურიანად დაიწყო!
[VIDEO] სტეფ კარის მორიგი შოუ - ბითაძის "ორლანდო" "გოლდენ სტეიტთან" დამარცხდა
რას კითხულობდნენ და კითხულობენ ქართველი სპორტსმენები? - ახალი რუბრიკა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
[VIDEOS] ბითაძის "ორლანდო" "ფილადელფიასთან" დამარცხდა, კავაი ლეონარდი პლეი-ოფს მიღმა დარჩა
[VIDEOS] ბითაძის 4 დაფარება - "ორლანდო" პლეი-ოფშია გავიდა, სტეფ კარიმ და "გოლდენ სტეიტმა" სეზონი ნაადრევად დაასრულეს
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს