მარტვილის "მერანის" 25 წლის თავდამსხმელი დღეს, საქართველოს თასის ფინალში ყოფილ გუნდს დაუპირისპირდება
დღეს, 22 ნოემბერს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ქუთაისის "ტორპედო" და მარტვილის "მერანი" დაუპირისპირდებიან. შეხვედრა ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, 19:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას "პირველი არხი" წარმოადგენს.

- მერანი VS ტორპედო - "მერანი" პირველად, "ტორპედო" მეშვიდედ!

პირველლიგელ "მერანში" ბევრი ცნობილი ფეხბურთელი თამაშობს. მათ შორის გამორჩეულია ეროვნული ნაკრების ყოფილი კანდიდატი ნიკა საბანაძე. 25 წლის თავდამსხმელი მარტვილის კლუბში წლეულს, ზაფხულში ჩაირიცხა. მანამდე კი რამდენიმე გუნდში უთამაშია, მათ შორის, 5 წელი დღევანდელი მეტოქის, ქუთაისის "ტორპედოს" რიგებში გაატარა - გულშემატკივრებმა ბომბარდირული თვისებებით დაჯილდოებული თავდამსხმელი სწორედ ქუთაისური კლუბიდან გაიცნო.

საბანაძე ამბობს, რომ ფინალი ამის გამო კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა.

- არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს, ტრავმირებული ვიყავი. სინამდვილეში, მხოლოდ საჩხერის "ჩიხურასთან" თასის ნახევარფინალში არ მითამაშია, რადგან ზედმეტი ყვითელი ბარათები მქონდა. მას შემდეგ ისევ ჩვეულებრივად ავთამაშდი.

- ფინალზე ვილაპარაკოთ. პირველი ლიგის გუნდისთვის მარტო ფინალში გასვლაც კი გმირობად ჩაითვალა...

- ჩვენ ის შევძელით, რაც აქამდე მხოლოდ "გაგრამ" მოახერხა. მაგრამ მხოლოდ ფინალში გასვლით არავინ კმაყოფილდება, როცა თასი ხელის გაწვდენაზეა. ძალიან დაძაბული და საინტერესო თამაშის მოლოდინში ვართ და იმედია, კარგი სანახაობაც იქნება.

- სურვილი გასაგებია, მაგრამ თქვენი აზრით, პირველლიგელს უმაღლესი ლიგის წარმომადგენლის დამარცხება შეუძლია?

- ჩვენი ბიჭების მეიმედება. თავიდან ისეთი კარგი შემადგენლობა შეიკრიბა, ყველა ფიქრობდა, რომ პირველ ლიგაშიც უპრობლემოდ გავიმარჯვებდით, მაგრამ ნელ-ნელა "დავიქოქეთ" და ნამდვილ გუნდად ახლა ჩამოვყალიბდით. ძალიან მეგობრული გუნდია, მწვრთნელსაც კარგად გავუგეთ და შევთამაშდით. დარწმუნებული ვარ, ასეთი შემადგენლობით უმაღლეს ლიგაშიც ბევრი ვერ დაიკვეხნის. მოგების უნარი რომ გვაქვს, "ჩიხურასთანაც" დავამტკიცეთ - გუნდი, რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძვის, 3:0 დავამარცხეთ!

ასე რომ, მჯერა, ზესტაფონურ ფინალშიც მაგრად ვიბრძოლებთ.

- "ტორპედოს" როგორ დაახასიათებდით?

- ეს ჩემი ყოფილი გუნდია და ფინალში ორმაგი მოტივაცია მაქვს, ოღონდ - უარყოფითი მუხტის გარეშე. ჩხეტიანმა გუნდს ხელი დაატყო და ვხედავთ, რომ "ტორპედო" აშკარად იზრდება. ბოლო ტურებსა და იმავე თასის ნახევარფინალში ისეთი ფეხბურთი აჩვენა, სასიამოვნო სანახავი იყო...

მაგრამ შევეშვათ იმას, რომ სამშაბათს ფინალია და ეს გუნდი ჩემი მოწინააღმდეგეა. "ტორპედოს" ყოფილი ფეხბურთელი ვარ და ეს გუნდი ჩემთვის ბევრს ნიშნავს. დიდ ფეხბურთში ფეხი იქ ავიდგი და ქუთაისში გამოვჩნდი. მიყვარს ეს ქალაქიც, გუნდიც და მისი ქომაგებიც. ბოლოს და ბოლოს, იქ არაერთი მეგობარი დავტოვე და "ტორპედოს" წინსვლა ამიტომაც მახარებს.

- არის მოლოდინი, რომ სტადიონი გაივსება...

- ქუთაისსა და მარტვილში ფეხბურთი ისე უყვართ, ტრანსპორტი რომ არ გამოეყოთ, ხალხი თავისით მაინც წამოვიდოდა. დარწმუნებული მარტო იმაში კი არ ვარ, რომ სტადიონი ბოლომდე შეივსება, ასე მგონია, თამაშზე მოსვლის ბევრი მსურველი სტადიონს მიღმა დარჩება. 4 600 ადგილს მარტო გუნდების ფანები შეავსებენ.

ყველამ იცის, ქუთაისში რა მაგარი გულშემატკივრები არიან. მარტვილს კი ასეთი წარმატება არასოდეს ღირსებია და ხალხი ქუჩაში რომ გვხვდებოდა, დიდიან-პატარიანად ყველა ფინალზე გველაპარაკებოდა. ასე მგონია, თითქმის მთელი ქალაქი ზესტაფონში ჩამოვა. ზესტაფონელებსაც ხომ ძალიან უყვართ ფეხბურთი... ამიტომაც მგონია, რომ სტადიონი აუცილებლად შეივსება...

სიმართლე გითხრათ, მე ფინალს ისე ველოდები, როგორც ზეიმს და სწორედ ამ მიზეზით - სავსე ტრიბუნების წინაშე თამაშის პერსპექტივა მახარებს. ეს დიდი სიამოვნებაა, რომელსაც საქართველოში მხოლოდ რაიონების პატარა სტადიონებზე ვგრძნობთ და მინდა, ეს თასის ფინალშიც განვიცადო. ამის გარეშე ფეხბურთელი ნამდვილ სათამაშო განწყობას ვერ შეიქმნის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

bajo
მერანმა უნდა ასახელოს სამეგრელო.
jarji21
წარმატებები მერანს გააგორეთ აბა ტორეპდო 5-0 ზე :)
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ...უკვე მაშინ, როცა ყველა პენალტებისთვის ემზადებოდა - "დილა" ნახევარფინალშია!
[VIDEO] საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
კუთხურიდან ჩახვეული ბურთი, წითელი ბარათები, პენალტები - ე-ლიგა 2-ის პლეი-აუტები დაძაბულად დასრულდა [VIDEO]
პლეი-ოფი. "ტორპედო" - "მერანი" [LIVE]
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს იმატებს
შოთა არველაძე: მადლობა "მერანს" - ქუთაისს, ბათუმის მსგავსად, ახალი სტადიონი სჭირდება
ნიკა საბანაძე ბათუმის "დინამოს" ღირსებას დაიცავს
ქუთაისური დრამა - სეზონი "ტორპედოს" ბრწყინვალე ქამბექით დაიხურა! [VIDEO]
ეროვნული ლიგის XXIV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
შუქურა-სამტრედია 2:2 - სოსიაშვილი ქულით დაბრუნდა
ეროვნული ლიგა. XXIV ტურის წინ: პაუზამდე
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
ნიკა საბანაძე: ასეთ მწვრთნელთან უნდა გააკეთო ყველაფერი, რაც შეგიძლია
სამტრედია-ტორპედო 1:1 - დერბი, განსხვავებული ტაიმები და ლოგიკა [VIDEO]
"ტორპედოს" რთული მისია და გაძევება სტარტზე - ქართული პლეი-ოფი [VIDEO]
"მაჭარაძე, მამაშენთან ერთად უნდა მო..." - მსაჯს ლამის კომენტატორმაც აგინა [VIDEO]