<p>"ბარსელონას" ლაზარეთიდან ჩავი და ჟეფრენ სუარესი უბრუნდებიან - ამ ორმა ფეხბურთელმა გუნდთან ერთად უკვე ივარჯიშა <br> "ბარსელონას" ლაზარეთიდან ჩავი და ჟეფრენ სუარესი უბრუნდებიან - გუშინ ამ ორმა ფეხბურთელმა უკვე გუნდთან ერთად ივარჯიშა. სხვათა შორის, თუ ფოტოს კარგად დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ "ბარსას" სავარჯიშო ფორმაზე სიახლეა - გაჩნდა სარეკლამო წარწერა: "ყატარ ფაუნდეიშნ".</p><p>ამასობაში, პეპ გვარდიოლას გუნდი სეზონში ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი მატჩისთვის ემზადება - ხვალ "მესტალიაზე" ჩემპიონი "ღამურებს" ეწვევა და, თუ არც იქ წაიფორხილა, მერე, ალბათ, ვერც ვერავინ შეაჩერებს. ჩავიმ კვირასაც ივარჯიშა ინდივიდუალურად, გუშინ კი გუნდთან ერთად დაიტვირთა, მაშინ როცა, კარლეს პუიოლი და ვიქტორ ვალდესი ტრენაჟორთა დარბაზში ინდივიდუალური ვარჯიშით შემოიფარგლნენ. გვარდიოლამ ამჯერად მინიო და ნოლიტო დაიმატა სარეზერვო გუნდიდან. დღეს კიდევ ერთი ვარჯიში გაიმართება ჟოან გამპარის ბაზაზე და უფრო ცხადი გახდება, შეძლებს თუ ვერა "ბარსას" ნახევარდაცვის მაესტრო "ვალენსიასთან" თამაშს.</p><p>ამასობაში, დანიელ ალვეშმა კლუბის ოფიციალურ საიტს განუცხადა, რომ სხვა კლუბში თამაში ვერც კი წარმოუდგენია. ბრაზილიელი ოპტიმისტურად არის განწყობილი და იმედოვნებს, რომ სულ მალე ახალ კონტრაქტს დაიმსახურებს: "ვერ წარმომიდგენია ალვეში "ბარსას" გარეშე. ჩემზე, რომ იყო დამოკიდებული, 100%-ით გეტყოდით, რომ ვრჩები, მაგრამ მოლაპარაკებას ორი მხარე აქვს. ჩემი სურვილი და ოცნება ერთია - გავარგძელო კარიერა იქ, სადაც ვარ - "ბარსელონაში". მოლაპარაკება მიდის და მერწმუნეთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ფულზე დამოკიდებული, შესათანხმებელია სხვა საკითხებიც".</p>
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"