ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ (UWW)
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალური საიტის ცნობით, თავისუფალი სტილით მოჭიდავეს, გიორგი გოგშელიძეს 2008 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალი გადაეცემა, შესაბამისად კი - პეკინში მიღებული ბრინჯაოს მედლის დაბრუნება მოუწევს.

ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ (UWW), რომელმაც გაითვალისწინა მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) დოპინგტესტების შედეგები და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემები.

ამ დოკუმენტების მიხედვით, 96 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე და ფინალში გასულ თაიმურაზ თიგიევს (ყაზახეთი) განმეორებით სინჯშიც აღმოუჩინეს აკრძალული პრეპარატის - ტურინაბოლის კვალი. არსებული წესების თანახმად, პეკინში თიგიევის მიერ ნაჩვენები შედეგი ანულირებულია. შესაბამისად, ბრინჯაოსან გიორგი გოგშელიძეს, რომელიც ნახევარფინალში სწორედ თიგიევთან დამარცხდა, მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი მიენიჭა.

ამავე წონაში ბრინჯაოს მედალს მიიღებს მეხუთეადგილოსანი მიშელ ბატისტა (კუბა), რომელმაც სამედლო ბრძოლა გოგშელიძესთან წააგო.

ასევე გადაისინჯება პეკინის ოლიმპიადის შედეგები თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობის კიდევ რამდენიმე წონით კატეგორიაში.

წყარო: geonoc.org.ge

თემური
მაშინ ფედერაციამ საპრიზო თანხა (სხვაობა) უნდა დაუმატოს
კონსტანტინე პეტრიაშვილმა 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"მოჭიდავეს წაგება არ უნდა აშინებდეს, მის გარეშე მოგება არ მოდის"
მსოფლიოს საკლუბო თასი: ელიზბარ ოდიკაძე საუკეთესო მოჭიდავედ აღიარეს
დოპინგ-სკანდალი - დავით მოძმანაშვილი ოლიმპიურ ჩემპიონად გამოცხადდება?
"ჩემპიონი" მსოფლიოს საკლუბო თასზე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს
მსოფლიოს საკლუბო თასზე "ჩემპიონმა" მეხუთე ადგილი დაიკავა
დოპინგ-სკანდალი: ზოიძეს ოქროს აძლევენ, მელიას ვერცხლს ართმევენ