ამერიკამ თავს კლინსმანის გარეშე უნდა უშველოს
იურგენ კლინსმანი ამერიკის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. აშშ-სთვის ბოლო პერიოდი არც ისე წარმატებული გახლდათ და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ძალიან ცუდად დაიწყო, ნაკრებმა მექსიკასთან შინ 1:2 წააგო, ხოლო შემდეგ, სტუმრად კოსტა რიკასთან განადგურდა - 0:4.

ასე დაესვა წერტილი 52 წლის კლინსმანის ამერიკულ თავგადასავალს. შეგახსენებთ, რომ სექტემბერში, როდესაც სემ ელარდაისი წავიდა, მას ისევ უკავშირებდნენ ინგლისის ნაკრებს. კლინსმანი აწ უკვე ყოფილ თანამდებობაზე 2011 წლიდან მუშაობდა.

"ჩვენ ვიცით და გვჯერა, რომ ძალიან კარგი ნაკრები გვყავს, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს. გუნდის ზრდისთვის და სიტუაციის გამოსასწორებლად, გადავწყვიტეთ, რომ სხვა მიმართულებით წასვლა იყო საჭირო.

რასაკვირველია, მუნდიალზე გასვლის შანსი ჯერ კიდევ არის და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. შესარჩევი ეტაპის მორიგი მატჩი მარტშია და შესაბამისად, გადაწყობისთვის დრო ჯერჯერობით გვაქვს" - განაცხადა ამერიკის ფეხბურთის ფედერაციის მეთაურმა სუნილ გულატიმ.

დიდი შანსია იმის, რომ 10-წლიანი პაუზის მერე ამერიკის ნაკრების სათავეში 65 წლის ბრიუს არენა დაბრუნდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
ხვიჩას სცენარი მეორდება - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას მაგალითზე ვერაფერი ისწავლა?
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
მბაპე "ლივერპულში" გადასვლაზე თანახმაა
ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ნაადრევად დაასრულეს
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
ანდრეი შევჩენკოს ვაჟი ინგლისის მე-7 დივიზიონის კლუბში გადავიდა
ამერიკის ნაკრების მწვრთნელი ბრიუს არენა გადადგა
"ჰერტა" სუპერკლუბობას ლამობს - ჯაკას, გიოტცეს და დრაქსლერის შეძენას შეეცდება
კლინსმანი სამხრეთ კორეის ნაკრებიდან დაითხოვეს
იურგენ კლინსმანმა განმარტა, რატომ დატოვა დანიშვნიდან 2.5 თვეში "ჰერტა"
კლინსმანმა გამოთქვა მოსაზრება, რატომ გააფუჭა კეინმა მეორე პენალტი საფრანგეთის წინააღმდეგ
პირველად 2020 წლის შემდეგ - იურგენ კლინსმანი სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა
პრემიერლიგის მომაკვდინებელი დუეტები - ისინი არავის ინდობდნენ!