მერვედფინალში ხუთ გასულს კიდევ ამდენი შეემატა
წუხელ ჩემპიონთა ლიგის ოთხ ქვეჯგუფში მეხუთე ტურის თამაშები გაიმართა.

წინა ტურის შემდეგ ხუთ კლუბს გარანტირებული ჰქონდა მერვედფინალის საგზური (არსენალი, პსჟ, ატლეტიკო, ბაიერნი, დორტმუნდი). წუხელ მათ კიდევ ხუთი შეემატა: "მონაკო", "იუვენტუსი", "ლევერკუზენი", "ლესტერი" და "რეალი".

E ჯგუფი

ამ ჯგუფის ერთი მატჩი მოსკოვში სხვებზე ადრე გაიმართა - ცსკა-ს ბოლო შანსი ჰქონდა პლეი ოფის საგზურისთვის ებრძოლა. ამისთვის კი "ლევერკუზენი" უნდა დაემარცხებინა. ეს არ მოხდა და რუსული არმია ნაადრევად ემშვიდობება ჩემპიონთა ლიგას. მასპინძლებს თამაშგარე ეგონათ, მაგრამ კევინ ფოლანდმა მე-16 წუთზე წესების სრული დაცვით გაუტანა ცსკა-ს გოლკიპერ იგორ აკინფეევს კამპლის ჩაწოდების შემდეგ. აკინფეევმა ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 42-ე მატჩში გაუშვა გოლი, ეს მართლაც საოცარი ანტირეკორდია, რომელსაც ალბათ, კარგა ხანს ვერ გაიმეორებს სხვა გოლკიპერი. ცსკა-მ არ წააგო, 76-ე წუთზე მარიო ფერნანდესს უცნაურად შეეჯახა ბენიამინ ჰენრიხსი, თან ეს გერმანელთა საჯარიმოში მოხდა, ბებრას ნათხომ კი პენალტი გამოიყენა - 1:1.

"მონაკომ" "ტოტენჰემს" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. არადა, პირველ ტაიმში რადამელ ფალკაომ უგო ლორისს პენალტი ვერ გაუტანა. მეორე ტაიმის დასაწყისში სიდიბემ "მონაკო" დააწინაურა, მაგრამ ჰარი კეინმა პენალტით გაათანაბრა. 53-ე წუთზე სიდიბეს პასით ლემარმა ჟარდიმის გუნდს სამი ქულა მოუტანა. ამ გამარჯვებით "მონაკო" მერვედფინალში პირველი ადგილით გავიდა, "ლევერკუზენი" ყველა ვარიანტში მეორე ადგილზე დაასრულებს ჯგუფს, "ტოტენჰემი" ლიგიდან გავარდა.

F ჯგუფი

"სიგნალ იდუნა პარკზე" 12 გოლი გავიდა, აქედან 8 ვაკო ყაზაიშვილის "ლეგიას" კარში - 8:4. ჩვენებური სათადარიგო იყო და ამ ჭკუამხიარულ მატჩში თამაშის შანსი არ მისცემია. მარკო როისმა ჰეთ თრიკი შეასრულა, შინჯი კაგავამ - დუბლი, თითო გოლი შაჰინის, პასლაკისა და დემბელეს ანგარიშზეა.

იხილეთ ვიდეო

მადრიდის "რეალმა" ლისაბონში "სპორტინგს", რომელმაც 10 კაცით დაასრულა მატჩი, 2:1 მოუგო. რაფაელ ვარანმა გახსნა ანგარიში. მეორე ტაიმში რიცხვმცირე პორტუგალიელებმა ადრიენ სილვას პენალტით გაათანაბრეს, მაგრამ მატჩს წერტილი ქარიმ ბენზემამ დაუსვა. უკვე გასულ "დორტმუნდს" "რეალიც" შეუერთდა.

იხილეთ ვიდეო

G ჯგუფი

"ლესტერ სიტიმ" მიზანს იოლად მიაღწია, ოკაზაკისა და მაჰრეზის გოლებით 2:1 მოუგო აუტსაიდერ "ბრიუგესა" და დებიუტანტი გუნდი მერვედფინალში განაღდებული პირველი ადგილით გავიდა.

იხილეთ ვიდეო

"კოპენჰაგენი" შინ "პორტუს" 0:0 ეომა და შანსები შეინარჩუნა.

H ჯგუფი

დღის ყველაზე საინტერესო შეხვედრა "სანჩეს პისხუანზე" გაიმართა. მოულოდნელად, თითქმის განახევრებულმა "იუვენტუსმა" შეძლო სტუმრად "სევილიას" დამარცხება - 3:1. 36-ე წუთიდან მოყოლებული ანდალუსიელები 10 კაცით თამაშობდნენ (ვასკესი გააძევეს), მანამდე კი "სევილია" ნიკოლას პარეხას ლამაზი გოლით იგებდა. ტაიმის მიწურულს მათ კარში კლატენბურგმა პენალტი დანიშნა, რომელიც მარკიზიომ გოლად აქცია.

მატჩის ბოლოსკენ კი "სევილია" გატყდა და ბონუჩისა და მანჯუკიჩის გოლებით "იუვემ" სასურველი სამი ქულა მოიპოვა. ამით "ბებერმა ქალბატონმა" საგზური გაინაღდა.

იხილეთ ვიდეო

"სევილია" კი ზაგრების "დინამოს" მომგებ "ლიონს" ესტუმრება ძალზე მნიშვნელოვან დაპირისპირებაში.

E ჯგუფი

ცსკა-ლევერკუზენი 1:1

გოლები: 0:1 ფოლანდი (16), 1:1 ნათხო (75-პენ.)

ცსკა (4-2-3-1): აკინფეევი - ფერნანდესი, ვ. ბერეზუცკი, ა. ბერეზუცკი, შენნიკოვი - ვერნბლუმი, ნათხო - მილანოვი, გოლოვინი, ძაგოევი (83. ტრაორე) - ჩალოვი (90. სტანდბერგი)

ლევერკუზენი (4-4-2): ლენო - იედვაი, თა, თოფრაქი, ჰენრიხსი - ბრანდტი (71. ჰავერტცი), არანგისი, კამპლი (90. მეჰმედი), ჩალჰანოღლუ - ჩიჩარიტო (81. ბაუმგარტლინგერი), ფოლანდი

გაფრთხილება: 2-3; კუთხური: 5-4; ჯარიმა: 14-12; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 9-7 (5-4); ბურთის ფლობა: 55%-45%; მაყურებელი: 19 000

მონაკო-ტოტენჰემი 2:1

გოლები: 1:0 სიდიბე (48), 1:1 კეინი (52-პენ.), 2:1 ლემარი (53)

მონაკო (4-4-2): სუბაშიჩი - სიდიბე, გლიკი, ჟემერსონი, მენდი - ფაბინიო, სილვა, ბაკაიოკო, ლემარი (81. მოუტინიო) - ფალკაო (89. რაგი), ჟერმენი (77. კარილიო)

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - ტრიპიერი, დაიერი, ვიმერი, როუზი - დემბელე (65. ერიკსენი), ვანიამა - ალი, ვინკსი (75. სისოკო), სონი (65. იანსენი) - კეინი

გაფრთხილება: 2-3; კუთხური: 5-7; ჯარიმა: 11-14; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 28-9 (17-7); ბურთის ფლობა: 41%-59%; მაყურებელი: 18 000

თ მ ფ წ ბ ქ

1. მონაკო 5 3 2 0 9-4 11

2. ლევერკუზენი 5 1 4 0 5-4 7

3. ტოტენჰემი 5 1 1 3 3-5 4

4. ცსკა 5 0 3 2 4-8 3

ბოლო ტური

7 დეკემბერი

ლევერკუზენი-მონაკო

ტოტენჰემი-ცსკა

F ჯგუფი

სპორტინგი-რეალი 1:2

გოლები: 0:1 ვარანი (29), 1:1 ე. სილვა (80-პენ.), 1:2 ბენზემა (87)

სპორტინგი (4-5-1): რუი პატრისიო - ჟ. პერეირა, კოატესი, სემედო, ზეეგელაარი - კარვალიო, სეზარი (62. კემპბელი), მარტინში, ე. სილვა, რუისი (67. სკელოტო) - დოსტი (77. ანდრე)

რეალი (4-2-3-1): ნავასი - კარვახალი, რამოსი, ვარანი, მარსელო (71. კოენტრაო) - მოდრიჩი, კოვაჩიჩი - ლ. ვასკესი, ისკო (67. ბენზემა), ბეილი (58. ასენსიო) - რონალდო

გაძევება: პერეირა (64. სპორტინგი)

გაფრთხილება: 3-2; კუთხური: 2-8; ჯარიმა: 16-9; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 4-7 (2-2); ბურთის ფლობა: 41%-59%; მაყურებელი: 50 000

დორტმუნდი-ლეგია 8:4

გოლები: 0:1 პრიოვიჩი (10), 1:1 კაგავა (17), 2:1 კაგავა (18), 3:1 შაჰინი (20), 3:2 პრიოვიჩი (24), 4:2 დემბელე (29), 5:2 როისი (32), 6:2 როისი (52), 6:3 კუჩარჩიკი (57), 7:3 პასლაკი (81), 7:4 ნიკოლიჩი (83), 8:4 როისი (90)

დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - როდე, გინტერი, ბარტრა (62. დურმი), პასლაკი - კასტრო, შაჰინი (70. ოაბამეიანგი) - კაგავა, პულიშიჩი, დემბელე (72. შურლე) - როისი

ლეგია (4-2-3-1): ჩერჟნიაკი - ბერეჟისკი, ჟერვინსკი, პაზდანი, რჟეჟნიჩაკი - გილერმე (55. იადლოვეცი), კოპჟინსკი - რადოვიჩი, ოფოე (75. ნიკოლიჩი), კუჩარჩიკი - პრიოვიჩი (69. ვიეტესკა)

გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 1-1; ჯარიმა: 11-11; თამაშგარე: 7-4; კარში დარტყმა: 28-18 (18-11); ბურთის ფლობა: 68%-32%; მაყურებელი: 80 000

თ მ ფ წ ბ ქ

1. დორტმუნდი 5 4 1 0 19-7 13

2. რეალი 5 3 2 0 14-8 11

3. სპორტინგი 5 1 0 4 5-7 3

4. ლეგია 5 0 1 4 8-24 1

ბოლო ტური

7 დეკემბერი

რეალი-დორტმუნდი

ლეგია-სპორტინგი

G ჯგუფი

ლესტერი-ბრიუგე 2:1

გოლები: 1:0 ოკაზაკი (5), 2:0 მაჰრეზი (30), 2:1 ისკიერდო (52)

ლესტერი (4-4-2): ცილერი - სიმპსონი, ჰუტი, მორგანი, ფუხსი - მაჰრეზი (68. შლუპი), კინგი, დრინკვოტერი, ოლბრაიტონი (78. ამარტეი) - ვარდი, ოკაზაკი (68. გრეი)

ბრიუგე (4-4-2): ბიუტელი - კულსი, პულენი, მეხელე, დე ბოკი (70. ვან რეინი) - სიმონსი, პინა (61. ლიმბომბე), კლოდემირი (85. ფერეირა და სილვა), ვანაკენი - ვოსენი, ისკიერდო

გაფრთხილება: 1-0; კუთხური: 11-7; ჯარიმა: 5-9; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 12-8 (9-3); ბურთის ფლობა: 51%-49%; მაყურებელი: 31 443

კოპენჰაგენი-პორტუ 0:0

კოპენჰაგენი (4-4-2): ოლსენი - ანკერსენი, ზანკა, იოჰანსონი, აუგუსტინსონი - ფალკ იენსენი (75. კუსკი), დელანი, კვისტი, ტუტუ (75. გრეგუსი) - პავლოვიჩი, ვერბიჩი

პორტუ (4-4-2): კასილიასი - მ. პერეირა, ფელიპე, მარკანო, ალექს ტელესი - რ. პერეირა, კორონა (88. ვარელა), ოტავინიო (84. ევანდრო), ტორესი, - ჟოტა, ანდრე სილვა

გაფრთხილება: 3-3; კუთხური: 3-5; ჯარიმა: 16-13; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 8-15 (1-5); ბურთის ფლობა: 51%-49%; მაყურებელი: 32 036

თ მ ფ წ ბ ქ

1. ლესტერი 5 4 1 0 7-1 13

2. პორტუ 5 2 2 1 4-3 8

3. კოპენჰაგენი 5 1 3 1 5-2 6

4. ბრიუგე 5 0 0 5 2-12 0

ბოლო ტური

7 დეკემბერი

ბრიუგე-კოპენჰაგენი

პორტუ-ლესტერი

H ჯგუფი

დინამო-ლიონი 0:1

გოლი: 0:1 ლაკაზეტი (72)

დინამო ზ. (4-1-4-1): ლივაკოვიჩი - მატელი (14. ერნანდესი), სიგალი, ბერკოვიჩი, პივარიჩი - კნეზევიჩი - სიტუმი, პავიჩიჩი (73. მაჩადო), გოიაკი, ჩორიჩი (52. იონასი) - ფერნანდესი

ლიონი (4-3-3): ანტონი ლოპეში - რაფაელი, იანგა-მბივა, ნ"კულუ, მორელი - ფერი, გონალონი, დარდერი (66. ტოლისო) - კორნიე (66. ფეკირი), ვალბუენა (88. რიბუსი), ლაკაზეტი

გაფრთხილება: 3-1; კუთხური: 1-5; ჯარიმა: 9-16; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 7-17 (2-8); ბურთის ფლობა: 37%-63%; მაყურებელი: 7 834

სევილია-იუვენტუსი 1:3

გოლები: 1:0 პარეხა (9), 1:1 მარკიზიო (45+2-პენ.), 1:2 ბონუჩი (84), 1:3 მანჯუკიჩი (90+4)

სევილია (3-5-2): სერხიო რიკო - რამი, პარეხა, მერკადო - ნ"ზონზი, მარიანო (76. კრანევიტერი), იბორა, ვიტოლო, ესკუდერო - ვასკესი, ვიეტო (46. სარაბია)

იუვენტუსი (4-4-2): ბუფონი - დანი ალვეში, ბონუჩი, რუგანი, ევრა (72. სტურარო) - ხედირა, მარკიზიო, პიანიჩი (84. კინი) - კუადრადო (87. კიელინი), ალექს სანდრო, მანჯუკიჩი

გაძევება: ვასკესი (36)

გაფრთხილება: 4-4; კუთხური: 5-5; ჯარიმა: 13-18; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 9-12 (1-5); ბურთის ფლობა: 45%-55%; მაყურებელი: 38 942

თ მ ფ წ ბ ქ

1. იუვენტუსი 5 3 2 0 9-2 11

2. სევილია 5 3 1 1 7-3 10

3. ლიონი 5 2 1 2 5-3 7

4. დინამო ზ. 5 0 0 5 0-13 0

ბოლო ტური

7 დეკემბერი

ლიონი-სევილია

იუვენტუსი-დინამო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილიამ" "ალავესს" ვერ მოუგო
"არსენალი" მზადაა "ლესტერის" ფეხბურთელის სანაცვლოდ 52 მლნ ევრო და გრანიტ ჯაკა გაიღოს
"მონაკომ" იჯარით "ლესტერის" თავდამსხმელი აიყვანა
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
[VIDEO] მძიმე მატჩი ლევერკუზენში - "არსენალმა" ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი ვერ მოიგო
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილია" "რეალთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
"მსაჯმა მატჩის მოგების შანსი წაგვართვა" - "სევილიას" მწვრთნელი 1:4 მარცხის შემდეგ
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] სათადარიგო საზონოვი და ქოჩორაშვილი შეცვლაზე - "ხეტაფემ" "სევილიას" მოუგო
"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის 100 მილიონად შეძენას აპირებს
პსჟ-ს მომავალ სეზონში ახალი მეკარე ეყოლება?
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
მიქაუტაძის საგოლე პასი - "ვილიარეალი" "დორტმუნდთან" დამარცხდა
ერთი მბაპე გააძევეს, მეორემ გაიტანა - "მანჩესტერ სიტიმ", "ბეტისმა" და "რეალმა" გაიმარჯვეს
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
კვლავ ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "პორტუს" ბარიერი გადალახა
[VIDEO] "ფენერბაჰჩე" "სლავიასთან ფრეს დასჯერდა, "დორტმუნდმა" კი "საბაჰი" დაამარცხა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
ოლივერ გლასნერს "ბაიერი" დაუკავშირდა
"ქალს საბანკო რეკვიზიტები ვთხოვე, შემდეგ კი..." - აი, ასე იძია ბონიფასმა შური
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
თურქული მედია: მანუჩარ მარკოიშვილი "გალათასარაის" ჩაიბარებს
ლუის ენრიკე: ბარკოლას წასვლა ყველასთვის მომგებიანია
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
"ამდენი რამ კარიერაში იმიტომ გავაკეთე, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მიმითითონ, დავარტყა თუ არა?!"
მაჰრეზის ყოფილმა მეუღლემ ქორწინების დასრულების მიზეზად "მანჩესტერ სიტი" დაასახელა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"მანჩესტერ სიტი" მზად არის, საკუთარი სატრანსფერო რეკორდი გააუმჯობესოს
"მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ სახლში "მონაკოსთან" მარცხი განიცადა და მხოლოდ 2 ქულის ამარაა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
"ლესტერის" მცველი შესაძლოა "ჩელსიში" ზაფხულში გადავიდეს
ოფიციალურად: იულიან ბრანდტი "აიაქსის" ფეხბურთელია
"უნდა ვაღიაროთ, რომ "ბაიერნი" ევროპაში საუკეთესო კლუბია