ჩვენს ჯგუფში ისეთი ნაკრებებია, ყველასთან რომ შეიძლება ბრძოლა და გამარჯვებაც...
- ყველაფერი გამოვა! - ასეთი გახლდათ საქართველოს ნაკრების სნაიპერის, თორნიკე შენგელიას სიტყვები ევრობასკეტი 2017-ის წილისყრის შემდეგ. მოვხვდით ისრაელის ჯგუფში, სადაც მასპინძლების გარდა, ლიტვას, იტალიას, უკრაინასა და გერმანიას ვეთამაშებით.

- ევრობასკეტი 2017: ჯგუფები და მატჩების სრული კალენდარი

ჯგუფიდან მერვედფინალში (რომელიც თურქეთში გაიმართება) ოთხი გუნდი გადის. გავალთ?

ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან ადრეა, ევროპის ჩემპიონატი ხომ 31 აგვისტოს იწყება. დღეს მხოლოდ ის შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს ჯგუფში ისეთი ნაკრებებია, ყველასთან რომ შეიძლება ბრძოლა და გამარჯვებაც...

ლიტვა 0:5

პირველი მატჩი 31 აგვისტოს ლიტვასთან გველის. რევანში გვაქვს ასაღები - ევრო-2015-ის მერვედფინალში ხომ ლიტველებთან, ფაქტობრივად, მოგებული თამაში წავაგეთ. თუმცა უნდა გავიხსენოთ, რომ ის იყო საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი თავის ისტორიაში, ხოლო ლიტველებისა - ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ევრობასკეტზე.

ლიტველებთან დიდი სხვაობითაც წაგვიგია და კაუნასში ოვერტაიმიც გვითამაშია (ძირითადი დრო 77:77). ბალტიისპირელები ჯგუფში პირველი კალათიდან მოხვდნენ და, ცხადია, ჩვენთანაც ფავორიტები იქნებიან.

გერმანია 0:2

2 სექტემბერს გერმანიას დავუპირისპირდებით. ამ გუნდთან ოფიციალური მატჩი არ გვითამაშია. ამხანაგურად ათიოდე წლის წინ გავეჯიბრეთ (ორჯერ), ნოვიცკი რომ ნოვიცკობდა. ორჯერვე დავმარცხდით.

დირკი აღარ თამაშობს, სამაგიეროდ, "ატლანტა ჰოქსის" უკანახაზელი შრიოდერი თამაშობს, თუმცა სიტუაციას რეალურად რომ შევხედოთ, საქართველოს ნაკრებზე სახელოვანი შემადგენლობა ნამდვილად არ ჰყავს.

ალემანებმა შესარჩევი ეტაპიც არასტაბილურად ჩაატარეს, ჩვენთვის კარგად ნაცნობ ჰოლანდიასთან ჯერ სტუმრად მოიგეს, შემდეგ შინ დამარცხდნენ.

უკრაინა 6:1

3 სექტემბერს უკრაინაა. როგორც ფინეთის ნაკრებია საქართველოსთვის კერკეტი კაკალი, ასევეა საქართველო - უკრაინისთვის. ამის მთავარი მიზეზი ტაქტიკაა - უკრაინელებს არ ჰყავთ მაღალი დონის პერიმეტრის მოთამაშეები, რომლებსაც სამქულიანებით შეუძლიათ ჩვენი კალათის დაცხრილვა. ჰოდა, ვისაც ეს არ შეუძლია, საქართველოსთან ყველა განწირულია.

უკრაინელები ორი NBA-მოვლილი ცენტრით ამაყობენ, ფესენკოთი და კრავცოვით. თუმცა ამ ზაფხულს თბილისშიც იყვნენ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ქართველ ცენტრებთან სათქმელი ბევრი არაფერი აქვთ. სხვათა შორის, მწვრთნელმა ილიას ზუროსმა იმ მატჩში ზაზა ფაჩულია დაასვენა, მაგრამ ფარქვეშ მაინც ვაჯობეთ, გიორგი შერმადინის დამსახურებით.

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე ტკბილად გასახსენებელი მომენტი ევრობასკეტი 2011-ზე უკრაინის დიდი სხვაობით დამარცხებაა, რამაც მომდევნო ეტაპის საგზური მოგვიტანა.

ისრაელი 3:4

უკრაინასთან მატჩის შემდეგ ერთი დღე დავისვენებთ და 5 სექტემბერს მასპინძლებს "დავეჭიდებით". ისრაელის ნაკრებთან ოფიციალურად ორჯერ ვითამაშეთ და ორჯერვე დავმარცხდით. თუმცა ეს 90-იან წლებში იყო. ებრაელებს ახლაც კარგი გუნდი ჰყავთ, "საკრამენტო კინგსის" ფორვარდ ომრი კასპის იმედიც აქვთ. თუმცა, პირველ რიგში, ადგილობრივი გულშემატკივრის იმედი უნდა ჰქონდეთ...

თუმცა ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა კარგად მიგვანიშნებს საქართველოსა და ისრაელის ნაკრებების ძალთა თანაფარდობაზე: თანაბარი გუნდებია და გამარჯვება ნამდვილად შეიძლება. ჩვენს ნაკრებს მასპინძლისა რომ არ ეშინია, გასულ ევროპის ჩემპიონატზეც დაამტკიცა - ხორვატიას დამაჯერებლად მოუგო.

იტალია 0:8

ჯგუფის ბოლო შეხვედრა იტალიასთან გველის, 6 სექტემბერს. აპენინელებს რვაჯერ ვეთამაშეთ. ჯერ ერთი მოგებაც არ გვაქვს.

შარშან NBA-ს სამი კალათბურთელით გაძლიერებულ იტალიის ნაკრებთან ორი ამხანაგური მატჩი ჩავატარეთ. თბილისში "აძურამ" საოცარი სიზუსტით სტყორცნა და 87:67 მოგვიგო: 30-დან 20 ორქულიანი (66.7%), 22-დან 12 სამიანი (54.5%), 14-დან 11 საჯარიმო (78.6%).

თუმცა რამდენიმე დღეში მათსავე ქალაქ ტრიესტეში სულ სხვა თამაში გამოვიდა, ბოლო წამებზე სამჯერ მოვხსენით ბურთი მასპინძელთა ფარქვეშ, მაგრამ ვერ ჩავაგდეთ. შეხვედრა სხვა ქვეყანაში რომ ჩატარებულიყო, დიდი ალბათობით, ბოლო წამებზე ჯარიმასაც მოვიპოვებდით, მაგრამ... იტალიაში 90:91 დავმარცხდით.

ასე რომ, ზოგს რომ ჰგონია, "სკუადრა აძურასთან" განწირულები ვართ, მთლად ასე არ არის საქმე.

ჩვენს მომავალ მეტოქეებზე უფრო დაწვრილებით შემდეგში მოგითხრობთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შოთა გუგეშაშვილი
ნუ ნევრიულობტ ორი ტამაშის მოგება გვინდა და მოვიგებტ გერმანია და უკრაინა ფინეტან რომ მოვხვედრილიყოტ შანსი ნაკლები იყო
დათი
ისე გამოვიდა, რომ შესარჩევში ჩვენს ჯგუფში მეორე ადგილზე გასული გუნდი უკეთეს ჯგუფში მოხვდა, მონტენეგროს ადგილზე, რომ ვიყოთ უნგრეთსა და რუმინეთს ნამდვილად მოვუგებდით და მინიმუმ 4-ე ადგილი გარანტირებული გვექნებოდა, თუმცა არა უშავს, უკრაინას და გერმანიას აუცილებლად მოვუგებთ,
M.Z.
ოდალა ნაღდი მოაზროვნე ქართველია,რაო ლიტვას სჯობიხარ სამშობლოს,შენი ხალხის სიყვარულში თუ იტალიას?рაქტია! ორივე ნაკრები ჩვენზე მაგარია ,მინიმუმ ხუთ-ხუთი მოთამაშე ჰყავთ ენბეაში. აბრევიატურის გალექსვა და მხოლოდ შაირები კაფიაობა რომ შველოდეს ქვეყნის სიძლიერეს ან ბაირაღების ცვლა წამდაუწუმ,რაღა გვიჭირს სოფლის შენებისას,ან ვინ მოგცათ ნება,ქვეყნის საქართველოს ერთფიროვნულად მითვისებისა სხვათა ქართველთა ხელისკვრისა სამშობლოს სიყვარულში თანადგომისა დაურთიერთმხარში დგომისაგან და საერთოდ უვარგის მოცეკვავეს რაც Uშლის ყველა ქართველმა კარგად უწყის როგორც ის რომ ბორჯღალ-ჯვარი და თეთრбვერცხლის ფერ,"სიწმინდის"ფერ ფონზე,ოთხი ჯვარიანი ჯვრისა ქვეშ,დიდგორისა სხვათა ქართველთა გამარჯვებების-ძლევაითა საკვირველთა ჟამს ქართველთა ბაირაღებზე იყო გამოსახული დავითიან თამარიანის სხვა ქართულ ჰერალდიკებთან ერთად,და რომ ჯვაროსნები ვართ!ვაზის ჯვრით დაღდასმულები-კოჭებზე გვამჩნევია ,ზოგიერთთა ფათოლოგიურად ფედანტერესტებისა აუგსიტყვიანთა ეთერში საჯაროდ,მაუწყებელთა გამონაკლისით!Р.S.ratom არ ბეჭდავთ ჩემსა ქართველის მესიჯს-ქართველებო?ქუთაისელს,იმერლების სახელით "მოღაღადეს"-გადი შე დალოცვილო გადახედე გელათის ფასადზე ქართველ ჯვაროსანთა ჯვრებს ქვადში ამოკვეთილს ან ვატიკანის და ბრიტანეთის თუ ერუშალაიმის საცავებში მოინახულე დავითის დროინდელი ქართული ბაირაღების აღწერები,იტალიელი თუ ინგლისელი შუა საუკუნეების მისიონერებისა და ქართველთა -ჯვაროსნულ ომებში რწმენისთვის და რჯულისთვის მონაწილე ათასეულების რაოდენობრივი მაჩვენებლები.ორის სიტყვით საქმით მტკიცდება ქართველთ ,სამშობლოს ურთიერთმხარში დგომა და არა სიტყვების ბრახა-ბრუხით,ეს გვიშლის,თუ ისაო!ამას კალათბურთელების გასაგონადაც ვამბობ და ეგოისტ დაუფიქრებელ ქართველების გასაგონადაც რასაც არ უნდა განაგებდენ თუ თამაშობდენ-გიყვარდეთ ქართველი ხალხით,ემსახურეთ ქვეყანის სიძლიერეს!ამგვარად ბრტყლად "დავაბრახუნებ"თუმცაღა არ მჯერა "სიტყვისა თუნდაც ქართულად მთქმელისა,მისისა საქმენი ქართველობენ მხოლოდა" -ამონარიდი ასომთავრულიდან -ადრეული შუასაუკუნეებიდან ,ქართველი უცნობი ბერის მესიჯიდან,-ნუსხთაღწერიდან თვისი ყოველდღიურობისა ყოფისა, ერთ ერთ ევრო მონასტერში.
odala-s
იტალიასან მოვიგეთ, როცა მესამე დამატებული ჩავაგდეთ დრო არ იყო ამოწურული. ისე კი შანსი, როგორც მოგების ისე წაგების ყველასთან გვაქვს.
adiloi, adoloi, dila odela, adilo!!!
odala-ს. მართლა ოდალა ხარ რა!!!! შეგვეშვით რა ეს არაქართული სულის ადამიანები. მიხედეთ თქვენს სექტებს და ჩვენ ქართველები, ავად თუ კარგად, როგორმე მოუვლით ჩვენს თავს. გამომივიდნენ აქ პედანტარესტები.
ქუთაისელი
ჩვენ ჩვენ თავს ჯვაროსნებს ნამდვილად არ უნდა ვეძახდეთ. დავიწყოთ იქიდან,რომ ეს დროშა ქართული არ არის და თავს მოახვიეს სანაცეთმა მთელ საქართველოს ეს თავიანთი პარტიული დროშა,ქართული დროშა უფრო სხვა სხივის მატარებელია და გამარჯვებებით დაკვებებული. გორგასლიან,დავითიან-თამარიანის დროშა ქართული დროშაა,რომლის წინამძღოლობითაც გამარჯვებები იჭედებოდა,ნახე ბორჯღალოსნები ქართული ბორჯღალის უჩინარი დახმარებით რა გამარჯვებებს ჭედავენ,მავანი ირონიულად გაიცინებს კი ბატონო გაიცინეთ,მაგრამ ერთ რამეში დამეთანხმეთ,რომ ეს ქართული დროშა არ არის და სანამ ამ დროშას არ შევცვლით,რომელიც სადისტ ჯვაროსნების ლაშქრობებთან ასოცირდება,მანამ ჩვენი ქვეყანა ვერც პოლიტიკურ და ვერც საფეხბურთო და ვერც სხვა სპორტულ არენაზე დიდ წარმატებებს ვერ მიაღწევს.
odala
მსაჯებმა დაგჩაგრეს იტალიასთან თორემ მოიგებდი, ლიტვასთან მოგებული თამაში წააგე :))) მოგებული იცი რას ნიშნავს? 10 ქულით რომ იგებ 2 წუთით ადრე. ლიტვასთან როგორც მახსოვს ჩვენ წამოვეწიეთ. შეეშვით ხალხის შეცდომაში შეყვანას. იტალიასთან კიდევ ისევე არა გაქვს შანსი როგორც ახლა მე ამ კომენტარს ვწერ.
Lasha-s bs
მთელი მსოფლიოსთვის ჯვაროსნები არინ სისხლისმსმელი ვითომ რაინდები და ჩვენ თუ დავიჩემეთ გამოვალთ ზუსტადაც ის სისხლისმსმელები და არა სარწმუნოების მცველები. გულში ჩვენ რა გვაქ არავინ იცის, ასე რომ ნუ ვუწოდებთ ჩვენ თავს იმას რაზეც სხვას პასუხს მოვთხოვდით!
სოსო
თუ ნაკრების ყველა წევრი ჯანმრთელი იქნება და მერვედფინალში ვერ გავედით,ამას ვერ დავიჯერებ.
status quo
ჩვენ ყველა თამაში უნდა მოვიგოთ შინ და გარეთ და სხვებმა უნდა წააგონ...
lasha haha s
იმდროს მეგობარო სწორედაც ნამდვილი ჯვაროსნები ქართველები იყვნენ. როცა მტელ მაჰმადიანობას მარტო ებრდზოდნენ.ჯვაროსნები სიტყვა სწორედაც საამყო და საპასუხისმგებლოა.თორე ის ჯვაროსნები რაზაეც წავიდნენ იერუსალემში ყველამ კარგად იცის.ქართველზე მეტად არვის შეფერის ერქვას ჯვაროსანი ყველანაერი გაგებით.
haha-s
კარგი შენიშვნაა, ისე მართლაც უცნაურია რატომმ დამკვიდრდა ეს მეტსახელი, ჯვაროსნობაში საამაყო არაფერია, ერთ–ერთი ყველაზე აგრესიული და ძალადობრივი სამხედრო კამპანიების სერია იყო, რომელსაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო შეეერა, თავისი ბავშვთა ჯვაროსნული ლაშქრობების ჩათვლით.
haha-s
ჩემი აზრით სტატიის ავტორი ჯვაროსნებად ჩვენს ნაკრებს ჩვენი დროშიდან გამომდინარე მოიხსენიებს და არა არა ისტორიული წარსულის გამო. შეიძლება ვცდებოდე!
bavaria
უტრავმებოდ ნებისმიერ გუნდთან ვითამაშებთ. ჯგუფიდან გასვლა? რა პრობლემაა!!!.....
haha
ბატონო ვაჟა, ჩვენ ისეთ გარემოცვაში ვცხოვრობთ სადაც ჯვაროსნებს ისტორიულად ვერ იტანენ, უფრო სწორად სძულთ. თუ შეიძლება ამ სიტყვას ასე უპრაკუნოდ ნუ ვიხმართ, მითუმეტეს ქართველებს ჯვაროსნულ ომებში მონაწილეობა ევროპელეებივით მაშტაბურად არ მიგვიღია. ამას გწერთ პატივისცემით და თხოვნით. მე მგონია თუ მეზობელს არ გააღიზიანებ ესეც ჩვენს ტოლერანტობაზე მოუთითებს.
svani
მთავარია ყველა ჯამრთელად და ფორმაში შეხვდეს 31 ოქტომბერს!
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
დავითაშვილის ტრავმა და "ტრუასთან" წაგება "სენტ-ეტიენს" შეიძლება ძვირად დაუჯდეს
პსჟ-მ "ბაიერნთან" მატჩამდე "ანჟეს" კვარაცხელიას გარეშე მოუგო
გივი მაჭარაშვილმა და აკაკი ქემერტელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
[VIDEO] ისაკის პირველი გოლი 2026 წელს და "ლივერპულის" მესამე მეკარის შესანიშნავი მოგერიებები - მერსისაიდელებმა "კრისტალ პალასი" დაამარცხეს
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
[VIDEO] თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე თამაში ყოფილი გუნდის წინააღმდეგ და "ბარსელონას" რთული გამარჯვება
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: ამან ერთგვარად დააჩქარა ნაკრებთან გამოთხოვების პროცესი
ზაზა ფაჩულია: ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული [I ნაწილი]
ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
თოკო VS მანუ: "ბარსამ" მოიგო და ევროლიგის პლეი-ოფის საგზურისთვის "მონაკოს" შეხვდება
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
შერმადინის ორმაგი დუბლი, MVP-ის ტიტული და ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალი
ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ფიბა VS ევროლიგა: ფიბამ დღეები გაწერა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
ოპერაცია გადაწყდა - ბექა ბურჯანაძე კალათბურთს კიდევ 5 თვე ვერ ითამაშებს
საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!
[VIDEO] შერმადინი ბრწყინვალეა - "ტენერიფემ" "ბრეოგანი" დაამარცხა
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
[VIDEO] 36 წლის შერმადინის ფენომენალური მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში
[VIDEO] შენგელიას "ბარსელონამ" "ბაიერნი" დაამარცხა და პლეი-ინში ითამაშებს
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ზაზა ფაჩულია: თავი არ დაგვიზოგავს... [II ნაწილი]
იგორ კოკოშკოვი სლოვენიას აღარ გაწვრთნის
[VIDEO] მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" შენგელიას "ბარსელონას" სძლია და პლეი ოფში გავიდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა
ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!
შერმადინმა "რეალს" 16 ქულა ჩაუგდო - "ტენერიფემ" გაიმარჯვა
შერმადინის 16 და რიდის 31 - ქართული ლეგიონის ამბები