თბილისის "დინამოდან" წასულმა ლეგიონერებმა ილია სპასოევიჩმა და ჯორჯ აკირემმა საქართველო გაიხსენეს
თბილისის "დინამოდან" წასული ლეგიონერებთან დაკავშირება დიდი ხანია გვსურდა და ეს როგორღაც მოვახერხეთ. "ლელო" ორ ყოფილ დინამოელს ელაპარაკა, ორივე თავდამსხმელია: ჩერნოგორიელი ილია სპასოევიჩი და გაბონელი ჯორჯ აკირემი. სპასოევიჩს თბილისურ კლუბთან კონტრაქტი 2009 წელს დაუსრულდა და "დინამომ" მისი გახანგრძლივება არ ისურვა, აკირემის ხელშეკრულების ვადა კი გასულ წელს დასრულდა. მას დარჩენას რუსთავის "ოლიმპი" სთავაზობდა, მაგრამ ჰაერივით აორთქლდა და მას შემდეგ მასზე ბევრი არაფერი ვიცოდით.

ჩვენდა გასაოცრად, სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩით: მართალია, არც ერთი მათგანი არ ამბობს, რომ საქართველოს ჩემპიონატი მაღალი დონის არის, არც ევროპელი კლუბების დარი პირობები ჰქონდათ, მაგრამ საქართველოს გახსენებაზე დადებითი ემოციები გამოავლინეს.

ილია სპასოევიჩი - ინდონეზია უკეთესია

"დინამოდან" წასული ილია სპასოევიჩი სერბეთის ჩემპიონატის უმაღლესლიგელ "ბორაც ჩაჩაკში" გამოდიოდა, შემდეგ ლიეპაიას "მეტალურგში" გადავიდა და საკმაოდ წარმატებითაც თამაშობდა (10 მატჩში 7 გოლი გაიტანა), მაგრამ ლატვიაში დიდხანს ვერ გაძლო და "ტრიკალას" მიაშურა. ილიასთვის ეს პერიოდი წარუმატებელი გამოდგა: საბერძნეთის პირველ ლიგაში 12 შეხვედრაში ერთი გოლიც ვერ გაიტანა და ჩერნოგორიის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი გასული წლის ბოლოს ინდონეზიაში, დენპასარის "ბალი დევატაში" გადავიდა...

- ილია, ინდონეზიაში როგორ აღმოჩნდი?

- ამ ქვეყანაში არც ისე დიდი ხნის წინ მიმიწვიეს. უკეთესი შეთავაზების იმედი მქონდა, მაგრამ ეს ყველაზე რეალური წინადადება იყო და უარი არ მითქვამს.

- საქართველოში დაბრუნება არავის შემოუთავაზებია?

- კონკრეტული წინადადებით არავის მოუმართავს.

- ასეთი შანსი რომ გაგიჩნდეს?

- შესაძლოა, დავფიქრებულიყავი.

- ინდონეზიაში უკეთესი დონეა თუ საქართველოს ჩემპიონატში?

- ინდონეზია უკეთესია.

- ფინანსურად თუ ჩემპიონატის დონით?

- ფინანსურად საქართველო ინდონეზიასთან ახლოსაც ვერ მივა, აქ ბევრად უკეთესი პირობებია, მაგრამ ინდონეზიური ჩემპიონატის დონეზე იგივეს ვერ ვიტყვი. სხვათა შორის, "ბალი დავატას" მთავარ მწვრთნელად თქვენი ძველი ნაცნობი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი პეტარ შეგრტი მუშაობს.

ჯორჯ აკირემი - დავბრუნდებოდი, რატომაც არა

სპასოევიჩი ფინანსურად თავს კარგად გრძნობს, ინდონეზიაში ევროპულ ნაკრებებში ნათამაშებ ლეგიონერებს თვეში 7-დან 15 ათას დოლარამდე უხდიან, "დინამოს" ასევე ყოფილი თავდამსხმელი, გაბონის ნაკრების კანდიდატი ჯორჯ აკირემი კი ისრაელის ლეუმითლიგის (რანგით მეორე დივიზიონის) ირონის "რამათ ჰაშარონში" გამოდის და ექვს შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა. თუმცა, როგორც გვითხრა, ისრაელში თავს ბედნიერად ვერ გრძნობს.

- ჯორჯ, როგორ არის შენი საქმეები?

- ნორმალურად, საკმაოდ კარგ ლიგაში ვთამაშობ, ისრაელში ფეხბურთი მაღალ დონეზეა განვითარებული და ჩემპიონატიც საკმაოდ მაღალი დონის არის, მაგრამ აქ მაინც ვერ ვგრძნობ თავს კარგად.

- რატომ?

- დიახ, აქ ფინანსურად უკეთესად ვარ, მაგრამ შეცდომა დავუშვი, "დინამოდან" რომ წამოვედი. რომ იცოდეთ, "დინამო" ძალიან მენატრება.

- რომ მოგიწვიონ, საქართველოში დაბრუნდები?

- რატომ არ დავბრუნდებოდი? სურვილი მაქვს, მაგრამ ზუსტი პასუხის გაცემა მაინც გამიჭირდება, რადგან კლუბის ნებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. სეზონის ბოლოს გადაწყდება, დავრჩები თუ არა ისრაელში. ისე, არ მეგონა, საქართველოში კიდევ თუ ვახსოვდი ხალხს.

- დარჩენა ხომ შეგეძლო, რუსთავის "ოლიმპშიც" გიწვევდნენ და მაშინ ისრაელში რატომ წახვედი?

- "დინამოდან" წასვლა, ქვეყნის და გარემოს შეცვლა მსურდა, მაგრამ შევცდი.

- ისრაელში თავს ასე კარგად არ გრძნობ?

- ძალიან კარგადაც არ ვარ. ახლა ვხვდები, რომ საქართველოში ბევრი რამ ყოფილა უკეთესი, ვიდრე შიგნიდან ჩანს.

- მაგალითად?

- თქვენი ხალხი მომწონდა. ვერ ვიტყვი, რომ ჩემ მიმართ ყველა კარგად იყო განწყობილი, მაგრამ უმრავლესობა თბილად მეპყრობოდა. რომ იცოდეთ, საქართველო ძალიან მაკლია. თუ კარგი წინადადება იქნება, სიამოვნებით დავბრუნდები. ჩემი თხოვნა იქნება, თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობას და გულშემატკივრებს საუკეთესო სურვილები გადასცეთ.

განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?
ლომინაძე შეცვლაზე შევიდა - "ეშტორილი" "ბენფიკასთან" დამარცხდა
"სპორტინგი" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა - სად ითამაშებს ქოჩორაშვილი?
განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა