კვირას, აბუ დაბიში ძველი ან ახალი ჩემპიონი გვეყოლება
ფორმულა 1-ის სეზონი დასასრულს მიუახლოვდა და უახლოეს უქმეებზე გაიმართება წლის დასკვნითი რბოლა - აბუ დაბის გრანპრი. "იას მარინას" ავტოდრომი ლუის ჰემილტონსა და ნიკო როსბერგს შორის გადამწყვეტი ბრძოლის არენა გახდება.

ჯერ არც ერთ გუნდს არ მოუგია ფორმულა 1-ის ისტორიაში ერთ სეზონში 18 რბოლა, ნიკოსა და ლუისს კი უკვე ცხრა-ცხრა მოგება აქვთ. სეზონის პირველი ეტაპებიდან ცხადი გახდა, რომ "ფერარისა" და "რედ ბულის" ყველანაირი მონდომების მიუხედავად, ვერავინ ჩაერეოდა ჰემილტონისა და როსბერგის ბრძოლაში.

თავდაპირველად, დომინირებდა როსბერგი, ზაფხულის შესვენების შემდეგ, ინიციატივა ჰემილტონმა მოიპოვა, მაგრამ მორიგმა ტექნიკურმა პრობლემებმა ლუისი ისევ ჩამოაქვეითა გენერალურ კლასიფიკაციაში.

ბრიტანელი ისევ გამოედევნა თანაგუნდელს და ბოლო სამი რბოლა ზედიზედ მოიგო. ახლა, ჩემპიონის ტიტულის მაძიებლებს შორის სხვაობა 12 ქულაა როსბერგის სასარგებლოდ. ეს ნიშნავს, რომ გერმანელს პირველ სამეულში ფინიში ეყოფა და მაშინ, ის ჰემილტონის ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, ჩემპიონი გახდება. ჰემილტონს ისღა დარჩენია რბოლის მოგებისთვის იბრძოლოს და იღბალის იმედად იყოს - მისი მდგომარეობა თითქმის უიმედოდ მიიჩნევა. მაგრამ, ტრასაზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს: ამ სეზონში ხუთჯერ, როსბერგმა ვერ შეძლო პოდიუმამდე მისვლა.

ორი წლის წინ, აბუ დაბიში ჰემილტონი და როსბერგი ერთხელ უკვე იბრძოდნენ ფინალურ რბოლაში ტიტულისთვის. უპირატესობა ლუისს ჰქონდა - 17 ქულა. ეს მცირე სხვაობა იყო, რადგან მაშინ, ფინალურ რბოლაში პილოტებს ორმაგი ქულები ერიცხებოდათ. ტექნიკური პრობლემების გამო, ნიკოს არ ჰქონდა თანაგუნდელის დამარცხების შანსი, მაგრამ, ახლა შეუძლია რევანშის აღება.

სტატისტიკა როსბერგის მხარესაა

ისტორიაც ასევე როსბერგის მხარესაა. წინა ცხრა შემთხვევაში, როცა ბოლო რბოლაში თანაგუნდელებს შორის ირკვეოდა ტიტულის ბედი, მხოლოდ ორჯერ გახდა ჩემპიონი ის პილოტი, რომელიც ფინალური რბოლის წინ, საერთო ჩათვლაში ქულებით ჩამორჩებოდა პარტნიორს. ეს მოხდა 1950 წელს, როცა მონცაში ტიტული მოიპოვა ჯუზეპე ფარინამ და 2010 წელს აბუ დაბიში - მაშინ ჩემპიონი გახდა სებასტიან ფეტელი, რომელიც მარკ უებერს შვიდი ქულით ჩამორჩებოდა.

ორჯერ კი ისე მოხდა, რომ ვერც ერთი თანაგუნდელი ვერ გახდა ჩემპიონი და ტიტული სხვა გუნდის წარმომადგენელს ერგო. 1986 წელს, ალენ პროსტმა ბოლო რბოლისას მოიგო ჩემპიონობა, როცა "უილიამსის" პილოტებს ნაიჯელ მენსელსა და ნელსონ პიკეს გაუსწრო, 2007 წელს კი ბრაზილიაში, "მაკლარენის" პილოტებმა - ფერნანდო ალონსომ და ლუის ჰემილტონმა წააგეს "ფერარის" წევრთან კიმი რაიკონენთან.

სხვა დანარჩენ შემთხვევებში, ტიტულს იგებდა ის თანაგუნდელი, რომელიც ლიდერი იყო ბოლო რბოლის წინ: 1956 წელს - ხუან-მანუელ ფანხიო, 1959 - ჯეკ ბრებემი, 1967 - დენი ჰულმი, 1984 - ნიკი ლაუდა და 2014 - ლუის ჰემილტონი.

აბუ დაბის გრან-პრი

წრის სიგრძე: 5 554 მ

წრეების რაოდენობა: 55 (305 კმ)

მოსახვევები: 21 - 12 მარცხენა, 9 მარჯვენა

DRS-ის ზონა: 21 - 12 მარცხენა, 9 მარჯვენა

ტრასის რეკორდი: 1:40.279 (ფეტელი, "რედ ბული", 2009)

ყველაზე მეტი მოგება: 3 - სებასტიან ფეტელი

საერთო ჩათვლა

1. ნიკო როსბერგი - 367 (9)

2. ლუის ჰემილტონი - 355 (9)

3. დანიელ რიკარდო - 246 (1)

4. სებასტიან ფეტელი - 197

5. მაქს ფერსტაპენი - 192 (1)

6. კიმი რაიკონენი - 178

7. სერხიო პერესი - 97

8 ვალტერი ბოტასი - 85

უქმეების განრიგი

25 ნოემბერი, 13:00 - I პრაქტიკა

25 ნოემბერი, 17:00 - II პრაქტიკა

26 ნოემბერი, 14:00 - III პრაქტიკა

26 ნოემბერი, 17:00 - კვალიფიკაცია

27 ნოემბერი, 17:00 - რბოლა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა