დღის მიღწევები და სტატისტიკა
გუშინდელ სათამაშო დღეს რამდენიმე გმირი ჰყავდა, თუმცა განსაკუთრებული იყო "კლივლენდის" მძიმე ფორვარდის კევინ ლავის მიღწევა. მან "პორტლენდთან" მატჩის პირველ მეოთხედში 34 (!) ქულა დააგროვა და მხოლოდ სამი ქულა დააკლდა "გოლდენ სტეიტის" მცველის კლეი ტომპსონის აბსოლუტურ რეკორდამდე.

თუმცა, ლავი NBA-ის რეკორდსმენი გახდა საწყის მეოთხედში მოპოვებული ქულების რაოდენობით.

"პორტლენდის" წინააღმდეგ, "კავალიერზის" კალათბურთელებმა პირველ ტაიმში 16 სამქულიანი ჩააგდეს, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში. აქამდე, რეკორდი ეკუთვნოდა "გოლდენ სტეიტს", რომელმაც შარშანდელ სეზონში ორჯერ გამოიყენა 15 სამქულიანი პირველ ტაიმში.

უნდა აღინიშნოს, რომ პირველ ნახევარში "კლივლენდმა" 81 ქულა დააგროვა, არადა, "პორტლენდთან" წინა შეხვედრაში, "კავალერებმა" მთლიანად თამაშში 76 ქულა აიღო.

"კლივლენდის" ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა კარიერაში 44-ე სამმაგი დუბლი შეასრულა - 31 ქულა, 10 მოხსნა და 13 შედეგიანი პასი. ასე რომ, მან გაუსწრო ფეტ ლევერს და ყველა დროის სიაში მეექვსე ადგილზე გადავიდა.

"დალასმა" წააგო "ლოს ანჯელეს კლიპერსთან", ეს კი ტექსასელების ზედიზედ მეშვიდე მარცხი იყო. ბოლოს ასეთი სერია "მავერიქსს" შორეულ 1999 წელს ჰქონდა, როცა ამჟამინდელი მფლობელი მარკ ქიუბანი ჯერ არ იყო კლუბის მმართველი.

"მინესოტას" ფორვარდმა ენდრიუ უიგინსმა ჩააგდო შეხვედრა "ნიუ ორლეანის" წინააღმდეგ. მართალია, მან 13 ქულა დააგროვა, მაგრამ თამაშიდან მხოლოდ ორი ბურთი ჩააგდო 19-დან! გარდა ამისა, მან ერთი მოხსნა და ერთი შედეგიანი პასიც ვერ აიღო.

ასე რომ, უიგინსი გახდა პირველი კალათბურთელი 1953 წლის შემდეგ, ვინც ტყორცნების 20 პროცენტზე ნაკლები ჩააგდო (მინიმუმ 15 ტყორცნა) და არც ერთი შედეგიანი პასი და მოხსნა არ ჰქონია.

"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" წინააღმდეგ, "გოლდენ სტეიტმა" 149 ქულა დააგროვა, რაც ერთი გუნდისთვის ყველაზე მაღალი შედეგიანობაა 2010 წლის შემდეგ, როცა "ფინიქსმა" 152 ქულა ჩაუგდო "მინესოტას".

გარდა ამისა, "უორიორზმა" 47 შედეგიანი გადაცემა შეასრულა - ეს კლუბის ახალი რეკორდია. სულ "მეომრებმა" თამაშიდან 53 ბურთი ჩააგდეს, ანუ ტყორცნების 88.7 პროცენტი შედეგიანი პასების შემდეგ ჩავარდა.

შარლოტი-სან ანტონიო 114:119

28:30, 32:29, 24:25, 30:35

შ: უოკერი (26+9 მოხსნა+7 პასი), ბატუმი (13+7 მოხსნა), კამინსკი (13+8 მოხსნა), ბელინელი (12), ჰოიესი (11), კიდ-გილკრისტი (10), მარვ. უილიამსი (10), ჰიბერტი (10).

ს-ა: ლენარდი (30), ოლდრიჯი (23+7 მოხსნა), გრინი (16), პარკერი (11), ბერტანში (11).

ორლანდო-ფინიქსი 87:92

22:24, 22:22, 22:22, 21:24

ო: ფურნიე (25), ვუჩევიჩი (21+13 მოხსნა), ოგასტინი (12).

ფ: ლენი (17+12 მოხსნა), ბლედსოუ (16+9 მოხსნა), ნაითი (12), ბუკერი (11), კრისი (10), ტაკერი (10+7 მოხსნა).

კლივლენდი-პორტლენდი 137:125

46:31, 35:29, 31:32, 25:33

კ: ლავი (40+8 მოხსნა), ჯეიმსი (31+10 მოხსნა+13 პასი), ირვინგი (20+6 პასი), ფრაი (14).

პ: ლილარდი (40+7 მოხსნა+11 პასი), პლამლი (19), ტერნერი (17), მაკალუმი (13), ჰარკლესი (11+7 მოხსნა).

ინდიანა-ატლანტა 85:96

24:31, 20:18, 22:25, 19:22

ი: იანგი (24), ელისი (19), ჯორჯი (18), ტიგი (11+8 პასი+5 ჩაჭრა).

ა: ჰოვარდი (23+19 მოხსნა), მილსეპი (18+13 მოხსნა), დილეინი (13), მუსკალა (13).

ბრუკლინი-ბოსტონი 92:111

16:30, 33:21, 17:28, 26:32

ბრუკ: კილპატრიკი (23), ბუკერი (18+12 მოხსნა), ბოგდანოვიჩი (14+8 მოხსნა), ლოპესი (13), ჰარისი (12).

ბოს: ტომასი (23), ბრედლი (22+7 მოხსნა+5 ჩაჭრა), ჰორფორდი (17+8 პასი), კრაუდერი (15), ოლინიკი (10), ჟერებკო (10).

დეტროიტი-მაიამი 107:84

28:16, 28:26, 30:22, 21:20

დ: კოლდუელ-პოუპი (22), დრამონდი (18+15 მოხსნა+4 დაფარება), ჰარისი (17), უდრიხი (12), ლოუერი (11).

მ: ჯონსონი (17+7 პასი), ჯ. ჯონსონი (15), მაკგრუდერი (12), უეიტერსი (11).

ფილადელფია-მემფისი 99:104 (ო)

26:20, 25:23, 20:20, 15:23, 13:18

ფ: ილიასოვა (22+12 მოხსნა), კოვინგტონი (19+9 მოხსნა), ბეილესი (18+6 პასი), ემბიდი (12+11 მოხსნა), სტაუსკასი (10).

მ: მ. გასოლი (27), კონლი (25+9 მოხსნა+9 პასი), რენდოლფი (11), გრინი (10+11 მოხსნა).

ჰიუსტონი-ტორონტო 102:115

20:24, 19:30, 35:36, 28:25

ჰ: ჰარდენი (29+14 პასი), ანდერსონი (13), კაპელა (12+5 დაფარება), არიზა (11), ბევერლი (10+10 მოხსნა).

ტ: დეროზანი (24+7 პასი), კეროლი (20), ლოური (17+8 პასი), ჯოზეფი (17), ვალანჩუნასი (15+16 მოხსნა), როსი (14).

დალასი-კლიპერსი 104:124

26:32, 19:36, 25:25, 34:31

დ: ბარნსი (22), მეტიუზი (18), ანდერსონი (12), გიბსონი (11), ნოვიცკი (10), ბოგუტი (4+12 მოხსნა+6 პასი).

კ: რივერსი (22), პოლი (18), ჯორდანი (16+8 მოხსნა), სპეიტსი (16+12 მოხსნა), კროუფორდი (15), გრიფინი (12+7 პასი), რედიკი (10).

იუტა-დენვერი 108:83

36:27, 17:20, 31:14, 24:22

ი: ჯორჯ ჰილი (22), ჰეივორდი (22+7 პასი), გობერი (19+13 მოხსნა), ჰუდი (16), დიაო (11).

დ: მიურეი (23), ჩენდლერი (13+9 მოხსნა), ფარიდი (8+10 მოხსნა).

ნიუ ორლეანი-მინესოტა 117:96

31:26, 22:24, 36:18, 28:28

ნ-ო: დევისი (45+10 მოხსნა), ჯონსი (17+7 მოხსნა), მური (12), ფრეიზერი (11+8 პასი).

მ: ლავინი (26), უიგინსი (13), ჯენგი (13+8 მოხსნა), მუჰამადი (11), თაუნსი (9+11 მოხსნა).

გ. სტეიტი-ლეიკერსი 149:106

41:26, 39:23, 26:29, 43:28

გ-ს: კარი (31+9 პასი), დურანტი (28), ტომპსონი (26), კლარკი (21), გრინი (5+9 მოხსნა+11 პასი).

ლ: ინგრემი (16), კლარკსონი (16), უილიამსი (16), მოზგოვი (12).

საკრამენტო-ოკლაჰომა 116:101

27:27, 24:21, 36:27, 29:26

ს: კაზინსი (36+13 მოხსნა), კოლისონი (21+6 პასი), გეი (17+9 მოხსნა).

ო: უესტბრუკი (31+11 მოხსნა+10 პასი), ოლადიპო (18), ადამსი (11).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მნიშვნელოვანი გაძლიერება "ლეიკერსს" - კალიფორნიელები გაცვლას ამზადებენ
"ამ იდიოტმა ძალიან გამაბრაზა" - ჩარლზ ბარკლი ლებრონ ჯეიმსზე
ლებრონ ჯეიმსი კარიერას "ფილადელფია სიქსერსში" გააგრძელებს
U18. მეოთხე მატჩიც მოიგეს - საქართველოს ნაკრებმა კოსოვოც დაამარცხა
პსჟ და "ლივერპული" ბარკოლას ფასზე ვერ თანხმდებიან
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
ქორწილის წინ რონალდოს საცოლეს სქელი უწოდეს - ის კრიშტიანომ დაამშვიდა და მორგანიც გამოექომაგა
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
"ერთადერთი, გული ამაზე მწყდება... "იბერია" კარგი გუნდია, მაგრამ..." - "ლარნეს" მწვრთნელმა მატჩი შეაფასა და თბილისში თავდაჯერებული გუნდი მოჰყავს
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
შეთანხმება შედგა, სამედიცინო შემოწმება კვირის ბოლოს - ესპანურმა პრესამ ქოჩორაშვილის ახალი გუნდი დაასახელა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა