"ლივერპულის" ლეგენდა ფეხბურთიდან წავიდა
"ლივერპულის" ლეგენდამ, სტივენ ჯერარდმა საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

"საოცარი კარიერა მქონდა. მადლობელი ვარ "ლივერპულის", "ლოს ანჯელეს გელექსისა" და ინგლისის ნაკრების ყოველი წამისთვის. ბედნიერი ვარ, რადგან ძალიან ბევრი ბრწყინვალე მომენტი მაკავშირებს ფეხბურთთან. ვამაყობ, რომ "ლივერპულის" მაისურით 700-ზე მეტი მატჩი ვითამაშე, რომელთა დიდი ნაწილი კაპიტნის რანგში მომიწია. მადლობელი ვარ, რომ კარიერის განმავლობაში დიდი ფეხბურთელების გვერდიგვერდ მითამაშია. მადლობელი ვარ ფანების მხურვალე მხარდაჭერისთვის, ისინი სულ გვერდში მედგნენ და, რაც მთავარია, მადლობელი ვარ ჩემი ოჯახის. რაც შეეხება ჩემს უახლოეს გეგმებს, ამის შესახებ მალე შეგატყობინებთ", - განაცხადა 36 წლის ჯერარდმა.

ჯერარდმა 19-წლიან პროფესიულ კარიერაში "ლივერპულსა" და "გელექსიში" ჯამში 729 მატჩი ჩაატარა, 185 გოლი გაიტანა და 115 საგოლე პასი გააკეთა. ინგლისის ნაკრებში მან 114 მატჩში 21 გოლი გაიტანა.

რომ არა ჯერარდი, ალბათ, არც ის დიდი ფინალი იქნებოდა 2005 წელს, როცა "ლივერპულმა" "მილანს" თამაში სასწაულებრივად შემოუტრიალა და 21-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა თასი მოიგო. იმ თამაშში მან ინგლისელთა პირველი გოლი გაიტანა, შემდეგ კი გუნდს პენალტიც მოუპოვა. ჯერარდი ფინალის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

იმ წელს ის ძალიან ახლოს იყო "ოქროს ბურთთან", სადაც საბოლოოდ მესამე ადგილი დაიკავა. მომდევნო წელს "ლივერპულმა" ინგლისის თასი და სუპერთასი მოიგო. თასის ფინალში "ლივერპული" "ვესტ ჰემთან" 2:3-ს აგებდა, როცა ჯერარდმა 32 მეტრიდან გოლი გაიტანა, რომელიც სეზონის ულამაზეს გოლად აღიარეს.

2010 წელს სტივენი "გარდიანის" მიერ შედგენილ მსოფლიო ნაკრებში მოხვდა. სტივენი "ლივერპულის" ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

საბოლოოდ, ჯერარდმა "ლივერპულთან" ერთად ორჯერ მოიგო ინგლისის თასი, სამჯერ ლიგის თასი, ერთხელ სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას თასი და უეფას სუპერთასი. 2005 წელს უეფამ ის წლის საკლუბო ფეხბურთელად დაასახელა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
ტონი კროოსმა ისტორიაში 5 საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი დაასახელა
"ასეთ ეპიზოდებზე გადაწყვეტილებას მხოლოდ მსაჯი უნდა იღებდეს" - ჯერარდისა და კიოუნის აზრით, "არსენალს" პენალტი წაართვეს
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო ვინგერია" - ჯერარდმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
[VIDEO] იამალმა გაიბრწყინა, ესპანეთმა ხორვატიას სძლია - ინგლისმა ჩეხეთი დაამარცხა
დიდი ფეხბურთი მადრიდში - ინგლისმა ესპანეთს დრამატულ მატჩში სძლია
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
ესპანეთმა ხორვატიას თამაში შემოუტრიალა - ინგლისმა ჩეხეთს მოუგო
"ამის მიზეზი საერთოდ არ არსებობდა" - ჯერარდმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
ჯერარდმა "ლივერპულს" სალაჰის შემცვლელი ურჩია
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა