საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ევრობასკეტი 2017-ის ჯენჭისყრის შესახებ ისაუბრა
22 ნოემბერს სტამბოლში გამართული ევრობასკეტი 2017-ის კენჭისყრის შედეგად 24 ნაკრები ჯგუფებში განაწილდა.

საქართველოს ნაკრები ისრაელის ჯგუფში მოხვდა, რომელიც მასპინძლებთან ერთად ლიტვამ, იტალიამ, გერმანიამ და უკრაინამ შეავსეს.

- მეოთხე ჯვაროსნული - ჯგუფიდან გასვლის რა შანსი აქვს საქართველოს ნაკრებს

საქართველოს ალტერნატივა იყო ფინეთის ჯგუფში მოხვედრა, სადაც ჩვენი განთესვის კალათიდან სლოვენია წავიდა და მასთან ერთად იქ თავი საფრანგეთმა, საბერძნეთმა, პოლონეთმა, ისლანდიამ და მასპინძელმა ფინეთმა მოიყარეს.

საინტერესოა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსის აზრი ჯენჭისყრის შესახებ.

- კენჭისყრის შეფასებასა და ჯგუფების სიძლიერეზე ლაპარაკი ჩვენი ნაკრების მდგომარეობიდან უნდა დავიწყოთ. პირველ რიგში, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მანუჩარ მარკოიშვილი და ვიქტორ სანიკიძე მწყობრში მალე ჩადგნენ და ფორმაში შევიდნენ, ხოლო სხვა მოთამაშეებმა სეზონი ტრავმების გარეშე ჩაამთავრონ. მთავარია, ყველა ჯანმრთელად იყოს, რის შემდეგაც შეიძლება ჩვენს შესაძლებლობებსა და შანსებზე საუბარი.

- საქართველოს ნაკრებს ორი ვარიანტი ჰქონდა და თქვენი აზრით, რომელ ჯგუფში ჯობდა, მოხვედრილიყო?

- ახლა იმაზე ლაპარაკი, რომელი ჯობდა, არასერიოზულია. ერთი, რომ ევროპის ჩემპიონატზე სუსტი და ძლიერი ნაკრები არ არსებობს. ყველა სუსტი და ამავდროულად, ძლიერია. მეორეც, ჩვენ არ ვიცით, ვინ რა შემადგენლობას მოუყრის თავს. ტრავმების ალბათობა არსებობს, ამასთან, არის კიდევ სხვა ფაქტორები, რომელთა გამოც შესაძლოა, ნებისმიერი ნაკრების შემადგენლობამ სახე იცვალოს.

- გეთანხმებით, მაგრამ ხომ არსებობენ ფავორიტები...

- ზოგადად, ფურცელზე ჩამოწერილი ჯგუფებიდან ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია. თუმცა ვიმეორებ, ფავორიტობა აბსტრაქტული ცნებაა, რადგან ძალიან ხშირად მომხდარა, რომ ფავორიტებს წაუგიათ, ხოლო მას, რომელიც განწირული ჩანდა, გაუმარჯვია. ამიტომაც ჩვენ დიდი სიფრთხილე გვმართებს. ყველა მეტოქე იმაზე მეტად უნდა შევაფასოთ, ვიდრე ის ზოგადად იმსახურებს.

- იმასაც ხომ აქვს მნიშვნელობა, როგორ მოემზადება გუნდი?

- რა თქმა უნდა, კარგად დაგეგმილი მოსამზადებელი პერიოდი დიდად განსაზღვრავს გუნდის შესაძლებლობებს. ჩვენი ნაკრების ხელმძღვანელობამ ამ მხრივ კარგი სამუშაო გასწია გასულ სეზონში და ახლაც ასეა. შეთავაზებები მიღებული გვაქვს, არის რამდენიმე ძალიან კარგი ტურნირის ვარიანტი და საბოლოო შეთანხმებას ველოდებით. ამ ეტაპზე იმის თქმა შეიძლება, რომ საქართველოს ნაკრებს არაერთ უმაღლესი დონის ნაკრებთან მოუწევს ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ პერიოდში თამაში.

- ევრობასკეტზე რა შედეგი იქნება თქვენთვის მისაღები?

- მეამაყება, რომ საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გავიყვან. მთავარი ისაა, რომ ჩვენი გუნდი ისევ უძლიერესთა შორისაა და ახლა უფრო მეტი გამოცდილებით ხვდება კონტინენტის პირველობას. რა იქნება, ევროპის ჩემპიონატზე გამოჩნდება. ვიცი, რომ ისრაელში ბევრი ქართველი ცხოვრობს და იმედი მაქვს, მხარდაჭერა არ მოგვაკლდება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას
ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად
ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
ოპერაცია გადაწყდა - ბექა ბურჯანაძე კალათბურთს კიდევ 5 თვე ვერ ითამაშებს
საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!
ფიბა VS ევროლიგა: ფიბამ დღეები გაწერა
ზაზა ფაჩულია: თავი არ დაგვიზოგავს... [II ნაწილი]
ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!
ზაზა ფაჩულია: ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული [I ნაწილი]
ზაზა ფაჩულია: ამან ერთგვარად დააჩქარა ნაკრებთან გამოთხოვების პროცესი
"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა
იგორ კოკოშკოვი სლოვენიას აღარ გაწვრთნის