"ატლანტას" ქართველი ცენტრი დარწმუნებულია, რომ თუ სათამაშო დროს გაუზრდიან, გუნდს მეტ სარგებელს მოუტანს
სათაურში სიტყვა "დაბრუნება" ვახსენეთ. მართალია, ზაზა ფაჩულია არსად წასულა, მაგრამ ქვემოთაც წაიკითხავთ, რომ იგი გუნდის დატოვებას ნამდვილად აპირებდა და ამიტომაც გამოტოვა "ფინიქსთან" მატჩი. თუმცა, მას შემდეგ, რაც გადაწყდა, რომ იგი "ჰიუსტონში" ვერ გადავიდოდა (გაცვლა ვერ მოესწრო), მწვრთნელმა ლარი დრიუმ მაინც არ ათამაშა - "გოლდენ სტეიტთან" ზაზა განაცხადში იყო და მოედანზე არ გასულა.

ამის მიზეზს ქვემოთ თავად მწვრთნელი მოგვახსენებს. მანამდე გუშინ პორტლენდში ჩატარებულ მატჩზე უნდა ვთქვათ, რომლის პირველ ტაიმში ფაჩულია საუკეთესო ატლანტელი იყო. პირველ ნახევარში ნათამაშებ 11 წუთში მას 8 მოხსნა, 2 ქულა, 3 პასი და 1 დაფარება ჰქონდა. ზაზა ფარქვეშეთის ბატონ-პატრონი იყო, მისი მოედანზე ყოფნისას პორტლენდელები სამწამიან ზონაში ვერ აღწევდნენ.

ერთია მხოლოდ, თუ სხვა მატჩებში ფაჩულია ბურთის მოხსნის შემდეგ უმეტესად მის კალათში ჩაბრუნებაზე ზრუნავდა, "პორტლენდთან" პასის შესრულებას ამჯობინებდა. ამიტომაც მოუგროვდა 3 შედეგიანი გადაცემა, ხოლო კალათის მიმართულებით მხოლოდ 2-ჯერ სტყორცნა. მან პირველი ტაიმის მონაგარს მეორეში 4 მოხსნა მიამატა. 12 მოხსნა ზაზას საამსეზონო რეკორდია.

"ატლანტამ" მესამე პერიოდში 23-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, თუმცა მეოთხე რაუნდი ჩააგდო და სხვაობა 7 ქულამდე შემცირდა, მაგრამ, "პორტლენდმა" მეტის გაკეთება ვეღარ შეძლო. ბოლო წუთებზე მნიშვნელოვანი სამქულიანი და საჯარიმოები ჯამალ კროუფორდმა გამოიყენა.

5-6 წუთში ვერაფერს მოასწრებ...

გაზეთ "ატლანტა კონსტიტუშენში" ზაზა ფაჩულიას შესახებ მცირე სტატია გამოქვეყნდა, რომელიც ქართველ ქომაგსაც დააინტერესებს.

"ზაზა კვლავაც "ატლანტაშია". მისი გაცვლა ვერ მოესწრო, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯორჯიელთა გუნდში სეზონის ბოლომდე ითამაშებს. "ატლანტა ჰოქსში" დარჩენით იგი მაინც კმაყოფილია:

- სხვა გუნდში გადასვლა იმიტომ მინდოდა, რომ იმედი მქონდა, მეტი სათამაშო დრო გამომიჩნდებოდა და უფრო დავიტვირთებოდი, მაგრამ, არის მეორე მხარე - წინასწარ არავინ იცის, უცხო გუნდში როგორ აეწყობა. ახლა მაინც ბედნიერი ვარ, ვეცდები სეზონი კარგად ჩავამთავრო და გუნდისთვის მაქსიმუმი გავიღო.

"პორტლენდთან" დაპირისპირებამდე ფაჩულიას სათამაშო დრო მეტად შეზღუდული იყო. "ფინიქსთან" და "გოლდენ სტეიტთან" მოედანზე არ გამოჩენილა. ზაზა ამბობს, რომ მწვრთნელ, ლარი დრიუსთან სათამაშო დროის შესახებ არ ულაპარაკია, რადგან მწვრთნელს ისედაც კარგად უნდა ახსოვდეს წინა სეზონში ფაჩულიას უკმაყოფილების შესახებ. მაშინ გუნდს მაიკ ვუდსონი წვრთნიდა და ზაზას ცოტას ათამაშებდა.

ლარი დრიუ ამბობს, რომ "გოლდენ სტეიტთან" მატჩში ფაჩულიას ჯოშ პაუელი იმიტომ ამჯობინა, რომ მანამდე ექვსიდან ხუთი მატჩი ჰქონდა წაგებული და გუნდში რაღაცის შეცვლა სურდა. მწვრთნელი იქვე ამბობს, ზაზა კვლავაც მჭირდება და მომავალშიც დავეყრდნობიო:

- ემოციების და გრძნობების გამოხატვის დრო არ არის. კალათბურთი ბიზნესია. ყველა მოთამაშეს შანსს ვაძლევ, მაგრამ ამავე დროს თითოეულმა უნდა გააცნობიეროს, რომ ჩვენთვის მთავარი მოგებაა.

"პორტლენდთან" მატჩში ფაჩულია მეტად პროდუქტიული და ენერგიული იყო.

"ეს არაა გასაკვირი - ჩემი ფუნქცია სწორედ თამაშში ენერგიის შეტანა და ფარქვეშეთის გამაგრებაა. თუმცა, ამის მიღწევა რთულია, თუ 5-6 წუთს თამაშობ. მაშინ, როცა მოედანზე 20 წუთზე მეტს ვატარებ, ნაყოფიერადაც ვმუშაობ და გუნდისთვისაც მეტი სარგებელი მომაქვს", - განაცხადა ფაჩულიამ.

პორტლენდი-ატლანტა 83:90

ზაზა ფაჩულია: 20:41 წუთი, 2 ქულა (2-დან 1 ორქულიანი), 12 მოხსნა, 3 პასი, 1 დაფარება, 2 შეცდომა, 2 ფოლი.

I პერიოდი

07:53 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა

07:36 მოხსნა: შეტ-1, დაც-0

07:33 პასი: 1 (უილიამსი2ქ, 6:8)

07:10 მოხსნა: შეტ-1, დაც-1

04:04 მოხსნა: შეტ-2, დაც-1

03:26 პასი: 2 (სმიტი 2ქ, 13:16)

02:51 მოხსნა: შეტ-2, დაც-2

01:45 მოხსნა: შეტ-2, დაც-3

01:20 ორქულიანი: არაზუსტი

01:13 მოხსნა: შეტ-3, დაც-3

01:11 პასი: 3 (ჰინრიხი 3ქ, 16:16)

00:06 მოხსნა: შეტ-4, დაც-3

II პერიოდი

11:38 ორქულიანი: 2ქ (21:18)

11:13 დაფარება: 1 (უოლასს დაუფარა)

09:56 მოხსნა: შეტ-4, დაც-4

08:55 ფოლი: 1

08:55 შეცდომა: 1

08:55 ჰორფორდმა ზაზა შეცვალა

III პერიოდი

03:56 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა

01:59 მოხსნა: შეტ-4, დაც-5

01:57 შეცდმა: 2

01:11 მოხსნა: შეტ-4, დაც-6

IV პერიოდი

09:55 მოხსნა: შეტ-5, დაც-6

09:15 ფოლი: 2

06:15 მოხსნა: შეტ-6, დაც-6

06:13 ჰორფორდმა ზაზა შეცვალა.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა